დიეტური პროდუქტები – ბროკოლი
100 გრამი კომბოსტო ბროკოლის საკვები ღირებულება – 34 კკალორია
გლიკემიური ინდექსი – 10
- ცილები – 2,82 გრ
- ცხიმები – 0,37 გრ
- ნახშირწყლები – 6,64 გრ
- საკვები უჯრედისი – 2,6 გრ
- წყალი – 89,3 გრ
- მონო და დისაქარიდები – 1,7 გრ
ვიტამინები
-
- ვიტამინი A – 0,386 მგრ
ვიტამინი PP – 0,639 მგრ
- ვიტამინი A – 386 მკგრ
- ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,071 მგრ
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,117 მგრ
- ვ
- იტამინი B5 (პანტოტენი) – 0,573 მგრ
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,175 მგრ
- ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 63 მკგრ
- ვიტამინი C – 89,2 მგრ
- ვიტამინი E – 0,78 მგრ
- ვიტამინი К – 101,6 მკგრ
- ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 1,1071 მგრ
მაკროელემენტები
- კალციუმი – 47 მგრ
- მაგნიუმი – 21 მგრ
- ნატრიუმი – 33 მგრ
- კალიუმი – 316 მგრ
- ფოსფორი – 66 მგრ
მიკროელემენტები
- რკინა – 0,73 მგრ
- თუთია – 0,41 მგრ
- სპილენძი – 49 მკგრ
- მარგანეცი – 0,21 მგრ
- სელენი – 2,5 მკგრ
ბროკოლი ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა კომბოსტოსებრთა ოჯახიდან, ყვავილოვანი კომბოსტოს სახეობაა.
ბროკოლი ჯანმრთელობისათვის
ბროკოლი – ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, თუმცა არც ისე პოპულარულია ყოველდღიურ გამოყენებაში. ბროკოლი ჭარბწონიანობის, წყლულის და კიბოს საწინააღმდეგო ცნობილი საშუალებაა. გარდა ამისა, უსაზღვროდ მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. ბროკოლის ერთი პორცია ერთი პოლივიტამინის ტაბლეტის მიღების ტოლფასია. ისევე, როგორც მწვანე ბოსტნეულის უმეტესობა, ბროკოლი მდიდარია ფოლატებით, რომელიც აუცილებელია სისხლის განახლებისათვის და ტონუსის ამაღლებისათვის. მასში ბევრია C ვიტამინი (მისი შემცველობით ბროკოლი ციტრუსებს სამჯერ აღემატება), ვიტამინი K, რომელიც პასუხსიმგებელია ძლიერ სისხლძარღვებზე, კანის ახალგაზრდობაზე და ტონუსზე. ბროკოლში ბევრია A და PP ვიტამინები, რომლებიც საჭიროა კარგი მხედველობისათვის. ბროკოლში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა და კალციუმი.
ბროკოლი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მცირე ზომის წყლულების შეხორცებას და პროფილაქტიკას. მას ასევე აქვს ათეროსკლეროზის, სტრესის, ნერვული სისტემის აშლილობის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია, ხელს უწყობს სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას.
ბროკოლს ეფექტურად გამოჰყავს ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალები, შლაკები და ტოქსინები, რაც განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით უჯრედისის არსებობით. ის აკავებს მავნე ნივთიერებებს, ადვილად გამოჰყავს ორგანიზმდან, კურნავს შეკრულობას, აწყნარებს კუჭ-ნაწლავს და ხელს უწყობს ორგანიზმის მთლიან დეტოქსიკაციას.
ბროკოლი ხელს უწყობს კანის და თმის ჯანმრთელობას ანტიოქსიდანტების, A, C, E ვიტამინების, ბეტა-კაროტინის და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების არსებობის ხარჯზე.
ბროკოლის სისტემატიური გამოყენება საკვებში აფერხებს ათეროსკლეროზის და ნაადრევი სიბერის განვითარებას (მასში არსებული მეთიონინი და ხოლინი ხელს უშლის ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას). მას გამოყავს ადამიანის ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილები. ბროკოლი კარგია ზოგადი სისუსტის დროს, დიაბეტით დაავადებისას, ოსულობისას, ბავშვებისათვის და ასაკოვანი ადამიანებისათვის, რომლებთაც აქვთ მიდრეკილება ათეროსკლეროზისაკენ.
ბროკოლი დიეტისათვის
ბროკოლი დაბალკალორიული პროდუქტია, 100 გრამი მხოლოდ 34 კკალორიას შეიცავს. ფაქტიურად მისი მონელების დროს იმდენივე ენერგია იხარჯება, რამდენსაც ის იძლევა. ამასთან ის კარგად ანაყრებს, ხელს უწყობს წონაში კლებას, ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
ბროკოლი ცილების დიდი შემცველობით გამოირჩევა. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ბროკოლში არსებული ცილები, მიუხედავად მათი მცენარეული სტრუქტურისა, თავისი ხარისხით არ ჩამოუვარდება ხორცის პროდუქტებში არსებულ ცხოველურ ცილებს.
ბრიტანეთის სამედიცინო საზოგადოების მტკიცებით, ყველაზე მსუყე დაბალკალორიული კერძი მსოფლიოში ეს არის – წყალზე მოხარშული ბროკოლის და ქათმის თეთრი ხორცის სუპ-პიურე. მათი მონაცემებით, ასეთი სუპის პორციის შემდეგ ადამიანი 5 საათის განმავლობაში დანაყრებული რჩება, ხოლო ერთი პორციის კალორიულობა არ აღემატება 300 კკალორიას.
ბროკოლის თვისებები არა მარტო წონაში კლებას უწყობს ხელს, არამედ მთალიანად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ბროკოლი სიმსივნის წინააღმდეგ
ის, რომ ბროკოლს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის თვისება, არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. კვლევების დროს, რომელსაც ატარებდნენ ჯონ ჰოპკინსის კოლეჯის ექიმები, დადგენილი იქნა, რომ ბროკოლი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – სულფორაფანს, რომელიც კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს, ასევე აფერხებს ამ ორგანოს სიმსივნის განვითარებას. გარდა ამისა, სულფორაფანი კლავს იმ ბაქტერიებსაც, რომლებიც არ არიან ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობიარენი. ახლა მეცნიერები ცდილობენ შექმნან ამ ნივთიერების ბაზაზე ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ოპტიმალურად აითვისებს ადამიანის ორგანიზმი.
კანადელი და ამერიკელი ექიმების მიერ გამოკვლეული იქნა პროსტატის სიმსივნით დაავადებულ მამაკაცთა ჯგუფი და აღმოჩნდა, რომ სიმსივნის განვითარება შეჩერდა იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ყოველდღიურად 2-ჯერ ჭამდნენ ბროკოლისაგან მომზადებულ კერძს. იაპონელმა კოლეგებმა კი დაადგინეს, რომ სულფორაფანი აჩერებს კანის კიბოსაც.
გარდა სულფორაფანისა, ბროკოლში არის სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებებიც: ინდოლ-3-კარბინოლი და სინირგინი. პირველი ააქტიურებს იმუნურ სისტემას, რათა მან ებრძოლოს კიბოს უჯრედებს, ხოლო მეორე კი აფერხებს ამ უჯრედების გამრავლებას, აჩერებს მათ დაყოფას, ხოლო შემდეგ ანადგურებს მთლიანად.
ბროკოლთან დაკავშირებული ექსპერიმენტების შედეგები განზოგადებული იქნა სიმსივნის კვლევის საერთაშორისო ფონდის მიერ. სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ბროკოლი ეფექტური საშუალებაა კუჭ-ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის და სწორი ნაწლავის, ფილტვების, შარდ-სასქესო ორგანოების სიმსივნის წინააღმდეგ, შეიძლება გამოყენებული იქნას მათი მკურნალობის და პროფილაქტიკის დროს.
ყველაზე მაქსიმალური რაოდენობით სულფორაფანს ბროკოლის ჩითილი შეიცავს. ეს ნივთიერება მთლიანად თესლშია კონცენტრირებული და ზრდასთან ერთად თანაბრად ნაწილდება მთელს მცენარეში. ბროკოლის ჩითილის მიღება ოჯახურ პირობებშიც შეიძლება, თუ მის თესლს სველ ნაჭერში გაახვევთ და რამდენიმე დღე დაიცდით, თესლი გაღვივდება. ამის შემდეგ მისი ჩითილის გამოყენება სხვადასხვა სალათებში და კერძებში შეიძლება.