მონტინიაკის დიეტა – მეორე ფაზა, წონის შენარჩუნება

მეორე ეტაპი – მიღწეულის შენარჩუნება

ნახშირწყლები ყოველთვის გლიკემიური ინდექსის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თუმცა ამ ეტაპზე უფრო მეტი პროდუქტებია დასაშვები, ვიდრე პირველზე. გარდა ამისა, არჩევანი უფრო ფართოა, რადგან შემოტანილია ახალი ცნება – გლიკემიური შედეგი (გლიკემიური ინდექსების და ნახშირწყლების რაოდენობის სინთეზი). გარკვეული წესების და ზომიერების დაცვით დასაშვებია ნებისმიერ ნახშირწყლების მიღება, მათ შორის მაღალი გლიკემიური ინდექსის შემთხვევაში.

2 ეტაპის კვების ძირითადი წესები 

გამონაკლის შემთხვევებში შეგიძლიათ დაუშვათ „ცუდი“ ნახშირწყლების ცხიმებთან შეთავსება, თუმცა ასეთ დროს შეეცადეთ მენიუში უჯრედისიც ჩართოთ, მაგალითად სალათი.

არ ჭამოთ შაქარი, თაფლი, მურაბა, კანფეტები.

თუ მაინც ჭამთ „ცუდ“ ნახშირწყლებს, ეპიზოდურად მაინც, ნუ მიეძალებით ჭარბად. განაახლეთ პარკოსნების და სრულმარცვლოვანი პროდუქტების მიღება.

გააგრძელეთ საუზმეზე უხეში პურის ჭამა. სადილზე და ვახშამზე პური მხოლოდ ყველთან ერთად მიირთვით. მოერიდეთ სოუსებს, თუ მათში ფქვილია გარეული.

დალიეთ მოხდილი რძე.

ჭამეთ მეტი თევზი და უპირატესობა „კარგ“ ცხიმებს მიანიჭეთ, რათა შეამციროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

მოერიდეთ დესერტებს, რომლებიც შაქარს შეიცავენ, ჭამეთ მარწყვი, ჟოლო და მოცვი.

შეგიძლიათ ჭამოთ შოკოლადი და ნაყინი, თუმცა ზომიერად.

მოერიდეთ ნამცხვრებს, რომლებიც შეიცავენ ფქვილს, ცხიმებს და შაქარს.

არ დალიოთ ალკოჰოლი მშიერ კუჭზე.

არ დალიოთ აპერიტივები, ან მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ჭამის წინ უპირატესობა მიანიჭეთ მშრალ ღინოს ან შამპანიურს, მაგრამ წინასწარ შეჭამეთ ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, ყველი, ძეხვის ნაჭერი ან კიბორჩხალას ჩხირი.

არ დალიოთ გაზიანი სასმელები, კოლები ან ლიმონათი.

დალიეთ უკოფეინო ან სუსტი ყავან, ან ჩაი.

მეთოდიკის დარღვევა თანაბრად გადაანაწილეთ.

მენიუ

1 დღე

საუზმე:

ხილი

უხეში პური+უშაქრო ჯემი

მსუბუქი მარგარინი *

უკოფეინო ყავა

მოხდილი რძე

სადილი:

ავოკადო სოუსით (მცენარეული ზეთი და ძმრის სანელებელი)

ბიფშტექსი მწვანე ლობიოსთან ერთად

კრემ-ბრიულე

2 ჭიქა ღვინო *

ვახშამი:

ბოსტნეულის სუპი

ომლეტი სოკოთი

მწვანე სალათი

უცხიმო ხაჭო

* – დიეტის მცირე დარღვევა

2 დღე

საუზმე:

ფორთოხლის წვენი (სახლის)

კრუასანი+ფუნთუშა **

ყავა+რძე *

სადილი:

კიტრი+პომიდორი

თევზი გრილში მომზადებული

ისპანახი

ყველი

1 ჭიქა ღვინო

ვახშამი:

არტიშოკი სოუსით (ძმარი და მცენარეული ზეთი)

ერბოკვერცხი პომიდვრით

მწვანე სალათი

** – დიეტის მნიშვნელოვანი დარღვევა

3 დღე

საუზმე:

ხილი

უხეში ფქვილის პური

მსუბუქი კარაქი

ყავა

მოხდილი რძე

სადილი:

აპერატივი: 1 ჭიქა თეთრი ღვინო *

შებოლილი ორაგული

ცხვრის ხორცი ლობიოსთან ერთად *

ყველი

შოკოლადის მუსი *

3 ჭიქა ღვინო **

ვახშამი:

ბოსტნეულის სუპი

ფარშირებული პომიდორი

მწვანე სალათი

უცხიმო ხაჭო

4 დღე

საუზმე:

ერბოკვერცხი

ბეკონი

ძეხვი

ყავა+რძე

სადილი:

ხამანწკები

თინუსი გრილში პომიდორთან ერთად

მარწყვის ფხვიერი ტორტი **

2 ჭიქა ღვინო *

ვახშამი:

ბოსტნეულის სუპი

ყვავილოვანი კომბოსტი ყველთან ერთად გამომცხვარი

მწვანე სალათი

იოგურტი

5 დღე (საკმაო დარღვევები)

საუზმე:

ფორთოხლის წვენი

ნედლი მარცვლოვნები ან უცხიმო ხაჭო

ყავა+რძე

სადილი:

ბატის პაშტეტი *

ორაგული გრილში ისპანახთან ერთად

თხევადი მწარე შოკოლადი **

3 ჭიქა ღვინო **

ვახშამი:

ყველის სუფლე

მოხარშული, ნაკლებად მარილიანი ღორის ხორცი ოსპთან ერთად

ყველი

ათქვეფილი კვერხის ცილა (ბეზე) *

3 ჭიქა ღვინო

(ეს დღე არატიპიურია. ის დასაშვების საზღვრებს აჩვენებს, ძალიან იშვიათი დარღვევების, განსაკუთრებით ღვინის რაოდენობაში)

6 დღე (1 ფაზაში დაბრუნება, რათა მოიხსნას მე-5 დღის ეფექტი)

საუზმე:

უხეში ფქვილის პური

უცხიმო ხაჭო

ყავა+მოხდილი რძე

სადილი:

სალათი: კიტრი, სოკო, ბოლოკი

სუსტი ჩაი ან მწვანე ჩაი

ვახშამი:

ბოსტნეულის სუპი

ლორი

მწვანე სალათი

იოგურტი

7 დღე

საუზმე:

უხეში პური

უცხიმო ხაჭო

ყავა

მოხდილი რძე

სადილი:

ვარდკაჭაჭას სალათი

ანტრეკოტი მწვანე ლობიოსთან

მარწყვი

1 ჭიქა ღვინო *

ვახშამი:

ხილი: 1 ფორთოხალი, 1 ვაშლი, 1 მსხალი, 150გრ. მარწყვი, ჟოლო ან მაყვალი

8 დღე

საუზმე:

უხეში პური

მსუბუქი კარაქი

ყავა

მოხდილი რძე

სადილი:

კრევეტების კოქტეილი

თინუსი ბადრიჯნით

მწვანე სალათი

ყველი

2 ჭიქა ღვინო *

ვახშამი:

ბოსტნეულის სუპი

ოსპი

მარწყვი

1 ჭიქა ღვინო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *