რეაბილიტაციის კლინიკა „რეავიტა UG“
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლაში მოქმედებს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკა „რეავიტა UG“, რომლის მიზანია პროფესიონალთა მიერ სხვადასხვა აღდგენითი და გამაჯანსაღებელი პროცედურების მეშვეობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვება. კლინიკაში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროში.
რეავიტა მუშაობს შემდეგი მიმართულებით:
- სარებილიტაციო-გამაჯანსაღებელი;
- სადიაგნოსტიკო-სამკურნალო;
- სასწავლო, სასერტიფიკატო პროგრამა.
ამას გარდა, საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს თავისი ფიტნეს-ცენტრით „UG-Gym“, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტს, არამედ ნებისმიერ პირს, შეღავათიან ფასებში.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.