ცხიმის ტიპები ორგანიზმში მათი განაწილების მიხედვით

წონის ზოგადი კლების პრობლემის შემდეგ, ყველაზე დიდ ინტერესს კონკრეტულ ადგილებში ცხიმის მოცილების საკითხი იწვევს. ყველაზე გავრცელებული მითი რომელიც ამ თემას ეხება არის – თითქოს მუცელის პრესების კეთება ამ არეში ცხიმს წვავს.

მართლაც, ბოდიბილდინგის სამყაროშიც კი, სადაც ადამიანები უკეთ არიან ამ საკითხში გაცნობიერებულნი, ჯერ კიდევ ბევრს დაობენ – თითქოს კონკრეტული კუნთების ჯგუფისთვის ვარჯიშის შესრულებას შეუძლია ცხიმის შემცირების გამოწვევა ამ ნაწილებში. ამ მოსაზრებას ზურგს მეცნიერთა კვლევები უმყარებს: ადამიანის ფიზიოლოგიის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვარჯიშის დროს მოქმედი მუშა კუნთი ნამდვილად იყენებს ენერგიის წყაროდ მის მახლობლად მდებარე ცხიმოვან ქსოვილს და აქტიურდება ლიპოლიზის პროცესი.

თუმცა სიხარული ნაადრევია. მხოლოდ ცხიმის წვის პროცესის გააქტიურება არაა საკმარისი ჩვენი მიზნითვის, რადგან ამ დასკვნის შემდეგ აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ რამდენად მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ეს პროცესი. ჩვენდა სამწუხაროდ, სკურპულოზურმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ კონკრეტული კუნთებისათვის შესრულებული ვარჯიშის დროს ცხიმის კლების მთლიანი მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა, თითქმის უმნიშვნელო. თავად შეაფასეთ – 30 წუთის განმავლობაში მუცლის პრესის კეთება ამ ნაწილში კანქვეშა ცხიმის მხოლოდ 0,1 გრამს წვავს. (ამაზე უფრო დაწვრილებით მომდევნო თემაში)

ცხიმის სამი განსხვავებული ტიპი

ადამიანის ორგანიზმში ცხიმი არაერთგვაროვანია და სამი ძირითადი ტიპიდან ერთერთს მიეკუთვნება: შინაგანი ორგანოების ცხიმი; კანქვეშა ცხიმი; და ცხიმი რომელიც სქესობრივი კუთვნილებითაა განპირობებული. თითოეული ტიპის ცხიმთან ბრძოლას თავისი სტრატეგია სჭირდება.

შინაგანი ცხიმი

შინაგანი (ვისცერული) ცხიმის რაოდენობა ორგანიზმში შედარებით მცირეა – 10-20%, მაგრამ ამის მიუხედავად ის ორგანიზმს საკმაო ზიანს აყენებს. ის პირველ რიგში განაწილდება მუცლის არეში და წინ წევს მუცელს. ვისცერული ცხიმი სისხლში ცხიმოვან მჟავებს გამოტყორცნის, რომლებიც დარტყმას აყენებენ ღვიძლს – ორგანიზმის მთავარ ქიმიურ ლაბორატორიას. ღვიძლის მუშაობის დარღვევა ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატებას იწვევს სისხლში, ირღვევა ინსულინის ნორმალური გამომუშავება, ჩნდება საფრთხე დიაბეტის და გულ-სისხლძრღვთა დაავადებების ჩამოყალიბების. რაც უფრო მსუქანია ადამიანი, მით მეტი ასეთი ტიპის ცხიმი აქვს მას. სწორედ შინაგანი ცხიმი აძლევს ფიგურას ვაშლისმაგვარ მრგვალ ფორმას. თუ შეგიძლიათ მუცელი საკმაოდ შესწიოთ, მაშინ თქვენ ასეთი ტიპის ცხიმი საკმაოდ მცირე გაქვთ და მხოლოდ სირბილი ვერ გიშველით მის მოცილებაში.

კანქვეშა ცხიმი

ორგანიზმში მთლიანი ცხიმის 40-60% წილი კანქვეშა ცხიმს უკავია – ეს ის რბილი ცხიმია, რომელსაც შეგიძლიათ ხელი მოკიდოთ კანზე. კანქვეშა ცხიმის შემცირებაზე აერობული დატვირთვები ნაკლებად ახდენენ გავლენას, და მათ გარდა აუცილებელია დიეტის დაცვა კალორიების შემცირებით.

საშუალოდ შეიძლება კვირაში 400-700გრ. ასეთი ცხიმისაგან გათავისუფლება კვირაში, რაც დღეში 500-900 კკალორიის დეფიციტის ტოლფასია. ორგანიზმს არ აქვს უნარი დაწვას ამ ტიპის ცხიმი უფრო სწრაფად და თუ შეეცდებით კალორიულობა მეტად შეამციროთ, ამის შედეგად პირველ რიგში კუნთებს დაკარგავთ და არა ცხიმს.

ცხიმი მუცლის ქვედა ნაწილში და თეძოებზე

მესამე ტიპის ცხიმი – ესაა ცხიმი, რომელიც სქესობრივი კუთვნილების მიხედვით გროვდება, მამაკაცებს ის მუცლის ქვედა ნაწილში უგროვდებათ და ზურგზე, ქალებს კი თეძოებზე და ბარძაყებზე. ასეთ ცხიმთან ბრძოლა აქტუალურია მათთვის, ვისაც 10%-ზე ნაკლები კანქვეშა ცხიმი აქვს, რადგან ცხადია რომ არ შეიძლება გახდეთ მუცელზე ისე, რომ მთლიანობაში მსუქანი დარჩეთ.

სამწუხაროდ, სწორედ ეს ცხიმია ყველაზე პრობლემური, რადგან ორგანიზმი მას ყველაზე ბოლოს მოიხმარს, მას შემდეგ რაც გათავისუფლდება შინაგანი და კანქვეშა ცხიმისაგან. ამ ცხიმთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.

შეიძლება თუ არა ერთხელ და სამუდამოდ გახდომა?

უნდა აღინიშნოს, რომ ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობა არაა განსაზღვრული გენეტიკურად და ორგანიზმს ახალი ცხიმის უჯრედების შექმნა შეუძლია. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ცხიმის უჯრედები პრაქტიკულად არ კვდება და მუდამ რჩება.

ცხიმოვანი ქსოვილი ღრუბელს წააგავს – შეგიძლიათ გახდეთ და „გამოაშროთ“ ცხიმის უჯრედები, მაგრამ მუდამ მოგიწევთ დიეტის დაცვა და ვარჯიში, რადგან ეს უჯრედები სწრაფად დაიბრუნებენ ძველ მოცულობას გადაჭარბებული კვებით.

იხ. ასევე

ცხიმი პრობლემურ ზონებში და ვარჯიში მათ წინააღმდეგ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *