დიეტა მეტაბოლური ტიპების მიხედვით

მთავარი პრინციპი:

ყველას განსხვავებული მეტაბოლიზმის დონე აქვს, ამიტომ დიეტაც უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან

დიეტების უმეტესობა ზოგადად ყველას კვების ერთ სქემას სთავაზობენ – თუ ამ დიეტამ ერთ ადამიანზე იმუშავა, ის აუცილებლად გამოადგება სხვასაც. ასეთ დროს არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. როგორც მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ ერთი და იგივე კვების რეჟიმზე და გაარკვიეს ამის მიზეზები.

მეტაბოლიზმის ტიპების თეორია

1930-იან წლებში დანტისტმა უესტონ პრაისმა დაიწყო მოგზაურობა მსოფლიოში და აღმოაჩინა კავშირი თანამედროვე კვებით ჩვევებსა და ქრონიკულ დაავადებებს შორის. მან ასევე გამოარკვია, რომ არ არსებობს დიეტა, რომელიც უხდება ყველა ადამიანს განურჩევლად – განსხვავდება კლიმატური პირობები, ადგილობრივი პროდუქტები, მემკვიდრეობითობა, გენეტიკა და კულტურა.

მომავალში ჯორჯ უოტსონმა, რუდოლფ უილიმ, უილიან კელიმ და სხვებმა გააგრძელეს კვლევები ამ მიმართულებით.

ჯორჯ უოტსონმა აღმოაჩნა, რომ მისი პაციენტები ძირითადად ორ განსხვავებულ ჯგუფად იყოფიან. ის ნაწილი, რომელთაც მან სწრაფი დამჟანგავები უწოდა, ჯანმრთელობას ისეთი დიეტით იუმჯობესებდნენ, რომელიც მდიდარი იყო ცხიმებით, პურინებით, ცილებით და მწირი იყო ნახშირწყლების შემცველობით. ამავე დროს, მეორე ნაწილი, რომელსაც ნელი დამჟანგავები უწოდა, მოუხდათ დიეტა, რომელიც საკმაო რაოდენობით შეიცავდა ხილს და ბოსტნეულს, მაგრამ ნაკლები იყო ცხიმების და ცილების რაოდენობით. მესამე ჯგუფს, რომელთა წარმომადგენლები ამ ორი აღწერილი ბანაკის შუაში არიან, მან საშუალო დანჟანგავები უწოდა.

რუდოლფ უილიმ გააგრძელა უოტსონის კვლევები. მისი თეორიით ადამიანის pH (მჟავა-ტუტოვანი ბალანსი) დონე არაა დაბალანსებული და ადამიანებს სჭირდებათ ისეთი დიეტა, რომელიც დაეხმარებათ მის გათანაბრებაში. ამის გამო, ზოგ მათგანს მჟავე დიეტა ესაჭიროება, ზოგს კი ტუტე. მესამე ჯგუფს კი მჟავე და ტუტე პროდუქტების ნაკრები სჭირდება.

ჯეიმს და პიტერ დ’ადამოებმა გამოიკვლიეს ლექტინების მოქმედება ჯანმრთელობაზე და შეიმუშავეს კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით. მათ აღმოაჩინეს, რომ პირველი სისხლის ჯგუფის ადამიანები ჯანმრთელობას გაიუმჯობესებენ ყოველდღიურად წითელი ხორცის მოხმარებით და ნახშირწყლების, განსაკუთრებით ბურღულეულის შეზღუდვით. იმ დროს, როცა მეორე სისხლის ჯგუფს მაღალნახშირწყლოვანი დიეტა უხდებათ, რომელიც ღარიბია ცხიმებით, ხოლო ცილების საუკეთესო წყაროს მათთვის სოიო, უცხიმო ხორცი და თევზი წარმოადგენს.

უილიამ კელიმ აღმოაჩინა, რომ ავტონომიური ნერვული სისტემის დისბალანსის მქონე ადამიანებს სხვადასხვა ტიპის დიეტა სჭირდებათ. თუ დომინირებს პარასიმპათიკური ნაწილი, საჭიროა მაღალცილოვანი დიეტა, ხოლო სიმპათიკურის დომინირების შემთხვევაში კი მაღალნახშირწყლოვანი დიეტა. კელიმ თავის თანაშემწესთან უოლკოტთან ერთად უფრო გააფართოვა თავისი თეორია და მასში სხვა მეტაბოლური ნიშნები ჩართო, მათ შორის დაჟანგვის სისწრაფე და სისხლის ტიპი.

რობერტ მაკფერანმა, რომელიც ქრონიკულად ავადმყოფი გახლდათ, მეცნიერული მონაცემების და ზემოთ მოყვანილი ნაშრომების ყოველმხრივი საკუთარი კვლევები ჩაატარა, მათთან ერთად გამოიკვლია ალერგიასთან დაკავშირებული ტერონ რუდოლფის და უილიან ფილპოტის ნაშრომები.

ყველა მიღებული მონაცემები მან ერთ შეთანხმებულ თეორიაში გააერთიანა, რომლის მიხედვით, რადგან ახალ პროდუქტებთან ადაპტაცია გარკვეულ დროს მოითხოვს, ადამიანთა უმეტესობას ისეთი დიეტა უხდება, რომლის რაციონიც წინაპართა კვებას წააგავს. მან ადამიანები სამი მეტაბოლური ტიპის მიხედვით დაჰყო:

1. მონადირე-შემგროვებელი, რომლის დიეტაში უნდა იყოს ბევრი ცილები, ცხიმები და პურინები, ასევე მუქი ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, თხილეული, მარცვლეული და ცოტაოდენი ხილი, მაგრამ არა ბურღულეული და რძის პროდუქტები;

2. მიწათმოქმედი – იდეალურად უხდება დიეტა უცხიმო ხორცის და თევზის, სალათის ბოსტნეულის, ხილის, ასევე ბურღულეულის და რძის პროდუქტების;

3. შერეული ტიპი.

მაკფერანი თვლის, რომ ადამიანებს ალერგია იმ პროდუქტებზე ემართებათ, რომელიც მათ მეტაბოლურ ტიპს არ შეესაბამება. მას შემდეგ, რაც ადამიანი განსაზღვრავს თავის ალერგენებს და ამოიღებს მათ რაციონიდან, დაიწყებს მეტაბოლური ტიპის დიეტის შესაბამისად ნატურალური საკვებით კვებას, ქრონიკული დაავადებები განიკურნება. ასეთი დაავადებების რიცხვშია ართრიტი, ქრონიკული დაღლილობა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე, კიბო, გულის დაავადებები და ბევრი სხვა.

მაკფერანისა და კელის მეტაბოლური დიეტები მხოლოდ მთლიან პროდუქტებს ითვალისწინებს, ამიტომ გამორიცხულია შაქარი, დამუშავებული ბურღულეული და ალკოჰოლი.

მეტაბოლურ ტიპებად დაყოფის ძირითადი ფაქტორები

მეტაბოლური ტიპების თანამედროვე თეორიის მიხედვით, რომლის შემქმნელად უილიამ უოლკოტი ითვლება, ცალკეული ადამიანების მეტაბოლიზმის ხასიათი განისაზღვრება შემდეგი ორი ფაქტორით, რომელიც მნიშვნელოვნად დაკავშირებულია მემკვიდრეობითობასთან:

1. ავტონომიური ნერვული სისტემის ორიდან (სიმპათიკური და პარასიმპათიკური) ერთი ნაწილის დომინირება. სიმპათიკური ნერვული სისტემა ახშირებს  გულისცემას, ამაღლებს არტერიულ წნევას, სისხლში ადრენალინს გამოყოფს, ანუ ახდენს ორგანიზმში ძალების მობილიზებას საფრთხესთან საბრძოლველად. ეს ნაწილი გვეხმარება ენერგიის წვაში.

პარასიმპათიკური ნერვული სისტემა ენერგიის შენახვას უწყობს ხელს. ეს ნაწილი ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაციას, ასრულებს ვეგეტატიურ ფუნქციას და მართავს სხვა პროცესებს, რომლებიც აშენებენ ორგანიზმს. ამ თეორიის მომხრეებს სჯერათ, რომ ერთერთი ამ ორი ნაწილიდან შეიძლება დომინანტი გახლდეს.

2. უჯრედული დაჟანგვის სიჩქარე. ეს არის სიჩქარე, რომლითაც უჯრედები გარდაქმნიან საკვებს ენერგიად. ზოგიერთის ორგანიზმი დაჟანგავს საკვებს უფრო სწრაფად, ვიდრე სხვების. ამიტომ ბალანსის დასაცავად მათ სჭირდებათ უფრო მძიმე ცილების და ცხიმების გამოყენება, რომლებიც ნელა იწვება. მათ, ვისი დამჟანგავი პროცესები ნელა მიმდინარეობს, საკვები ენერგიად ნელა გარდაიქმნება. იმისათვის, რომ ასეთი ადამიანის სისტემა კარგად იყოს დაბალანსებული, რეკომენდირებულია ძირითადად ნახშირწყლების გამოყენება, ვიდრე ცილების და ცხიმების.

მეტაბოლიზმის სამი ტიპი

უილიამ უოლკოტი თავის წიგნში «The Metabolic Typing Diet» გვთავაზობს უბრალო ტესტს, რომლის ჩატარებაც თავად შეგვიძლია, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მეტაბოლური ტიპი.  ტიპის უფრო ზუსტი განსაზღვრისათვის საჭიროა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, შარდის და სისხლის შემადგენლობის ანალიზის ჩათვლით. უოლკოტი სამ ძირითად მეტაბოლურ ტიპს გამოჰყოფს: ცილოვანს, ნახშირწყლოვანს და შერეულს.

ცილოვანი ტიპი – ეს არის ადამიანები სწრაფი დაჟანგვის ტიპით და დომინირებული პარასიმპათიკური ნერვული სისტემით. ისინი ხშირად განიცდიან შიმშილის გრძნობას, უყვართ ცხიმიანი და მარილიანი საკვები, არ შეუძლიათ დაბალკალორიული დიეტის დაცვა, ხშირად აქვთ დაღილობის შეგრძნება, არიან ნერვულები და აფორიაქებულები. ისინი ხშირად აპათიურები და მოუთმენლები არიან, გარეგნულად ენერგიულები, თუმცა იმავდროულად შინაგანად ღონეგამოცლილები.

ცილოვანი ტიპის მეტაბოლიზმის ადამიანმა უნდა დაიცვას ცილებით, ცხიმებით და ზეთით მდიდარი დიეტა. მათ აუცილებლად უნდა მოიხმარონ პურინებით გამდიდრებული ცილოვანი საკვები, ისეთი როგორიცაა სუბპროდუქტები, პაშტეტი, ძროხის და ქათმის ღვიძლი, ძროხის ხორცი. ნახშირწყლების რაოდენობა რაციონში კი უნდა შეზღუდონ.

ამ ტიპის ადამიანებს უხდებათ მაღალცილოვანი და მაღალცხიმოვანი დიეტა. იმ დროს, როცა ნახშირწყლოვანი და შერეული ტიპის ადამიანების შემთხვევაში ასეთმა დიეტამ შეიძლება ცხიმების დაგროვების პროცესი დააჩქაროს, დაარღვიოს უჯრედული დაჟანგვა და შეანელოს ნივთიერებათა ცვლა გლუკოზის დეფიციტის გამო,რაც გამოწვეულია ნახშირწყლების მოხმარების სიმწირით. ამ ყველაფერს ასევე შეუძლია თირკმელსზედა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა.

ნახშირწყლოვანი ტიპი – ესენი არიან ადამიანები ნელი დაჟანგვით და სიმპათიკური ნერვული სისტემის დომინირებით. ისინი შედარებით სუსტი მადით გამოირჩევიან, არ უყვართ ტკბილეული, აქვთ წონასთან პრობლემები, ჭარბი ცხიმის უგროვდებათ სხეულის ზედა ნაწილში და ხშირად დამოკიდებულები არიან კოფეინზე.

ამ ტიპის ადამიანებს უხდებათ მაღალნახშირწყლოვანი დიეტა. მათ უპირატესობა უნდა მიანიჭონ მსუბუქად მოსანელებელ ცილებს პურინების დაბალი შემცველობით. ასეთმა მაღალნახშირწყლოვანმა და დაბალცხიმიანმა დიეტამ ცილოვან და შერეული ტიპის ადამიანებში შეიძლება ცხიმის დაგროვების პროცესის დაჩქარება გამოიწვიოს, აამაღლოს ინსულინის დონე, შეანელოს ნივთიერებათა ცვლის პროცესი, დაშალოს კუნთოვანი ქსოვილი არასაკმარისი ცილების მოსახმარებლად, რასაც შეუძლია თირკმელსზედა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის გამოწვევა.

შერეული ტიპი – ამ ტიპის ადამიანებს დაჟანგვის საშუალო დონე აქვთ და ავტონომიური ნერვული სისტემის არცერთი ნაწილი არ არის დომინანტი. მათ საშუალო მადა აქვთ, უყვართ ტკბილეული და სახამებლიანი კერძები, წონასთან შედარებით ნაკლები პრობლემები გააჩნიათ. ასეთი ტიპის ადამიანები ხშირად გრძნობენ დაღლილობას, შფოთვას ან აღელვებას.

შერეული ტიპის მეტაბოლიზმის ადამიანებმა უნდა იკვებონ ნაკლებად ცხიმიანი, უცხიმო ცილებით პურინების ნაკლები შემცველობით, ისეთი როგორიცაა ყველი, კვერცხი, იოგურტი, ნიგოზი. ამ ტიპმა უნდა მოიხმაროს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები დაახლოებით თანაბარი პროპორციით.

შერეული ტიპს უხდება დიეტა ასეთი თანაფარდობით: 40% ნახშირწყლები; 30% ცხიმები და 30% ცილები. თუმცა ასეთმა დიეტამ შეიძლება დანარჩენი ორი ტიპის ადამიანებში ცხიმების დაგროვება და დაჟანგვის პროცესის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. მოხდეს ნივთიერებათა ცვლის შენელება, შექმნას გლუკოზის დეფიციტი ნახშირწყლოვან ტიპებში და ცილების დეფიციტი ცილოვან ტიპებში, რაც ორივე შემთხვევაში კუნთოვანი მასის დაშლას გამოიწვევს.

დიეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

სხვა დიეტებისაგან განსხვავებით, რომელთაც ერთიდაიგივე რაციონი გააჩნიათ ყველა ადამიანისთვის, მეტაბოლური ტიპის თეორია აღიარებს ინდივიდუალურ მიდგომას. ყველას განსხვავებული ნივთიერებათა ცვლა გააჩნია, რის გამოც თითოეული მათგანი თავისებურად რეაგირებს ერთიდაიგივე დიეტაზე.

ეს თეორია ხსნის, რატომ გრძნობს ზოგი ადამიანი თავს მაღალცილოვან და დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე თავს უკეთ, იმ დროს, როცა სხვები უკეთეს შედეგს აღწევენ ნახშირწყლებით მდიდარი რაციონით კვებისას.

ამ თეორიის კრიტიკოსები თვლიან, რომ დიეტა, რომელიც მდიდარია სუბპროდუქტებით, პაშტეტით და ნაჯერი ცხოველური ცხიმებით – არაა სასარგებლო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *