დიეტა ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

მმართველი – მარსი; ვიტამინები: A, B1, C

ვერძები როგორც წესი გულგრილები არიან თუ რას ჭამენ. ვერ ვიტყვით, რომ ისინი კარგი საკვებისაგან არ ღებულობენ სიამოვნებას, განსაკუთრებით მისთვის ჰარმონიულ ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების კომპანიაში: ტყუპები, ლომი, მშვილდოსანი და მერწყული. როგორ მასპინძელი, ვერძი ძალიან სტუმართმოყვარეა, ცდილობს ეგზოტიკური კერძებით და საუკეთესო ღვინით გამასპინძლებას. თუმცა როცა ის მარტოა (რაც ძალიან არ უყვარს) ან ოჯახში, მას კერძის კულინარიული წარმოშობის საკითხი არანაირად არ აღელვებს.

თუმცა ვერძს არ ახასიათებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობა, მაგრამ რადგან ამ ნიშნის ადამიანები ძალიან ენერგიულები არიან და მუდამ წინა რიგებში ყოფნას ცდილობენ, ამიტომ მათ შეიძლება გადაჭარბებულად შეაფასონ თავისი ძალები და შესაძლებლობები, რაც მათ  გამოფიტვას და ნერვულ გადაძაბვას იწვევს. ტუნუსში და მუდამ ფორმაში ყოფნისათვის კარგია საკვებად არაცხიმიანი ხორცი გამოიყენონ, ჭარხალი, სტაფილო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ბოლოკი, ასევე ვაშლი, ბერძნული კაკალი, ლიმონი, ფინიკი. სასურველი მოერიდოს მარილიანის და ცხარეს ჭამას, არ დალიოს ძლიერი  ყავა და ჩაი.

კურო (21 აპრილი – 20 მაისი)

მმართველი – ვენერა; ვიტამინები: A, E

კუროებს უყვართ გემრიელად ჭამა. თუ ამ ნიშნის ადამიანებს უჩნდებათ პრობლემები ჯანმრთელობასთან, როგორც წესი ამის გამოსწორება შეიძლება სწორი კვების საშუალებით. კუროებს ძალიან უყვართ ტკბილი, ამიტომ შეიძლება რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი აკრიფონ, რომლის მოცილებაც გაუჭირდებათ. ჭარბმა წონამ შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამოიწვიოს. კუროებმა საკვები უმჯობესია მიიღონ წყნარ მდგომარეობაში და მშვიდ გარემოში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება ფსიქოსომატურ დაავადებებამდე მიიყვანოს (ბრონქიალური ასთმა, სტენოკარდია, ჰიპერტონიული დაავადებები და ა.შ.).  ასევე საჭიროა ყურადღების მიქცევა, რომ რაციონში ყოველთვის იყოს იოდის შემცველი პროდუქტები (თევზი, ზღვის კომბოსტო, კრევეტები და ა.შ.), რადგან მათმა უკმარისობამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გამოიწვიოს. ამ ნიშნის ადამიანები კარგი იქნება თუ კვებაში გამოიყენებენ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ჭარხალი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, გოგრა, ხახვი, ბოლოკი, ისპანახი, რომლებიც ორგანიზმში წყლის ბალანსს შეინარჩუნებენ. სასურველია სახამებელის შემცველი პროდუქტებისაგან, ტკბილეულის, ცომეულისაგან თავის შეკავება.

ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)

მმართველი – მერკური; ვიტამინები: B, C, E, D.

მოძრავი და დაუღალავი ხალხია. მათ დიდად არ ანაღვლებთ, როგორაა გაწყობილი მაგიდა. იმის გამო, რომ მუდამ გადარბენაზე არიან, ამიტომ ფეხზე ჭამა მათთვის ჩვეული მოვლენაა. მუდმივი მოძრაობა და აქტიურობა, მოითხოვს ისეთ კვებას, რომელიც ნერვულის სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი (არაცხიმიანი), თევზი, ყველი, კვერცხი, თხილეულობა ამაღლებს ტყუპების სასიცოცხლო ენერგიას. მათ ასევე  სჭირდებათ კალცით მდიდარი საკვები: რძე და რძის პროდუქტები, განსაკუთრებით ყველი, ორაგული, ბოსტნეული. ის ბევრია დაუმუშავებელ მარცვლეულში – ხორბალში, ბრინჯში, ასევე ხილში. ასეთი პროდუქტები ტყუპებს ეხმარება იყვნენ უფრო მშვიდი და გაწონასწორებული. ტყუპებმა უმჯობეის არ გამოიყენონ ცხიმიანი საკვები, ცხარე გარნირები, ყავა.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

მმართველი – მთვარე; ვიტამინები – B2, E, C

ამ ნიშნის ადამიანები გამორჩეულად ინდივიდუალურები არიან, შთამბეჭდავები, ტაქტიანი და მგრძნობიარენი. კირჩხიბებს მოსწონთ შინაური გარემო, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. მათ უყვართ საჭმლის მომზადება და ეს ძალიან კარგად გამოსდით. გარდა მომზადებისა, მათ გემრიელად მირთმევაც უყვართ. საკუთარი ხელით მომზადებული მრავალფეროვანი კერძები, ტკბილეული, ნაყინი – ეს ყველაფერი მათი სისუსტეა, რასაც ვერ უმკლავდებიან და გადაჭარბებული კვებით სრულდება. განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად დაძაბულ პერიოდში უცხოველდებათ მადა, რასაც საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვა მოყვება. ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის კირჩხიბებმა უნდა დაძლიონ ტკბილეულისაკენ და ცხიმიანი საკვების, ასევე სახამებელის შემცველი პროდუქტების მიმართ მიდრეკილება. კირჩხიბებს ადრეულ ასაკში ეწყებათ პრობლემები ჭარბ წონასთან, ამიტომ საკვების მოხმარების მიმართ სერიოზული ყურადღება უნდა გამოიჩინონ. მათთვის საუკეთესოა ცილების და იოდის შემცველი საკვები. კარგია თევზის, ზღვის კომბოსტოს, ხამანწკების და სხვა ზღვის პროდუქტების გამოყენება, ასევე უცხიმო ხორცი, ქათამი, უცხიმო რძე, თხილეულობა, კვერცხი. კირჩხიბის რაციონს უხდება კომბოსტო, ციტრუსები, ხახვი, ყველი. პურ-ფუნთუშეულიდან უპირატესობა უნდა მიანიჭონ ჭვავის პურს. კირჩხიბებმა მენიუ უნდა გაამრავალფეროვნონ მწვანილით, ხილით, ბოსტნეულით. უმ ბოსტნეულის ჯობია სიფრთხილით მოეკიდონ (უმჯობესია მოშუშული ან მოხარშული), ეს ეხება მჟავე ხილსაც. საკვები უნდა მიიღონ ხშირად და პატარა პორციებით.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

მმართველი – მზე; ვიტამინები – C, E

ლომები გულკეთილი, ამაყი და გულუხვი ბუნების ხალხია. უყვართ კარგი ცხოვრება და მისით ტკბობა. ამ ნიშნის ადამიანები კარგად ერკვევიან საკვებში, თუმცა არ უყვართ მომზადება. მოსწონთ მაგიდის თავში ჯდომა, ნათესავების და მეგობრების გარემოში, რომლებიც რა თქმა უნდა აღფრთოვანებულები უნდა იყვნენ მისი დიდებულებით. ლომები სტრესულ სიტუაციებში დიდი რაოდენობით საკვებს ღებულობენ, რაც მათ ამშვიდებს, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაგროვების მიზეზი ხდება. ლომებს ესაჭიროებათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამშვიდებს მათ ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამ ნიშნის ადამიანებმა უნდა მოიხმარონ ცილებით მდიდარი საკვები, ასევე სახამებელის და შაქრის დაბალი შემცველობის პროდუქტები. მათთვის კარგია უცხიმო ხორცი, ქათამი, სოიოს პროდუქტები, ყველი, კვერცხი. სასარგებლოა შავი ქლიავი, მოცვი, თხილეულობა, ციტრუსი, ლეღვი, ვაშლი, კიტრი, სალათის ფურცლები. დიეტის დაცვის დროს აუცილებელია ხახვის და ნიორის მიღება. ლომები უნდა ერიდონ ცხიმიან საკვებს და ჭამონ ცოტა ტკბილეული.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

მმართველი – მერკური; ვიტამინები – B ჯგუფის

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცდილობენ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, მაგრამ ამის ფონზე შეიძლება გადამეტებულად აწუხებდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. შეუძლიათ თავი დაიტანჯონ იმაზე ფიქრით, რომ ავად არიან, აღმოუჩინონ საკუთარ თავს არარსებული დაავადებების სიმპტომები, რასაც საბოლოოდ ნერვულ აშლილობამდე მიყავთ ისინი. ქალწულებს სჭირდებათ წონასწორობის დაცვა შინაგან და გარეგან მდგომარეობას შორის. ამ ნიშნის ადამიანების სუსტი წერტილია ნაწლავური სისტემა, ამიტომ სწორედ უნდა შეარჩიონ კვების პროდუქტები, ასევე დაიცვან კვების რეჟიმი. ქალწულებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე დიეტის ამორჩევისას, რადგან არ შეიძლება ორგანიზმს აუცილებელი ელემენტები მოაკლონ. ამ ნიშნის ადამიანებმა არ უნდა გამოყენონ კვებაში ისეთი პროდუქტები და სასმელი, რომლებიც ნაწლავური სისტემის გაღიზიანებას იწვევენ და ძნელად გადამუშავდებიან. მათთვის რეკომენდირებული პროდუქტებია უცხიმო საქონლის ხორცი, ხბოს, ქათმის, ინდაურის ხორცი, თევზი, რძე (უცხიმო), კვერცხი, პარკოსნები, თხილეული. ორგანიზმის ყველა ქსოვილის უჯრედის ფუნქციონირებისათვის და სითხის და მარილის ბალანსის დაცვისათვის კარგია რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა როგორიცაა კარტოფილი, ლობიო, ბარდა, შვრიის ბურღული, ციტრუსი, მწვანე ბოსტნეული, ბანანი, ჩირი. უნდა ჭამონ მშვიდ გარემოში, რაც საკვების კარგ ათვისებას უწყობს ხელს. უმჯობესია საკვები მოხარშული ან მოშუშული სახით მიიღონ.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

მმართველი – ვენერა; ვიტამინები – A, E

ამ ნიშნის ადამიანები ურთიერთობაში გახსნილები არიან. კარგად ერკვევიან მუსიკაში და ხელოვნებაში, ამიტომ მელოდიური მუსიკა ან ლამაზი და მშვიდი გარემო მათზე კარგად მოქმედებს. უნდა ჭამონ სასიამოვნო კომპანიაში, არ უნდა ღიზიანდებოდნენ და იყვნენ მშვიდად. სასწორებმა უპირატესობა მარტივ საკვებს უნდა მიანიჭონ და უარი თქვან ცხარე გარნირებზე და სოუსებზე, საკონდიტრო ნაწარმზე, შებოლილ ხორცეულზე, კარგია რაციონში თევზის, ზღვის პროდუქტების, კვერცხის, ჭარხალი, სტაფილო, სიმინდი, ბოლოკი, მცენარეული ზეთი, ბარდა, კიტრი, ციტრუსების გამოყენება. სასწორისათვის კარგია გაურჩეველი ბრინჯი, გარგარი, ვაშლი, ქაცვი, ლეღვი, ჩირი. კენკრიდან კარგია მოცვი, მარწყვი, თხილეულიდან – ნუში.

ღრიანკალი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

მმართველი – მარსი; ვიტამინები – B, C, E

ღრიანკლები მაქსიმალისტები არიან, ყველა ემოციას სიღრმისეულად განიცდიან, ყველაფერს უზომოდ აკეთებენ, რაც ნერვული სისტემის გადაძაბვით და ემოციური ჩავარდნით სრულდება. ამ ნიშნის ადამიანებს სასიცოცხლო ენერგიის დიდი მარაგი აქვთ, მაგრამ ავადმყოფობების მიმართ კარგი წინააღმდეგობისათვის საჭიროა, რომ რაციონში რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული იყოს. ღრიანკალისთვის სასარგებლოა კომბოსტო, ბოლოკი, ხახვი, ნიორი, ქლიავი, ლეღვი, ხურტკმელი, შავი ქლიავი. უნდა მოერიდონ ცხიმიან და ცხარე საკვებს. უმჯობესია ზღვის პროდუქტების, მჭლე ხორცის, ინდაურის ხორცის, კვერცხის, თხილეულის გამოყენება.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი -21 დეკემბერი)

მმართველი – იუპიტერი; ვიტამინები – C, E

მშვილდოსნები სიცოცხლის მოყვარულები, ენთუზიაზმით სავსე და მუდამ დაუღლელები არიან. აქვთ მოთხოვნილება მონაწილეობა მიიღონ ყველაფერში, იყვნენ მუდამ მოქმედებაში. თუ ამ ნიშნის ადამიანები ყურადღებით ეპყრობიან თავის ჯანმრთელობას, მაშინ კარგი მდგომარეობა ამ კუთხით ღრმა სიბერემდე უზრუნველყოფილი აქვთ. მშვილდოსნებმა რაც შეიძლება ცოტა ცხიმიანი და ცხარე გარნირები უნდა გამოიყენონ. რადგან იუპიტერი ზემოქმედებას ახდენს ღვიძლზე, ამიტომ მშვილდოსნებმა ჭამაში ისეთი პროდუქტები უნდა გამოიყენონ, რომლებიც მის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. კარგია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მცენარეული ზეთი, მჟავე კომბოსტო, ნიახური, მწვანე ბარდა, კვერცხის გული, ასევე სასარგებლოა პარკოსნები, სტაფილო, ბოლოკი, ჭარხალი, ხახვი, მზესუმზირა და გოგრის თესლი, მწვანილი, ხილი.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

მმართველი – სატურნი; ვიტამინები – A, C, E

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან ამტანები და მომთმენი ხალხია. ძალიან თავდაჭერილები არიან ემოციების გამოვლენაში, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. თხის რქები ბავშვობიდან არ გამოირჩევიან ძლიერი ჯანმრთელობით, თუმცა ორგანიზმის მდგომარეობის მიმართ ყურადღებით მოპყრობის შემთხვევაში ისინი ხნიერ ასაკშიც კი აოცებენ გარშემომყოფებს ენერგიულობით და მხნეობით. კარგია კვებაში უცხიმო ხორცის გამოყენება, ზღვის პროდუქტები, ქათმის და ინდაურის ხორცი, კვერცხი, ხაჭო, კომბოსტო, ბროკოლი, სოია, ბარდა. ჭამის შუალედებში აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება. ორგანიზმისათვის სასარგებლოა ისპანახი, კიტრი, ალუბალი, ქლიავი, მაყვალი, მარწყვი, ციტრუსები. თავი უნდა შეიკავონ ცხიმიანი საკვებისაგან, სხვადასხვა სოუსებისაგან, შოკოლადისგან.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

მმართველი – სატურნი; ვიტამინები – C, E.

ამ ნიშნის ადამიანები დამოუკიდებელი, მომხიბლავი და თავისუფლების მოყვარულნი არიან. მათ დიდად არ აინტერესებთ რას ჭამენ. არ ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას საჭმელი უბრალოა თუ ეგზოტიკური. ამიტომ საჭიროა დაიცვან კვების რეჟიმი, ყოველთვის შეავსონ რაციონი ვიტამინებით და მინერალებით. მათთვის კარგია ისეთი პროდუქტების გამოყენება როგორიცაა თევზი, ზღვის პროდუქტები, რძე, ყველი, მცენარეული ზეთი, ბარდა, კომბოსტო, ისპანახი, ნიახური, ბოლოკი, სტაფილო, სოიო, ლეღვი, თაფლი, თხილეული. მერწყულებმა უნდა ჩართონ რაციონში ცოცხალი ხილი და კენკრა, ვაშლი, ანანასი, ციტრუსი, ყურძენი, მსხალი, ბროწეული, მარწყვი.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

მმართველი – იუპიტერი; ვიტამინები – E, D, C

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხალხი მშვიდობისმოყვარე და კეთილი ბუნების ადამიანები არიან, ზედმეტად მეოცნებენი. თევზებს კვებაში ცილებით მდიდარი საკვები სჭირდებათ. კარგია მჭლე საქონლის, ხბოს ხორცი, ქათმის და ინდაურის ხორცი, ბარდა, თხილეული, შრატისაგან დამზადებული პროდუქტები. მათთვის სასარგებლოა იოდის შემცველი პროდუქტები, ისეთი როგორიცაა ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, ხამანწკები, კრევეტები. აუცილებელია რაციონში ჩართონ კიტრი, სალათა, ბოლოკი, ისპანახი, მარწყვი, ვაშლი, ყურძენი. სასურველია არ გამოიყენონ შემწვარი და ცხიმიანი საკვები, ცხარე გარნირი და სოუსები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *