მილიონად ღირებული ფორმები – ბიონსე

ამერიკელი მომღერლის ბიონსეს მომრგვალებული და დახვეწილი ფორმები თითქმის ბრენდადაა ქცეული. ჩვეულებრივი ჰოლივუდელი გამხდარი ლამაზმანებისაგან განსხვავებით, ის მუდამ ისწრაფვოდა რელიეფური ფორმების მისაღებად, რაც პირადი ფიტნეს მწვრთნელის, მარკო ბორგესის დახმარებით და დაუღალავი შრომით მიაღწია კიდეც.
„თუ თქვენ გსურთ გახდეთ იმდენად ჯანმრთელი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაშინ ნამდვილად შეძლებთ მილიონი დოლარის ღირებულების შესაბამისად გამოიყურებოდეთ! ეს არის ის, რაც შეძლო ბიონსემ“ – ასე ხსნის მომღერლის შესანიშნავი ფიზიკური ფორმის საიდუმლოს მისი პერსონალური მწვრთვნელი მარკო ბორგესი. მათი მიზანი იყო დარწმუნებულიყვნენ, რომ მომღერალი ყოველ ღამე ორი საათის განმავლობაში შეძლებდა დაღლის გარეშე ცეკვას და სცენაზე ცეცხლის დანთებას. ბიონსე ტურნეების წინ ინტენსიურად ვარჯიშობს, ანაცვლებს მოკლე დისტანციაზე სირბილს, ბილიკზე სირბილს წინააღმდეგობების დაძლევაზე მუშაობის თანხლებით, კონცერტების წინ იოგით და პილატესით ვარჯიშობს. იცავს 1.600 კალორიან დიეტას, რომელიც მსუბუქი ცილების და ჯანმრთელი საკვებისაგან შედგება. „ეს მართლა დიდი მსხვერპლია. თქვენ ყოველთვის უნდა უბიძგოთ თქვენს თავს უფრო დიდი მიზნების მიწევისაკენ“ – ამბობს ბიონსე.

ბიონსეს ფიზიკური ფორმის საიდუმლოებები:

სტრესის საწინააღმდეგო მასაჟი
ყოველდღიური რამდენიმე საათიანი რეპეტიციები და გადაღებები ბოლოს უღებს ნერვულ სისტემას, ამას ემატება ისიც, რომ ბიონსეს მუდამ უწევს რამე გემრიელის ჭამის სურვილთან ბრძოლა.

მომღერალს რელაქსაციაში მასაჟი ეხმარება.

წყალი და მწვანე ჩაი

ბიონსე დარწმუნებულია, რომ შიმშილის დაოკება მინერალურ წყალს და ფინჯან მწვანე ჩაის შეუძლია. დიეტის პერიოდში ის 2,5 ლიტრ მინერალურ წყალს სვავდა ყოველდღიურად. ჰოლივუდელი ლამაზმანებისაგან განსხვავებით, მომღერალი არასდროს ისწრაფვოდა მხოლოდ სიგამხდრისაკენ, თუმცა ერთხელ ფილმის გამო მოუწია მსხვერპლის გაღება და 10 დღეში 9 კილოგრამის დაკლება მოუწია.

ცეკვა და კვლავ ცეკვა
„ცეკვა საუკეთესო საშუალებაა თხელი წელის დასაყენებლად“ – თვლის მომღერალი. „ყოველ დილით ვვარჯიშობ ფიტნესს, სადილის შემდეგ კი დესერტის ნაცვლად ვცეკვავ!“ – ამხელს თავისი ლამაზი ფიგურის საიდუმლოს.

ძალოვანი ვარჯიშები
წონის დაკლება ნახევარი საქმეა! ბიონსეს მხოლოდ გახდომა არ სურდა, არამედ ლამაზი რელიეფური ფიგურის მიღებაც. ამაში მას ძალოვანი ტრენინგები დაეხმარა: კვირაში ორჯერ 30 წუთიანი ვარჯიშები.

ფეხების ვარჯიშები
ბიონსე მათ ყოველ დღე ასრულებს. საჭიროა დაჯდეთ მაღალ სკამზე, ისე რომ იატაკს ოდნავ ეხებოდეთ ტერფებით. ხელები სკამის გვერდებს მოჭიდეთ, ფეხები ერთად შეატყუპეთ და ნელ-ნელა გაშალეთ. ამ პოზაში გააჩერეთ და ისევ ნელა დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში. ასე გაიმეორეთ 15-ჯერ.

ყოველდღიური გარბენა პარაშუტით
პირადი მწვრთნელის რჩევით ბიონსე „პარაშუტით სირბილს“ ასრულებს. ის ბორცვიან ადგილებს ირჩევს და დარბის ფერდობებზე, ისე რომ ზურგზე დამაგრებული პატარა პარაშუტი გაიშალოს, რაც დამატებით წინააღმდეგობას ქმნის და უფრო ეფექტურად მუშაობას აიძულებს ფეხის კუნთებს.

დიეტის გარეშე
მომღერალს  პირადი მზარეულები კერძებს დაბალი ცხიმის შემცველობით უმზადებენ. „მე ვჭამ გრილზე მომზადებულ ხორცს“. ბიონსე იკვებება დღეში ხუთჯერ პატარა პორციებით, ხოლო ის, რაც მის ფორმებს ზიანს აყენებს, ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს. საყვარელი შოკოლადის ნაცვლად ბანანის ჭამას შეეჩვია, „ეს უფრო სასარგებლოა და არც ისე კალორიულია“ – თვლის მომხიბვლელი მომღერალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *