BMR მეტაბოლიზმის კალკულატორი
ჩვენი ორგანიზმი 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობს. მაშინაც კი როდესაც ისვენებთ და წამოწოლილი ხართ დივანზე, ის მუდმივად განაახლებს უჯრედებს. ამ სასიცოცხლო პროცესების განხორციელებას ესაჭიროება ენერგია კალორიების სახით, რომელსაც ორგანიზმი წვავს თქვენი მხრიდან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. აქედან არსებობს ასეთი ცნება, რასაც მეტაბოლიზმი სრული სიმშვიდის მდგომარეობაში (BMR-Basal Metabolic Rate), იგივე ნივთიერებათა ცვლის ძირითადი დონე ეწოდება.
დაბალკალორიული დიეტების ერთერთი ყველაზე უსიამოვნო მომენტი – ნივთიერებათა ცვლის ძირითადი დონის (მეტაბოლიზმის) შენელებაა. როგორც კი თქვენი ორგანიზმი იგრძნობს რომ კრიტიკული პერიოდი დადგა, ის გადადის ენერგიის მომჭირნედ ხარჯვაზე. თუ წონის დაკლება გსურთ, მოიხმარეთ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე გჭირდებათ ყოველდღიურად სიმშვიდის მდგომარეობაში და იმაზე ნაკლები რამდენსაც წვავთ დღის განმავლობაში. მაგ: თუ სიმშვიდის მდგომარეობაში გჭირდებათ 2000 კკალორია და პლიუს 500 ხარჯავთ აქტიურობაში, თქვენი ყოველდღიური რაციონი არ უნდა იყოს 2000 კკალორიაზე ნაკლები, რათა არ შენელდეს ნივთიერებათა ცვლა და 2500-ზე მეტი, რომ არ მოიმატოთ წონაში.
ნივთიერებათა ცვლის ძირითადი დონის გამოსათვლელად უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია გამოიყენებენ ჰარის-ბენედიქტის ფორმულას:
მამაკაცებისათვის=66.5+(13.75Xწონა(კგ))+(5.003Xსიმაღლე(სმ))-(6.775Xასაკი(წელი))
ქალებისათვის=655.1+(9.563Xწონა(კგ))+(1.85Xსიმაღლე(სმ))-(4.676Xასაკი(წელი))
შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორის დახმარება:
ბოლო პერიოდში თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო ეს ფორმულა შედარებით მოძველებულად ითვლება და 5%-ით ცდომილებას იძლევა, ვიდრე ახალი ფორმულები.
უფრო ზუსტად ითვლება მაფინ-ჯეორსის ფორმულა, რომელიც 1990 წელს დაადგინეს:
მამაკაცისათვის=10Xწონა(კგ)+6.25Xსიმაღლე(სმ)-5Xასაკი+5
ქალისათვის=10Xწონა(კგ)+6.25Xსიმაღლე(სმ)-5Xასაკი-161
ფიზიკური დატვირთვის სახე |
ენერგიის დანახარჯი 24სთ. განმავლობაში |
მინიმალური დატვირთვები (მჯდომარე სამუშო) |
БОВ * 1.2 |
მსუბუქი ვარჯიში კვირაში 3-ჯერ |
БОВ * 1.375 |
კვირაში 5-ჯერ ვარჯიში (საშუალო სიმძიმის სამუშაო) |
БОВ * 1.4625 |
კვირაში 5-ჯერ ინტენსიური ვარჯიში |
БОВ * 1.550 |
ყოველდღიური ვარჯიში |
БОВ * 1.6375 |
ყოველდღიური ინტენსიური ვარჯიში დღეში 2-ჯერ |
БОВ * 1.725 |
მძიმე ფიზიკური სამუშაო ან ინტენსიური ვარჯიშები დღეში 2-ჯერ |
БОВ 1.9 |