რატომ არ გყოფნით ვარჯიშისათვის ძალა და ენერგია

რატომ შეიძლება არ გყოფნიდეთ ენერგია ვარჯიშისათვის და მალე იღლებოდეთ? ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზები:

დაღლილობა

1. შესაძლებელია ხშირად ვარჯიშობთ. კარგი პროგრესისათვის კვირაში 3 ვარჯიში 60 წუთის ხანგრძლივობით სავსებით საკმარისია,  პლიუს კვირაში ორჯერ 30 წუთიანი აერობული დატვირთვები. ფორმის შესანარჩუნებლად კი – კვირაში მაქსიმუმ 40-50 წუთიანი 2-3 ვარჯიში და კვირაში ორჯერ 30 წუთიანი აერობიკა.

2.  შესაძლებელია, თქვენი ვარჯიში ზედმეტად ხანგრძლივია. არ ღირს ივარჯიშოთ უფრო მეტ ხანს, ვიდრე 1 საათი და 30 წუთი.

3.  შესაძლებელია თქვენი ვარჯიში ზედმეტად ერთფეროვანი და მონოტონურია. ვარჯიში ოპტიმალური და საინტერესო უნდა იყოს. სცადეთ ერთი დღე იოგა, მეორ დღეს ცეკვა, შემდეგ ძალოვანი ვარჯიში ჰანტელებით.

4.  შესაძლებელია თქვენ ვერ იპოვეთ ვარჯიშის „თქვენი“ დრო. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, საკუთარი ბიორიტმები გააჩნია. შეეცადეთ სცადოთ დილით ადრე, დღისით და საღამოს ვარჯიში. დააკვირდით, როცა უფრო ადვილი და კომფორტული იქნება, ივარჯიშეთ დღის იმ პერიოდში.

5. შესაძლებელია ვარჯიშის მოტივაცია გაქვთ სუსტი. არსებობს მცდარი მოსაზრებები, თითქოს სპორტულ დარბაზში 2 თვეში შეძლებთ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი ფიგურა და მოდელის ფორმები მიიღოთ. ამ გავრცელებული არასწორი შეხედულებას იმედგაცუება მოჰყვება. უნდა ივარჯიშოთ არა მხოლოდ შედეგის გამო, თავად ვარჯიშისგან უნდა შეძლოთ სიამოვნების მიღება.

6. შესაძლებელია არ ხართ განწყობილი ვარჯიშისათვის. შეიძლება არ ხართ დაღლილი, მაგრამ ვერ ახერხებთ საკუთარი თავი აიძულოთ ივარჯიშოთ. შთააგონეთ საკუთარ თავს რომ ვარჯიში ისევე აუცილებელია თქვენთვის როგორც ჭამა.

იგრძენით, დღითიდღე ვარჯიშის და სწორი კვების წყალობით როგორ ძლიერდებით, ხდებით ამტანი და ტანადი. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა!

კვება

7. შესაძლებელია ცუდად იკვებებით. (არასაკმარისი კალორიულობა, სასარგებლო ელემენტების და ვიტამინების შემცველობა). საჭიროა დღეში 4 ჭამა მაინც. ვარჯიშამდე 1,5-2 საათით ადრე და ვარჯიშის დასრულებისთანავე ნახშირწყლოვანი ან ცილოვანი საკვების მიღება.

8. შესაძლებელია თქვენს რაციონში ცოტა ნახშირწყლებია (მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული) და ცხიმი (ზეთი, ხორცი, თხილეული და მზესუმზირა), ასეთ შემთხვევაში ცოტა მოუმატეთ ნორმას.

9. შესაძლებელია ცოტა წყალს სვავთ. თუ დილაობით თავი გტკივათ, ამის მიზეზი წყლის ნაკლებობაა, რის გამოც  სისხლი რთულად გაედინება ტვინის წვრილ სისხლძარღვებში, წარმოიშობა გარკვეულ უბნებზე სისხლის მიწოდების დარღვევა, რაც თავის ტკივილით სრულდება.

10. შესაძლებელია დილაობით შაქრის დონე დაბლა იწევს. ამიტომ გაღვიძებისთანავე უნდა დალიოთ წყალი (პატარა ყლუპებით) და ისაუზმოთ მაღალკალორიული საკვებით.

11. შესაძლებელია თქვენს ორგანიზმს არ ჰყოფნის ვიტამინები და მინერალები. თუ ვარჯიშის მეორე დღეს თავს სუსტად გრძნობთ, დაიხმარეთ ვიტამინების კომპლექსი.

ძილი და სამუშაო

12. შესაძლებელია ძალიან დაძაბული სამუშაო და ცხოვრების წესი გაქვთ. ან დაკავებული ხართ სპორტის სხვა სახეობით. მაშინ გასაგებია თქვენი დაღლილობის მიზეზი. ამის გამოსწორებაში კარგი კვება, საქმეების მოწესრიგება, ზოგიერთზე უარის თქმა და დღის განრიგის გადახედვა დაგეხმარებათ.

13. შეიძლება ცოტა გძინავთ. ძილი აუცილებელია ენერგიის შესანარჩუნებლად. თუ დაღლილობის მიზეზი ძილის ნაკლებობაა, შეეცადეთ დღისით 20 წუთი ძილი მოახერხოთ. შეიძლება არც დაიძინოთ, უბრალოდ დამშვიდდეთ და მოდუნდეთ. ეს ძალებს შეგმატებთ.

ენერგია, ჯანმრთელობა, აღნაგობა

14. შესაძლებელია სუსტი აღნაგობა გაქვთ. ასეთი აღნაგობის ტიპაჟისათვის სწრაფი დაღლილობაა დამახასიათებელი. თუ ეს ასეა, მაშინ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ ვარჯიშში, გახადოთ ისინი უფრო მოკლე და ინტენსიური. არ გადაიღალოთ აერობიკით. იკვებეთ კარგად და მიიღეთ ვიტამინები. ბევრი იძინეთ.

15. შესაძლებელია ორგანიზმში გარკვეული დარღვევები აღგენიშნებათ. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია – თერაპევტთან და ენდოკრინოლოგთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *