ჰოლივუდის საუკეთესო ფეხები – ევა ლონგორია

თვლით, რომ ლამაზი ფეხები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ, თუ მაღალი ხართ, არანაკლებ 175სმ?

ევა ლონგორია

ყველაზე პატარა „სასოწარკვეთილი დიასახლისი” საკუთარი მაგალითით ამ სტერეოტიპს სრულიად აქარწყლებს – 157სმ სიმაღლის მსახიობი „ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი ფეხების“ ტიტულის მფლობელია.

ის არჩევანს ყოველთვის მინი კაბებზე და ექსტრემალურად მოკლე შორტებზე აკეთებს. მართლაც, რატომ უნდა დამალოს ლამაზი, ნავარჯიშევი ფეხები და სწორი მუცელი? 36 წლის ევა არაჩვეულებრივ ფორმაშია. როგორ აღწევს ამას?

პირველ რიგში, ეს სპორტული რეჟიმის დამსახურებაა. ევა კვირაში 4-ჯერ ვარჯიშობს პირად მწვრთნელთან ერთად. მსახიობი ძალიან ზარმაცია, იმისათვის რომ „ზედამხედველის“ გარეშე ივარჯიშოს – „მე სპეციალურად ვთხოვე ჩემს ინსტრუქტორს სახლში მოსულიყო, რადგან თუ სადმე შეხვედრაზე შევუთანხმდებოდი, აუცილებლად ვიპოვიდი მიზეზს, რომ ვარჯიში გადამედო სხვა დროისათვის, – ამბობს ევა, – ხან წვიმაა, ხან საცობები, ყოველთვის შეიძლება რაღაცის მოგონება. მის გარეშე ალბათ საწოლიდან ადგომაც დამეზარებოდა!“ ტრენაჟორების გარდა, მსახიობის აუცილებელ პროგრამაში იოგაც შედის და ეს შემთხვევით არაა: ბევრი ასანა აუმჯობესებს მიკროცირკულაციას პრობლემურ ზონებში, რისი საშუალებითაც უფრო ადვილია „ფორთოხლის კანთან“ ბრძოლა.

კვებასთან დამოკიდებულებაში საქმე არც ისე ადვილადაა, ევას გემრიელად ჭამა უყვარს – იკვებება როგორც ჯანმრთელი პროდუქტებით, მაგალითად ბოსტნეულით და თევზით, ასევე უარს ვერ ამბობს კალორიულ მექსიკურ საჭმელზე. საკვებმა მის ფიგურას ზიანი რომ არ მიაყენოს, მსახიობი არასდროს ივიწყებს ჰოლივუდელი ლამაზმანების მთავარ პრინციპს – დალიოს ბევრი წყალი. ის დღეში 2 ან 3 ლიტრ წყალს სვავს, რადგან იცის, რომ წყალს ეფექტურად გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან.

 ფიტნესი

ლამაზი ფეხების საიდუმლო ყოველდღიურ ფეხით სიარულშია, საუკეთესო შემთხვევაში ეს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელით გასეირნებაა – 3,5სმ. წარმოიდგინეთ, რომ ბალერინა ხართ და სახლში თითის წვერებზე ბრუნდებით, ისე რომ სხეულის მთელი სიმძიმე მათზე მოდიოდეს და არა ქუსლებზე. თქვენი სისხლის მიმოქცევის სისტემა ამისათვის მადლობას გეტყვით. მიღწეული ეფექტის განსამტკიცებლად, ფეხები მასაჯით გაანებივრეთ და მიეჩვიეთ ძილს ოდნავ ფეხებაწეულს. ხშირად შეასრულეთ საყვარელი საცეკვაო პა.

ყურადღებით! თუ ვენების დაავადებების მიმართ მიდრეკილება გაქვთ, მაშინ უარი თქვით სპორტის ისეთ სახეობებზე, სადაც დიდი ხანი ადგილზე დგომა ან მკვეთრი ხტომები მოგიწევთ – ჩოგბურთი, კალათბურთი და ა.შ.

ვარჯიში ფეხების სილამაზისთვის:

დადექით ისე, რომ დაეყრდნოთ ოდნავ მუხლში მოხრილ ფეხს. ზურგი სწორედ გეჭიროთ, მენჯი ოდნავ წინაა გამოწეული. არ მოიკუზოთ. მეორე ფეხით გააკეთეთ მოძრაობები წინ, გვერდებზე და უკან. შეცვალეთ ფეხი და გაიმეორეთ იგივე. დაიწყეთ 30 გამეორებით თითოეულ ფეხზე, კვირაში ორჯერ. რაოდენობები თანდათან გაზარდეთ.

მრავალფეროვნებისათვის შეგიძლიათ დაწვეთ გვერდულად და ისე შეასრულოთ ფეხის გაწევები: დაწექით მარცხენა მხარზე. იატაკს მარცხენა ხელით დაეყრდენით. მარჯვენა ფეხი ნელა და თანაბრად ამოძრავეთ ზევით-ქვევით, ამ დროს ფეხის წვერი თქვენსკენაა მომართული. შეასრულეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხზე. გააკეთეთ 50-ჯერ ორივე ფეხზე, კვირაში სამჯერ.

კვება

ცელულიტის და არასაჭირო შეგუბებული წყლისგან გათავისუფლებისათვის, მიაქციეთ ყურადღება კვებას. თქვენი მიზანია – ვენებში სისხლის ცირკულაციის სტიმულაცია.

  • მარილი საკვებს ბოლოს დააყარეთ, უკვე თეფშზე.
  • უარი თქვით ისეთ პროდუქტებზე, რომელიც თქვენამდე უკვე შეკმაზეს მარილით. თავი შეიკავეთ ძეხვეულისგან, ჩიპსებისაგან და მარილიანი ყველისაგან.

უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შლაკებისაგან გათავისუფლებას უწყობს ხელს ორგანიზმს: მწვანე ჩაი, ოხრახუში, ისპანახი, შავი ყურძენი და პროდუქტებს და რომლებიც სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს: ციტრუსები, თევზი, ზღვის პროდუქტები და მწვანე ბოსტნეული.

ევა ლონგორია: „მირჩევნია ვირბინო, ვიდრე ვიშიმშილო“

„ვფიქრობ, რომ იოგა, კალათბურთი ან ცეკვები სულს ისე აჯანსაღებს, როგორც სხეულს. გარდა ამისა, ის, ვინც ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი აქვს, ენდორფინების გარეშე რჩება. იმისათვის, რომ მუდამ ფორმაში ვიყო, თითქმის ყოველ დღე 25-25 ჩაჯდომა ვაკეთებ. სპორტი ჩემთვის ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა თავი ავარიდო დიეტას. თუ მე არჩევანის გაკეთება მომიწევს, რომ არ ვჭამო მთელი დღის განმავლობაში თუ ვჭამო და შემდეგ 7კმ ვირბინო, მე მეორე ვარიანტს ავირჩევ, საღამოს კი მეუღლესთან სასიამოვნო კომპანიაში ვახშამით დავტკბები“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *