პროდუქტები დიეტისათვის – ვაშლი

100 გრამი ვაშლის საკვები ღირებულება – 47 კკალორია

გლიკემიური ინდექსი – 35

  • ცილები – 0,4  გრ
  • ცხიმები – 0,4  გრ
  • ნახშირწყლები – 9,8  გრ
  • საკვები უჯრედისი – 1,8  გრ
  • ორგანული მჟავები – 0,8  გრ
  • წყალი – 86,3  გრ
  • არანაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,1  გრ
  • მონო და დისაქარიდები – 9  გრ
  • სახამებელი – 0,8  გრ
  • ნაჯერი ციმოვანი მჟავები – 0,1  გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 0,3  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,03  მგრ
  • ვიტამინი A – 5  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,03  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,02  მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,07  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,08  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 2  მკგრ
  • ვიტამინი C – 10  მგრ
  • ვიტამინი E – 0,2  მგრ
  • ვიტამინი H (ბიოტინი) – 0,3  მკგრ
  • ვიტამინი К – 2,2  მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 0,4  მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 16  მგრ
  • მაგნიუმი – 9  მგრ
  • ნატრიუმი – 26  მგრ
  • კალიუმი – 278  მგრ
  • ფოსფორი – 11  მგრ
  • ქლორი – 2  მგრ
  • გოგირდი – 5  მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 2,2  მგრ
  • თუთია – 0,15  მგრ
  • იოდი – 2  მკგრ
  • სპილენძი – 110  მკგრ
  • მარგანეცი – 0,047  მგრ
  • სელენი – 0,3  მკგრ
  • ქრომი – 4  მკგრ
  • ფტორი – 8  მკგრ
  • მოლიბდენი – 6  მკგრ
  • ბორი – 245  მკგრ
  • ვანადიუმი – 4  მკგრ
  • კობალტი – 1  მკგრ
  • ალუმინიუმი – 110  მკგრ
  • ნიკელი – 17  მკგრ
  • რუბიდიუმი – 63  მკგრ

ვაშლის სასარგებლო თვისებები

ვაშლი შეიცავს 85% წყალს, ხოლო დანარჩენი სასარგებლო ნივთიერებებია: უჯრედისი, ორგანული მჟავები, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, ასევე ვიტამინებს A, B1, B3, PP, C და სხვა.

ვაშლი მცირე რაოდენობით კალორიებს შეიცავს, ამიტომ შესანიშნავი საშუალებაა წონაში დაკლების მსურველთათვის.

ვაშლი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ბუნებრივ მჟავებს, როგორიცაა ვაშლის, ღვინის და ლიმონის, რომელთაც შეუძლიათ შეაჩერონ კუჭ-ნაწლავში ლპობის და დუღილის პროცესი, შეასუსტონ მეტეორიზმის შეგრძნება, მუცლის შებერვა, ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის დასუფთავებას და აღდგენას. ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი კი ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის გასაღებია.

პექტინის წყალობით ვაშლს გააჩნია ძალიან მსუბუქი და უსაფრთხო სასაქმებელი თვისება.

შეკრულობის პროფილაქტიკისათვის საუკეთესოდ ითვლება უზმოზე 1-2 მომჟავო გემოს ვაშლის ჭამა. დადასტურებულია, რომ ვაშლი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აჩერებს სიმსივნური უჯრედების ზრდას კუჭ-ნაწლავში და ღვიძლში. ასე რომ, კუჭ-ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში გარდა უზმოზე ვაშლის ჭამის, სასარგებლოა ასევე დღის განმავლობაში 1-2 ვაშლის მიღება. ასევე სასარგებლოდ ითვლება  2-3 კვირაში ერთხელ ვაშლის განტვირთვის დღის მოწყობა (ერთდღიანი ვაშლის მონოდიეტა).

იმისათვის, რომ ვაშლში რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ნივთიერებები იქნას შენარჩუნებული, ის დაუმუშავებლად უნდა იჭამოს, კანთან ერთად, რადგან ზუსტად კანის ქვეშ არის ყველაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინი, ფლავონოიდები და პექტინი. დაჭრილ ვაშლში მცირდება C ვიტამინის რაოდენობა და ვაშლი ყავისფრდება, ეს დაჟანგვის ნიშანია, რომლის დროსაც ბევრი სასარგელო ნივთიერებები იკარგება.

ვაშლი სასარგებლოა აბსოლუტურად ყველასათვის, როგორც ჯანმრთელი ადამიანებისათვის, ისე მათთვის ვისაც სხვადასხვა დაავადებები აწუხებთ. ვაშლი (განსაკუთრებით ახალმოწყვეტილი), ძალიან ბევრ ვიტამინებს შეიცავს. მაგალითად, A ვიტამინი ვაშლში 50%-ით მეტია, ვიდრე ფორთოხალში, ეს ვიტამინი გვიცავს გაციების და სხვა ინფექციებისაგან, კარგია მხედველობისათვის.

საკმაოდ იშვიათი ვიტამინი G ვაშლში უფრო მეტია, ვიდრე სხვა ხილში. ამ ვიტამინს „მადის ვიტამინს“ უწოდებენ და ის უზრუნველყოფს ნორმალურ საჭმლის მონელებას და ზრდას. ვაშლში იოდი 8-ჯერ მეტია, ვიდრე ბანანში და 13-ჯერ მეტი ვიდრე ფორთოხალში. ამიტომ ვაშლი სასარგებლოდ ითვლება ჩიყვის პროფილაქტიკის დროს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო დიდი ხანი დევს ვაშლი, მით უფრო მცირდება მასში ვიტამინების რაოდენობა.

განსაკუთრებით სასარგებლოა პატარა, მჟავე და ველური ჯიშის ვაშლები, ისინი 10-ჯერ მეტ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ, ვიდრე გაპრიალებული სახის.

ვაშლი კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას იწვევენ, ამიტომ ვაშლის ჭამა სადილის დროს მარგებელია მათთვის, ვისაც მუდამ სადღაც ეჩქარება და ამიტომ არც ისე გულდასმით ღეჭავს საჭმელს.

მჟავე ვაშლი მდიდარია C ვიტამინით, ისინი დადებითად მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს, ამცირებენ ტოქსინების შეღწევადობას, ხსნიან შეშუპებას, ხელს უწყობენ სწრაფ აღდგენას ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. ვაშლი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს – ფიტონციდებს, რომლებიც გრიპის ვირუსზე დამღუპველად მოქმედებენ, ოქროსფერი სტაფილოკოკი შველის გამონაყარს სახეზე, ანადგურებს დიზინტერიის გამომწვევს.

ვაშლს ორგანიზმზე გამაკაჟებელი, გამამხნევებელი მოქმედება აქვს. ვაშლი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ვაშლი დადებითად მოქმედებს დაბალი წნევის და სისხლძარღვების გახისტების წინააღმდეგ, ის სისხლის საუკეთესო გამწმენდია. ის ასევე სასარგებლოა ლიმფატური სისტემისათვის.

ითვლება, რომ ვაშლის რეგულარული გამოყენება აფერხებს ტვინის უჯრედების დაშლის პროცესს, რომელიც მეხსიერების დაქვეითებას იწვევს.

ნოტინგემის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, კვირაში 5 ვაშლის მოხმარება ხელს უწყობს რესპირატორული დაავადებების (მათ შორის ასთმის) დონეს.

მეცნიერებმა ვაშლის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებას მიაგნეს: ისინი არაჩვეულებრივად ცვლიან კბილის პასტებს, ერთი ვაშლის მიღება დილით წმენდს და აჯანსაღებს კბილებს. ვაშლი იცავს მათ დაშლისაგან.

ღუმელში მოშუშლი ვაშლი სასარგებლოა ქრონიკული შეკრულობისათვის, ხოლო ცოცხალი – გასტრიტის, კოლიტის და ავიტამინოზის დროს.

მეცნიერები თვლიან, რომ ვაშლის თესლი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს და ფერმენტებს, რომლებიც ხელს უშლიან კიბოს განვითარებას. ასევე ითვლება, რომ 5-6 ცალი ვაშლის თესლს სავსებით შეუძლიათ იოდის სადღეღამისო ნორმის დაფარვა. თუმცა ამ თეორიას აქვს თავისი საკამათო მხარეებიც – ექიმები აფრთხილებენ იმ საფრთხის შესახებ, რასაც შეიძლება ეს ყავისფერი თესლი შეიცავდეს. ვაშლის თესლი შეიცავს საკმაოდ სახიფათო ნივთიერებას – გლიკოზიდ ამიგდალინს, რომელიც კუჭში საწამლავ ნივთიერებას გამოყოფს. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის. ზოგიერთი მოსაზრებით, ეს საფრთხე გადაჭარბებულად ითვლება, რადგან თესლში ამ ნივთიერების კონცენტრაცია ძალზე მცირეა. ნებისმიერ შემთხვევაში გადაჭარბებულად ვაშლის თესლის მიღება არაა მიზანშეწონილი. უსაფრთხოდ ითვლება, დღეში არაუმეტეს 5-6 ცალი თესლისა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *