მხრებში მოხრის მიზეზი – მკერდის ჰიპერკიფოზი

როგორ ცნობილია, ადამიანის ხერხემალი არ არის ზუსტად ვერტიკალური ფორმის, მას აქვს 4 ბუნებრივი ნადრეკი, ესენია: კისრის ნაწილში – კისრის ლორდოზი, მკერდის არეში – მკერდის კიფოზი, შემდეგ მოდის წელის ლორდოზი და ბოლოს გავის კიფოზი, ანუ ორი კიფოზი და ორი ლორდოზი. ხანგრძლივი და არასწორი დატვირთები, ტრავმები, იძულებით ერთ პოზაში დიდი ხანი გაჩერება, დაავადებები – ამ ყველაფერმა შეიძლება ხერხემლის დეფორმაცია გამოიწვიოს.

უკანა მხარეს, ზურგის ზედა ნაწილში მოხრის ნორმაზე მეტად მომატებას მკერდის ჰიპერკიფოზი ეწოდება. მას ხშირად მოკლედ კიფოზად მოიხსენიებენ, თუმცა როგორც ზევით ვთქვი, კიზოფი ნორმაა, ხოლო მისი ნორმის ფარგლებიდან გადახრა, კი უკვე პრობლემაა.

რომელი კუნთების მოდუნება იწვევს მკერდის კიფოზს?

ამ დროს სუსტედება – რომბისებრი კუნთი, ტრაპეციული კუნთის ქვედა და შუა მხარე, რომელიც ბეჭებს შორის მდებარეობს და მათ აახლოებს. როცა ეს კუნთები სუსტრდება, მხრები წინ ეშვება. ასევე მკერდის კუნთები მონაწილეობს კიფოზის განვითარებაში. მკერდის პატარა კუნთი, რომელიც წინ მალებს უმაგრდება, მიემართება უკანა მხარეს და მაგრდება ბეჭის ზედა მხარეს. როცა მკერდის პატარა კუნთი მოკლდება, ის თავისკენ ქაჩავს ბეჭებს, მხრები შიგნით ტრიალდება და იწყებს ე.წ. კუზი ამოზრდას. ასე ვითარდება მკერდის ჰიპერკიფოზი.

მოზარდების შემთხვევაში კიფოზის მიზეზია არასწორი დგომა, ხანგრძლივი ჯდომა მოხრილ მდგომარეობაში, კუნთების სისუსტე  ან თანდაყოლილი ანომალიები.

ბავშვები ხშირად ატარებენ ზურგჩანთას. დუნდება და სუსტდება ბეჭთაშორისი ზონა, მოკლდება მკერდის მცირე კუნთები. შედეგად ვიღებთ მოხრილ ტანადობას. ბავშვებს ისედაც სუსტი კუნთოვანი კორსეტი აქვთ, დამატებითი უარყოფითი დატვირთვების გამო, კი ხდება ამ პროცესების ხელშეწყობა.

რაც შეეხება მოზრდილებს, უმეტესობა უძრავ ცხოვრების წესს მისდევს. ოფისი, სამსახურში ჯდომა, მანქანა, შემდეგ სახლში დივანი, კომპიუტერი და ა.შ. ეს გრძელდება წლები. კუნთები იღებენ იმ ფორმას, რომელსაც მას ვაძლევთ. თუ მუდმივად მოხრილი იჯდებით, კუნთები ასეთ ფორმას მიიღებენ.

ცხოვრების წესის შეცვლა, სწორი ფიზიკური დატვირთვები, კუნთების კორსეტის გაძლიერება, მათი გაწელვა და ვარჯიშს, შეუძლია ამ პრობლემის საწყის ეტაპზე მოგვარება. ეს ეხება განსაკუთრებით მოზარდ ასაკს, როცა სხეული ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და კუნთების განვითარებას შორის დისბალანსია.