ანტიცელულიტური ვაკუუმური მასაჟი – ვიდეო
როგორ დავშალოთ ცელულიტი? - მისი მეთოდები
ვაკუუმური მასაჟი -
მასაჟის საკმაოდ ძველი სახეობაა. ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში გამოიყენებოდა ბამბუკისაგან დამზადებული ქილები, ჩინეთიდან კი ვაკუუმურმა მასაჟმა ჩვენამდე მოაღწია. მას შემდეგ პროგრესი წინ წავიდა და სალონებში ვაკუუმური მასაჟისათვის გამოიყენება სპეციალური აპარატები, რომელთაც შეუძლიათ შექმნან ვაკუუმი როგორც მუდმივი რეჟიმით, ისე წნევის ცვლილებით, რომელიც დამატებითი შესაძლებლობების საშუალებას იძლევა. თანამედროვე პირობებში ვაკუუმური მასაჟის გაკეთება შეიძლება როგორც ჩვეულებრივი შუშის ქილის საშუალებით, ისე სპეციალური შუშის ქილებით, რომლებიც აფთიაქებში იყიდება, ელასტიური პლასტიკური ქილებით, ასევე ქილებით რომლებსაც აქვთ სპეციალური მოწყობილობა ვაკუუმის შესაქმნელად. ვაკუუმური მასაჟის შესრულების დროს რბილი ქსოვილი წნევის განსხვავების გამო „შეიწოვება“ ქილის შიგნით, ასევე წნევის ცვლილება აძლიერებს სითხის მოძრაობას და ბორცვის არსებობის შემთხვევაში, ამ შეწოვის ხარჯზე ახდენს მის დაჭიმვას, რეფლექტორულ ზემოქმედებას და სხვა მასაჟურ ეფექტებს.
ვაკუუმურ მასაჟის შესაძლებლობებს აქვს საკმაოდ ფართო სპექტრი თავისი დანიშნულების მიხედვით. ვაკუუმური მასაჟი შეიძლება გამოყენებული იქნას ფილტვების დაავადების დროს, ოსტეოქონდროზის მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს და კარგი დამატებითი ეფექტია სხეულის კორექციის დროს.
უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები:
ვაკუუმურ მასაჟს აქვს შემდეგი უკუჩვენებები, ვაკუუმური მასაჟი არ შეიძლება მაღალი წნევის, ორსულობის შემთხვევაში, კანის დაავადებების არსებობის დროს.
ვაკუუმური მასაჟის დროს აუცილებელია შემდეგი სიფრთხილის ზომების დაცვა – არ შეიძლება მასაჟი ლიმფური კვანძების ზონაში, არ მასაჟი სარძევე ჯირკვლების მიდამოებში, ფეხის შიდა მხარეზე კეთდება ფრთხილად.
დანარჩენის შესახებ კი თავად ვიდეოში იხილეთ: