ცნობილი ფიტნეს მოდელები: ჯენიფერ ნიკოლ ლი (JNL)

ჯენიფერ ნიკოლ ლი (Jennifer Nicole Lee, 13.06.1975)

ცნობილი ამერიკელი ფიტნეს მოდელი, მსახიობი და წიგნების ავტორია. ის ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც დაიკლო 35 კილო და ფიტნეს გურუს კარიერა დაიწყო ორი შვილის დაბადების შემდეგ.

მეორე შვილის დაბადების შემდეგ ჯენიფერ ნიკოლ ლიმ გადაწყვიტა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ შესძლებდა „მის ბიკინის“ კონკურსში მონაწილეობას. მან შექმნა თავისი სხეულისგან იდეალური ფორმები, დაიკლო 35 კილოგრამი და გახდა ამერიკის „მის ბიკინი-2005“ კონკურსის გამარჯვებული. „მე მსურდა დამემტკიცებინა ჩემი პოზიცია, რომ

შეიძლება იყო შვილების დედა და ამასთან ერთად იყო სექსუალური და სპორტული“ – ამბობს ჯენიფერი. მართლაც, დღესდღეისობით ჯენიფერი ერთერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილი ფიტნეს მოდელია, მისი ფოტები იბეჭდება სხვადასხვა ცნობილ ჟურნალებში.

ჯენიფერ ნიკოლ ლი, ანუ როგორც მოკლედ მას ამერიკაში უწოდებენ ჯეი-ენ-ელ (JNL), მრავალი ტიტულის მფლობელია – Ms Muscle and Fitness, Maxim En Espanol, FHM Australia, Body Fitness International, მსოფლიოში პოპულარული Hot Moms Club კლუბის ოფიციალური ფიტნეს ექსპერტია და მოიპოვა თაყვანისმცემლები როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

ჯენიფერის რჩევა, თუ როგორ უნდა შეძლოს მამაკაცმა წყენის გარეშე ცოლზე გავლენის მოხდენა, რომ ის ფიტნესით დაკავდეს და უფრო სექსუალური გახდეს, ასეთია:  „მეუღლეს ძნელია უთხრა, რომ მას სჭირდება ვარჯიში და წყენის გამოწვევის გარეშე ვერ მიმართავ პირდაპირ: „ძვირფასო, წადი ფიტნესით დაკავდი!“ ინიციატივა თავად უნდა გამოიჩინო და შესთავაზო: „ვარჯიშს ვაპირებ, არ გინდა შემომიერთდე? მოდი მოვძებნოთ დრო და ერთად ვივარჯიშოთ“. ასეთი მიდგომა უფრო მეგობრულია და თან აჩვენებ მაგალითს, რადგან არ შეიძლება ვინმე აიძულო ივარჯიშოს, თუ თავად იგივეს არ აკეთებ. დაე, ეს ორივეს ურთიერთვალდებულება იყოს და ერთად დაიწყეთ ვარჯიში“.

JNL-ის წონაში დაკლების მეთოდი აუცილებელ ფიზიკურ დატვირთვებს და მკაცრ დიეტას გულისხმობს.

ჯენიფერ ნიკოლ ლის რჩევები წიგნიდან „როგორ გამოვიყურებოდეთ როგორც ფიტნეს მოდელი“:

მოტივაცია

მეორე შვილის დაბადების შემდეგ, რამდენიმე თვე იყო გასული, როცა ჩემი ძველი ფოტო ვნახე და გადავწყვიტე, რომ ჩემი სხეული საუკეთესო ფორმაში მომეყვანა! შევადგინე პროგრამა და დავიწყე ვარჯიში, მაგრამ 2,5 თვე იყოს გასული, რომ შედეგები არ ჩანდა. იმედგაცრუებული ვიყავი და ყველაფრის მიტოვება მინდოდა. თუმცა პატარა პოზიტიური თავმოყვარე ხმა ჩემს შიგნით მეუბნებოდა არ მიმეტოვებინა და გამეგრძელებინა ისევ, სასურველი შედეგებიც რომ არ მენახა, ჯანმრთელი ცხოვრების წესით მაინც ვნახავდი სარგებელს.

მოგვიანებით მაინც მოხდა, ის რაც მე მსურდა! ერთი კვირის შემდეგ სხეულმა რადიკალურად დაიწყო რეაგირება ჩემს ცხოვრების წესზე. დაგროვილი ცხიმის ჭიშკარი საბოლოოდ გაიღო, რამაც მისცა სხეულს საშუალება განთავისუფლებულიყო წლების განმავლობაში დაგროვილი ცხიმისგან და კუნთოვანი მასა გამოჩენილიყო!

ასე რომ, ჩემი მაგალითის მსგავსად გირჩევთ არასდროს დანებდეთ!

JNL სავარჯიშო პროგრამა:

ივარჯიშეთ კვირაში 4-ჯერ წონებით, ხოლო თუ გაქვს ცხიმი მოსაცილებელი, მაშინ დაამატეთ კვირაში 2 კარდიო ვარჯიში, ხანგრძლივობით მინიმუმ 25 წუთი მაქსიმუმ 45 წუთი.

ვარჯიშის გეგმა:

  • ორშაბათი დაუთმეთ მხრებს და ტრიცეპსებს;
  • სამშაბათი – ფეხები:
  • ოთხშაბათი – კარდიო;
  • ხუთშაბათი – მკერდი და ბიცეპსები;
  • პარასკევი – ზურგი;
  • შაბათი – კარდიო;
  • კვირა – დასვენება.

ყველა ვარჯიში გახურებით დაიწყეთ. გახურებას დაუთმეთ მინიმუმ 5 წუთი.

სხეულის თითოეული ნაწილისთვის სამი ვარჯიში შეასრულეთ.

ვარჯიში 3 მისვლა (ანუ 3-ჯერ) 3-12 გამეორებით, აქედან უკანასკნელი წონებით 8-12 გამეორება.

რაც უნდა გააკეთოთ და რაც არ უნდა გააკეთოთ:

არ ირბინოთ! დამიჯერეთ, თქვენი კუნთოვანი მასა და სახსრები მადლობას გეტყვიან! ფიტნეს მოდელები და სხვა პროფესიონალები ერიდებიან სირბილს, რადგან ცნობილია, რომ სირბილი „ჭამს“ ასე ძნელად მისაღებ კუნთებს. არ იმუშაო საკუთარი თავის წინააღმდეგ და შეამცირებ პროგრესს სირბილის საშუალებით. სირბილს საკმაო ენერგია მიაქვს, ნაკლებად შედეგიანია, გარდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მომაგრებისა. გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის კი შეგიძლიათ შეასრულოთ სხვა დაბალი მოქმედების კარდიო, ისეთი ტრენაჟორების გამოყენებით, როგორებიცაა მაგ. ელიპტიკური ან თხილამურები.

  • არ შეასრულოთ 25 წუთზე ნაკლები ან 45 წუთზე მეტი ხანგრძლივობის კარდიო. ცხიმის წვის „ჯადოსნური ზონა“ 25-დან 45 წუთამდეა. თუ გადააჭარბებთ დროს, ორგანიზმი „პლატოს ეფექტს“ მიაღწევს და პროგრესი შენელდება/შეჩერდება.
  • არ მოახდინოთ კარდიოზე ფოკუსირება! პრიალა და სექსუალური მუსკულატურისათვის მეტი დრო დაუთმეთ წონებით ვარჯიშს. ზედმეტი კარდიო ‘შეჭამს“ თქვენს კუნთოვან მასას.
  • არ გადაიღალო! გადაღლის შედეგად მადა გაიზრდება და დაიწყებთ 120 კილოიანი სპორტსმენივით კვებას და არა ფიტნეს-მოდელის მსგავს. გადაღლა ხელს უშლის ცხიმის წვას, რადგან ორგანიზმი შოკშის მდგომარეობაშია და ცდილობს ცხიმის შენარჩნებას.
  • ფიტნესი ეს არის მუდმივი პროცესი და არა ერთი პერიოდის მოვლენა. როგორც ძველი გამოთქმა ამბობს „რომი არ აშენებულა ერთ დღეში“. თქვენი სხეულიც ასევე შედევრია რომელიც პროგრესით იქმნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *