პულსის მაქსიმალური სიხშირის დასაშვები ზღვარი
პულსის მაქსიმალური სიხშირის დასაშვები ზღვარი გამოითვლება 220-ს გამოკლებული თქვენი ასაკი, მაგ: თუ თქვენი ასაკია 30 წელი, დასაშვები ზღვარია 220-30=190
როგორც ცნობილია, ცხიმის წვა მიმდინარეობს მაქსიმალური სიხშირის დასაშვები ზღვარის 60-80% დიაპაზონში, ანუ თუ ხართ 30 წლის თქვენი ცხიმის წვისათვის სასურველი პულსის დიაპაზონი გამოითვლება შემდეგნაირად:
გამოთვალეთ პულსის მაქს. ზღვარი (ტოლია 190)
შემდეგ გაამრავლეთ პროცენტზე (60%-80%)
190 * 0,6=114
190 * 0,8=152
ანუ პულსის ქვედა ზღვარია 114 დარტყმა 1 წუთში, ზედა ზღვარი კი 152.
თუ ამ დიაპაზონს შეინარჩუნებთ უწყვეტად, ვარჯიშის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ, როცა გლიკოგენის მარაგი ამოიწურება, თქვენი ორგანიზმი გადადის ცხიმების წვაზე.
*იხ. აერობული დატვირთვები