ჰერბერტ შელტონის დანაწევრებული კვების პრინციპები
მსოფლიოს მრავალი მეცნიერის მიერ, არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა მიეძღვნა საკვები პროდუქტების ერთმანეთთან თავსებადობის პრობლემას. აქედან, ერთერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული კვლევების ავტორია ჰერბერტ შელტონი – ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ნატუროპატი და მე-20 საუკუნის ნატურალური ჰიგიენის სკოლის წარმომადგენელი. ის 40 სამეცნიერო შრომის ავტორია, აქედან ყველაზე ფუნდამენტურ ნაშრომად ითვლება 7 ტომად გამოცემული „ჰიგიენური სისტემა“. შელტონმა 1939 წელს ტეხასის შტატში „ჯანმრთელობის სკოლა“ ჩამოაყალიბა, სადაც მისი დახმარებით 50 ათასამდე უიმედო ავადმყოფი განიკურნა და კვლავ დაიბრუნა ჯანმრთელობა. მან შექმნა მთელი ფილოსოფია კვების შესახებ, რომლის საფუძველი პროდუქტების სწორ შეთავსებაზე აგებული დანაწევრებული კვებაა. შელტონის სწავლებამ ერთი მხრივ არაჩვეულებრივი პოპულარობა ჰპოვა, თუმცა მეორე მხრიდან უამრავი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. შელტონი და მისი მოწაფეები იდევნებოდნენ ორთოდოქსალური მედიცინის წარმომადგენლების მიერ და ანალოგიური წინააღდეგობა ხვდებოდათ ფარმაცევტული პრეპარატების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან. შელტონის პაციენტები იმ დროის ცნობილი ადამიანები იყვნენ, მისი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თაყვანისმცემელი მახათმა განდი იყო, რომელიც მეცნიერს დაჟინებით სთხოვდა საცხოვრებლად ინდოეთში გადასვლას.
როგორც შელტონის სისტემის მიმდევრებს, ასევე მის მოწინააღმდეგეებს აქვთ საკმაოდ რაციონალური არგუმენტები კვების დანაწევრებული სისტემის შესახებ. რა თქმა უნდა, ვერ გირჩევთ უალტერნატივოდ ან მის მიღებას ან უარყოფას. ალბათ თავად დაკვირვებიხართ საჭმლის ათვისების პროცესს, როდის გრძნობთ თავს მსუბუქად ან პირიქით უსიამოვნოდ. საკუთარ თავზე დაკვირვების გათვალისწინებით, თუ შელტონის პრინციპებით გარკვეულ კორექტივებს შეიტანთ კვებაში, საჭმლის ათვისების პროცესს გაუადვილებთ ორგანიზმს და თქვენს ჯანმრთელობასაც გააუმჯობესებთ.
შელტონის დანაწევრებული კვების პრინციპები:
1. არასდროს ჭამოთ კონცენტრირებული ცილოვანი საკვები და კონცენტრირებული ნახშირწყლები ერთ მიღებაზე. ეს ნიშნავს: არ ჭამოთ თხილეული, ხორცი, კვერცხი, ყველი და სხვა ცილოვანი საკვები პურთან, მარცვლეულთან, კარტოფილთან, ნამცხვართან, ტკბილ ხილთან ერთად. ერთ მიღებაზე უნდა ჭამოთ კვერცხი, მეორე მიღებაზე – თევზი, მესამეზე – რძე, მეოთხეზე – ყველი და ცალკე პური ან ფაფა ან მაკარონი. თუ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ფქვილოვან ნაწარმზე, მაშინ ისინი ცალ-ცალკე ჭამეთ.
2. არასდროს არ ჭამოთ ნახშირწყლოვანი და მჟავე საკვები ერთად. არ ჭამოთ პური, კარტოფილი, წიწიბურა, ბარდა, ბანანი, ფინიკი და სხვა ნახშირწყლოვანი პროდუქტები ლიმონთან, ფორთოხალთან, გრეიფრუტთან, ანანასთან, შტოშთან, პომიდორთან და სხვა მჟავე საკვებთან ერთად.
3. არასდროს არ მიიღოთ ორი კონცენტრირებული ცილა ერთი კვების დროს. ორი სხვადასხვა ტიპის და შემადგენლობის ცილა გადასამუშვებლად განსხვავებულ საჭმლის მომნელებელ წვენებს მოითხოვს და მათ სხვადასხვა კონცენტრაციას. ეს წვენები კუჭში არ გამოიყოფა ერთდროულად. ამიტომ ყოველთვის დაიცავით ეს წესი: ერთი ტიპის ცილოვანი საკვები ერთ მიღებაზე.
4. არასდროს არ მიიღოთ ცხიმები ცილებთან ერთად. ნაღები, ნაღების კარაქი, არაჟანი, მცენარეული ზეთი, არ უნდა მიიღოთ ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, თხილეულთან და სხვა ცილებთან ერთად. ცხიმი აფერხებს კუჭის ჯირკვლების მოქმედებას და ანელებს კუჭის წვენის გამოყოფის პროცესს.
5. არ ჭამოთ მჟავე ხილი ცილებთან ერთად. ფორთოხალის, ლიმონის, პომიდორის, ანანასის, ალუბალის, მჟავე ქლიავის და მჟავე ვაშლის ჭამა არ შეიძლება ყველთან, თხილეულთან, კვერცხთან, ხორცთან ერთად.
6. არ ჭამოთ სახამებელი და შაქარი ერთ მიღებაზე. ჟელე, ჯემები, ხილის ნაღების კარაქი, შაქარი, ბადაგი, სიროფები არ შეიძლება ჭამოთ პურთან, ფაფებთან, ნამცხვართან, ტორტთან ან ფუნთუშეულთან ერთად. ეს ყველაფერი იწვევს კუჭ-ნაწლავის დუღილს და შემდეგ მის მოწამვლას. ხშირად დღესასწაულის დროს მიღებული ტორტი, კანფეტები, ნამცხვრეული პირღებინებით, ავადმყოფობით სრულდება განსაკუთრებით ბავშვებში და მოხუცებში.
7. ჭამეთ ერთი ტიპის კონცენტრირებული სახამებელი ერთი კვების დროს. თუ ორი სახეობის სახამებელი (კარტოფილი, ან ფაფა, ან პური) გამოიყენება ერთ მიღებაში, მაშინ ხდება ჯერ ერთ-ერთი მათგანის ათვისება, მეორე კი ხელუხლებელი რჩება კუჭში, როგორც ზედმეტი ტვირთი, არ გაივლის კუჭ-ნაწლავს, აფეხებს საკვების ათვისებას, იწვევს დუღილს, გულზიდვას, ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას და ა.შ.
8 .ნესვი ჯობია ცალკე მიიღოთ, ისევე როგორც სხვა ხილი, ჭამის წინ, ცარიელ კუჭზე, ხოლო ძირითად კვებაზე კი 80 წუთის მერე გადახვიდეთ.
9. რძე უმჯობესია რძემჟავა პროდუქტის სახით მიიღოთ ან საერთოდ არ მიიღოთ. რძის ცხიმი გარკვეული დრო აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას. რძე აითვისება ხდება არა კუჭში, არამედ თორმეტგოჯა ნაწლავში, ამიტომ კუჭის სეკრეცია არ რეაგირებს რძის მიღებაზე, რაც ხელს უშლის სხვა საკვების ათვისებას, თუ ის რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად მიიღეთ. პროდუქტების შეთავსების მთავარი ამოცანაა – თავიდან აცილებული იქნას კუჭ-ნაწლავში დუღლის და გახრწნის პროცესი.
10. სალათებში არაა კარგი არც მცენარეული ზეთის არც მჟავე სანელებლების დამატება. სიმჟავე აფერხებს სახამებელის და ცილების ათვისებას. თუ საკვებში უმატებენ ემულსიურ ცხიმებს, კუჭში მჟავების გამოყოფა სუსტდება ან საერთოდ არ ხდება. ცხიმები ასევე ხელს უშლიან ცილების ათვისებას. აუცილებლობის შემთხვევაში სალათების შეკმაზვა ისევ უმჯობესია ბოსტნეულის წვენით. კომბოსტოს ან სხვა ბოსტნეულის წვენი, საკმაოდ აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. გარდა ამისა, წვენები შესამჩნევად ამაღლებენ ფერმენტების შემცველობას.
11. ორგანიზმი ყველაზე რთულად ცხიმებს ითვისებს. ცხიმი თუნდაც არც თუ ისე დიდი რაოდენობით აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას. კომბოსტოს წვენი პრაქტიკულად მთლიანად უპირისპირდება ცხიმების შემაფერხებელ მოქმედებას კუჭის წვენის მოქმედების მიმართ.
12. ხილი, თუ მას მიიღებთ სხვა საკვებთან ერთად, მიუხედავად მათი მაღალი საკვები ღირებულებისა, მთელს საკვებს ლპობად მასად გადააქცევს. სხვა პროდუქტებთან ერთად შეთავსების დროს, ხილი ადვილად დუღდება. მათი მიღება უმჯობესია ცალკე, ჭამის წინ, ამასთან მჟავე და მჟავე-ტკბილი – ცალკე მიღებაზე, ტკბილი კი ცალკე. ხილს ასათვისებლად სჭირდება 65-80 წუთი. თუ თქვენ მას მიიღებთ საჭმელთან ერთად, რომელსაც ასათვისებლად რამდენიმე საათი სჭირდება, საჭმლის მონელების პროცესი სერიოზულად დაირღვევა. გადაუმუშავებელი საკვების მიღება და ყოველკვირა 24-36 საათიანი შიმშილობის დაცვა ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკისათვის