ფიტნესი ჰოლივუდში
იდეალური ფიგურით მხოლოდ ერთეულებს აჯილდოებს ბუნება, უმეტესწილად კი ის გასაოცარი ფორმები და ბრწყინვალე ფიზიკური ფორმა, რითიც ჰოლივუდელი მსახიობი ქალბატონები არიან ცნობილი, საკუთარ თავთან გაწეული საკმაოდ დიდი შრომის შედეგია.
ვარჯიშის რომელ სახეობას ანიჭებენ ისინი უპირატესობას და რა ადგილი უკავია მათ ცხოვრებაში სპორტს და ჯანმრთელი ცხოვრების წესს?
ჯულია რობერტსი: "არ მიყვარს სირბილი"
“მას შემდეგ, რაც ისევ დავიწყე ვარჯიში, ვგრძნობ, რომ სტრესულ მომენტებში ვალდებული ვარ საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მივაქციო. ამიტომ ხშირად დილას იოგათი და პილატესით ვიწყებ. მე მიყვარს ჩემი ნიუ-მექსიკოს სახლის ფანჯრებიდან მთების ცქერით ტკბობა და ასანების კეთება. სირბილი არ არის ჩემთვის, სამაგიეროდ შემიძლია საათების განმავლობაში ფეხით სიარული – ეს ძალიან სასარგებლოა გულის და სისხლძარღვებისთვის”.
ჯესიკა ალბა: «ფიტნეს-კლუბი — საწამებელი ოთახია»
“სპორტი – ყოველდღიური საქმიანობაა. თუ 2-3 დღეს ვაცდენ, ასე მეჩვენება, რომ რაღაც ისე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ფიტნეს-კლუბი საწამებელ ადგილია. თუ არ ვვარჯიშობ დარბაზში, მაშინ მთებში ვსეირნობ ან ვცურავ. ნებისმიერი ტიპის აქტიურობა ჩემს ფიტნეს-პროგრამაში შედის!” როლისთვის მზადების პერიოდში, მსახიობი თავს არ ზოგავს. ფილმისთვის “ცოდვების ქალაქი-2”, ჯესიკა სპეციალური სისტემით ვარჯიშობდა, რომელიც მისმა მწვრთნელმა შეიმუშავა: 50 ხტუნვა, 15 წუთი სტეპერზე, 50 ტორსის აზიდვა (პრესის კუნთების ვარჯიში), ისევ 10 წუთი სტეპერზე. სრული კომპლექსი 4 ასეთ მისვლას მოიცავდა. ამ ყველაფერს კუნგ-ფუ და ტაი-ბო-ს ამატებდა.
სკარლეტ იოჰანსონი: "სპორტი ფსიქიკაზე არ უნდა მოქმედებდეს"
“მათ, ვისაც ჩემს მსგავსად მოხერხებულად ყოფნა ურჩევნია, შემიძლია სარბენი ბილიკი ან ერგომეტრი ვურჩიო, თუმცა ვიცი ზოგიერთი მწვრთნელი ამის გაგონებაზე უკმაყოფილოდ მოიღუშება. სამაგიეროდ ეს პრაქტიკულია – ერთდროულად გაიოფლო და გაზეთები ათვალიერო. მე ვთვლი, რომ ზედმეტად მკაცრი მოთხოვნები მხოლოდ ზიანს აყენებს ვარჯიშს. თუმცა მრავალფეროვნება ცუდი არ არის. “კუნძულის” გადაღებების დროს, ყოველ დღე 10კმ-ს დავდიოდი ფეხით”.
ჯენიფერ ანისტონი: "ჩემი გადაწყვეტილებაა - იოგა"
“ჩემი ცხოვრება ბოლო წლებში მძლავრ დინებას ჰგავს, ასე რომ მე სიჩუმე და სიმშვიდე არ მყოფნის. ჩემი გადაწყვეტილებაა – იოგა. ჩემი მწვრთნელი მენდი ინგბერი, არა მხოლოდ კარგი ფიზიკური ფორმის მიღებაში დამეხმარა. სულიერად დღეს გაცილებით ძლიერი ვარ, ვიდრე ადრე. მენდის მეთოდის საიდუმლო იმაშია, რომ ის არ ითხოვს ჩემგან არანორმალური პოზების მიღებას. გარდა ამისა, ინგბერმა მასწავლა როგორ გარდავქმნა დამოუკიდებლად ემოციები სხეულის ენერგიად”.
ტერი ჰატჩერი: "არავითარი ძალოვანი ვარჯიშები პირად მწვრთნელთან"
“მე ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, ზოგიერთი თვლის, რომ ზედმეტად აქტიური – ალბათ ამის გამო არ ვსუქდები. სპორტის საყვარელი სახეობაა – პილატესი და ცხენით სეირნეობა, სადილის შემდეგ ჩემს გოგონასთან ერთად ვსეირნობ. არავითარი ძალოვანი ვარჯიში! ვთვლი, რომ პილატესი – საუკეთესოდ ცვლის მას”.
კეიტ ჰადსონი: "კონცერტებზე ხტუნვა - ფეხების ვარჯიში არ არის?"
“შვილის დაბადების შემდეგ, მშობიარობის პერიოდში დაგროვილი წონა, საბედნიეროდ თავისთავად გაქრა, დიეტის გარეშე. მიუხედავად ამისა, მუდამ ვცდილობ ვჭამო მხოლოდ ჯანმრთელი საკვები: ბოსტნეული, თევზი, მჭლე ხორცი, არავითარი ტკბილეული. იოგას წყალობით თავს მშვენივრად ვგრძნობ, მისი დახმარებით ჩემი დუნდულები შესანიშნავ ფორმაშია. ხშირად დავდივარ კონცერტებზე და მუდამ ვყიდულობ საცეკვაო მოედანზე ბილეთებს. მიყვარს მუსიკაზე ცეკვა – არაჩვეულებრივი ვარჯიშია ფეხის კუნთებისათვის”.
ჯენიფერ ლოპესი: "ჩვეულებრივ ბოქსით ვვარჯიშობ"
“ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კვების და ძილის (დღეღამეში 8სთ.) კომბინაცია. გამორიცხული მაქვს ცხიმიანი საკვები, სპირტიანი სასმელები, უკანასკნელ პერიოდში კი სიგარეტიც. თვითდისციპლინა – კარგია, მე მშველის პირად მწვრთნელთან ვარჯიში. ჩემი ვარჯიში ძირითადად შედგება იოგა და ბოქსისგან. ბოქსის წყალობით ჩემი მხრები და ხელები მშვენივრად გამოიყურება”. თუმცა აქ ჯენიფერი ცოტა იტყუება, ის განსაკუთრებულ ყურადღებას არა ხელებს უთმობს. იმისთვის რომ მისი “საფირმო” დუნდულები ტონუსში იყო, მსახიობი კიბეებზე დადის და აკეთებს ჩაჯდომებს ერთ ფეხზე. გარდა ამისა, ხშირად დარბის.
ავრილ ლავინი: "მხოლოდ ვიტამინებით იოლას ვერ გახვალ"
“ფილმის “ფასთ-ფუდის ნაცია”-ს გადაღებების შემდეგ ვიცი, ჯანმრთელი კვება აუცილებელია. როგორც წესი, ვეგეტერანული საჭმლით ვიკვებები – შეძლებისდაგვარად გამორიცხული მაქვს ხორცი. მიყვარს ბაღში ფუსფუსი და ბოსტნეული თავად მომყავს, ყოველგვარი ქიმიის გამოყენების გარეშე. მაგრამ მხოლოდ ვიტამინები არ არის საკმარისი. მე ვვარჯიშობ ყოველდღე – ჯერ დავრბივარ, შემდეგ ვასრულებ ვარჯიშების სპეციალურ კომპლექსს. იმისათვის, რომ სცენაზე ვიმღერო, ამისთვის კარგ ფორმაში უნდა ვიყო”.
კირსტენ დანსტი: "მიყვარს ექსპერიმენტები"
პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიშის თავის დანებების შემდეგ, მსახიობი სპორტის ახალმა სახეობამ გაიტაცა – პილოკსმა. პილოკსი ეს არის პილატესის და ბოქსის ელემენტების შეთავსება. პილოკსის ვარჯიშები, როგორც ბოქსის ელეგანტური სახესხვაობა ისე გამოიყურება – ბოქსის მოკლე ელემენტები მონაცვლეობს გაჭიმვის და ბალანსის ვარჯიშებს. ეს “ჰიბრიდი” შექმნა შვედმა ბალერინა – ვივეკა ჯენსენმა.