ტრეისი ანდერსონის რჩევები მათთვის, ვისაც გახდომა სურს

ტრეისი ანდერსონი

ტრეისი ანდერსონი (Tracy Anderson) – არშემდგარი ბალერინაა, რომელიც ჰოლივუდის და შოუ-ბიზნესის ცნობილი პერსონების წარმატებული მწვრთნელი გახდა.
მისი წარმატება სავსებით დამსახურებული და კანონზომიერია. რადგან მან შეძლო მილიონ დოლარად ღირებული გარეგნული ფორმის მიღწევა, მიუხედავად მისი პატარა და მსხვილძვალა აღნაგობისა, სიმსუქნისკენ მიდრეკილებისა და ტკბილეულის დაუოკებელი სიყვარულისა, ე.ი. ეს ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია.

მისი დახმარებით მოუქნელმა და ბუნებით მკვეთრფორმებიანმა გვინეტ პელტროუმ მოცეკვავის მსგავსი განსაცვიფრებელი ფიგურის დაყენება შეძლო. პოპ-ვარსკვლავმა მადონამ კი დრო შეაჩერა – 50 წლის ასაკში გამოიყურება და თავს გრძნობს ისე, როგორც ზოგ 30 წლის ქალსაც კი არ ხელეწიფება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია ას წლამდე დარჩეს შესანიშნავ ფორმაში და იქონიოს მომხიბვლელი გარეგნობა – მიუხედავად ასაკისა და გენეტიკისა“ – ამბობს ტრეისი თავის ინტერვიუში.

მადონა და ტრეისი ვარჯიშის შემდეგ

ჰოლივუდში ცნობილი „ანდერსონის მეთოდი“-ს საფუძვლები პილატესზე და საკუთარ გამოცდილებაზე დამყარებული. პირველ რიგში ტრეისიმ საკუთარი ფორმები მოიყვანა წესრიგში. საქმე იმაშია, რომ ბალერინის კარიერის მიტოვების და 90-იანი წლების შუაში ორსულობის შემდეგ ტრეისიმ ზედმეტი 25 კილო მოიმატა. 2004 წელს გახსნა საკუთარი ფიტნეს-სტუდია და გასაოცარი შედეგები მიიღო: კლიენტები, მისი რეკომენდაციების შესრულების შედეგად ნახევარ წელიწადში 20-20 კილოს იკლებდნენ და აუქმებდნენ პლასტიკურ ქირურგებთან დაგეგმილ ოპერაციებს.
2006 წელს მისი პირველი ვარსკვლავი კლიენტი გვინეტ პელტროუ გახდა, რომელსაც შემდეგ სხვა სელებრითები მოყვა.

გასაოცარი ფორმების და მოქნილი ფიგურის მისაღწევად ტრეისი ანდერსონი 10 ოქროს წესის დაცვას გვირჩევს:
• ივარჯიშეთ დღეში 1 საათის განმავლობაში, კვირაში 6 დღე. თავდაპირველად გააკეთეთ კარდიო (ცეკვა, აერობიკა, სირბილი), შემდეგი 30 წუთი იმუშავეთ მუსკულატურაზე – და ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე.
• არ გაეკაროთ სატრენაჟორო დარბაზს. „ახალგაზრდობაში ვვარჯიშობდი თავისუფალი წონებით, შედეგად კი ზედმეტად განმივითარდა კუნთები, გამოვიყურებოდი მასიურად და ზედმეტად დაკუნთულად, კისერი პრაქტიკულად გამიქრა“ – ასეთია ანდერსონის არასასიამოვნო გამოცდილება.
• კარგია თუ ჩაეწერებით ცეკვის გაკვეთილებზე. „თუ გსურთ მოცეკვავის ტანი გქონდეთ – იცეკვეთ. საცეკვაო აერობიკა – კარდიოდატვირთვების ჩემი საყვარელი სახეობაა. ბევრი თვლის რომ საჭიროა გამოცდილება ამისათვის – დამერწმუნეთ არა. ამოირჩიეთ ერთი ან ორი კომბინაცია დღეში და თქვენი სიამოვნებისათვის შეისწავეთ DVD-ს საშუალებით.
• ბევრი გამეორებები, ნაკლები სიმძმეები. „სქემა ამის მსგავსი შეიძლება იყოს – 10 ვარჯიში თითოეული 60 გამეორებით, 1-1.5კგ. წონით ან ნაკლებით.

ტრეისი და გვინეტ პელტროუ ვარჯიშის დროს

• ნუ მოადუნებთ ყურადღებას ვარჯიშის დროს, ყველა მოძრაობა გააზრებულად შეასრულეთ. „სპეციალურად ჩავატარე კვლევა: თუ ვარჯიშს არ ასრულებთ მექანიკურად და სრულად იხარჯებით მასში, თითქოს პუბლიკის წინაშე გამოდიხართ, მაგალითად მადონას მსგავსად – ეფექტი უფრო სწრაფი და შესამჩნევი იქნება“.
• უყურეთ საკუთარ თავს როცა ვარჯიშობთ. „იყურეთ სარკეში და შეაფასეთ, რა მოგწონთ და რა არა, და როგორ გამოასწოროთ ეს“.
• თუ არ გაქვთ ზედმეტი წონა, ჭამეთ ყველაფერი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. „მე არ ვარ საკუთარ გონებასთან ამ ფანატიკური თამაშების მომხრე – კალორიების სკურპულოზური დათვლა, შიმშილი და ა.შ.“
• თუ გსურთ დაიკლოთ წონაში, გახდით საკუთარი თავის მკაცრი მშობელი. „ მე არ მიყვარს ეს საწარმოო პროდუქტები და ვერიდები რძის ნაწარმს. ყოველ დღე ვსვავ ოხრახუშის, კეილის კომბოსტოს, ვაშილის და ჯანჯაფილის ახალგამოწურულ წვენს. ჩემი ძირითადი საკვებია არაცხიმიანი ხორცი და თევზი, გარნირის სახით კი ბრინჯი.
• ალკოჰოლი – მხოლოდ გამონაკლისი სახით. „ალკოჰოლი ანელებს ნივთიერებათა ცვლას, დალევიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში“.

The Guardian-ის მასალების მიხედვით

იხ. ტრეისი ანდერსონის ვარჯიშები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *