პროდუქტები დიეტისათვის – წიწიბურა (ბურღულეული)

წიწიბურას კალორიულობა – 308 კკალ

გლიკემიური ინდექსი – 40-50

საკვები ღირებულება

  • ცილები – 12,6  გრ
  • ცხიმები – 3,3  გრ
  • ნახშირწყლები – 57,1  გრ
  • საკვები უჯრედისი – 11,3  გრ
  • წყალი – 14  გრ
  • მონო- და დისახაირდები – 1,4  გრ
  • სახამებელი – 55,4  გრ
  • ნაჯერი ცხიმმჟავები – 0,6  გრ
  • არანაჯერი ცხიმმჟავები – 2,28  გრ

მოხარშული წიწიბურას კალორია – 132 კკალ.

  • ცილები – 4,5 გრ.
  • ცხიმები – 2,3გრ
  • ნახშირწყლები – 25 გრ.
  • 1 ჭიქა 250 მგრ = 210 გრ. (646,8 კკალ)
  • 1 ჭიქა 200 მგრ = 170 გრ. (523,6 კკალ)
  • 1 სუფრის კოვზი (“თავით“) = 25 გრ (77 კკალ)
  • 1 ჩაის კოვზი (“თავით“) = 8 გრ (24,6 კკალ)

წიწიბურას (იგივე „გრეჩიხა“, როგორც მას ხშირად ვუწოდებთ) მე-20 საუკუნეში „ბურღლეულის მეფე“ უწოდეს მასში ვიტამინების, მიკროელემენტების, სრულფასოვანი ცილების, რეკორდული შემცველობის გამო. საუბარია ნედლ წიწიბურაზე, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით სუფთავდება.

წიწიბურას ამორჩევისას უპირატესობა ენიჭება არაშემწვარ წიწიბურას, რომელსაც მკრთალი ყვითელი შეფერილობა აქვს, რადგან ბურღული რომელიც განიცდის გადამუშავებას მაღალ ტემპერატურაზე, კარგავს მისი საუკეთესო თვისებების ნაწილს.

 სასარგებლო თვისებები

წიწიბურა შეიცავს 18 შეუცვლელ ამინომჟავას, რკინას, კალციუმს, კალიუნს, ფოსფორს, სპილენძს, იოდს, თუთიას, ბორს, ფტორს, მოლიბდენს, კობალტს, ასევე ვიტამინებს В1В2В9 (ფოლიუმის მჟავა)PPЕ.

წიწიბურას თესლი შეიცავს – სახამებელს, ცილას, შაქარს, ცხიმიან ზეთს, ორგანულ მჟავებს, რიბოფლავინს, ტიამინს, ფოსფორს, რკინას. ლიზინის და მეტიონინის შემცველობით წიწიბურას ცილები აჭარბებს ყველა ბურღულეულ კულტურას. მას მაღალი ათვსებადობა ახასიათებს – 80%-მდე.

წიწიბურა დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას შეიცავს, რაც სისხლისწარმოქმნის პროცესს ასტიმულირებს, ამაღლებს ამტანობას და ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ბევრი დაავადების მიმართ.

100 გრამი წიწიბურა შეიცავს:

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 4,2  მგრ
  • ვიტამინი E – 6,65  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,01  მგრ
  • ვიტამინი A – 2  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,43  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,2  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,4  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 32  მგრ
  • ვიტამინი E – 0,8  მგრ
  • ვიტამინი PP -7,2  მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 20  მგრ
  • მაგნიუმი – 200  მგრ
  • ნატრიუმი – 3  მგრ
  • კალიუმი – 380  მგრ
  • ფოსფორი – 298  მგრ
  • ქლორი – 33  მგრ
  • გოგირდი 88  მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 6,7  მგრ
  • თუთია – 2,05  მგრ
  • იოდი – 3,3  მგრ
  • სპილენძი – 640  მგრ
  • მარგანეცი – 1,56  მგრ
  • სელენი – 8,3  მგრ
  • ქრომი – 4  მგრ
  • ფტორი – 23  მგრ
  • მოლიბდენი – 34,4  მკგრ
  • სილიციუმი – 81  მგრ
  • კობალტი – 3,1  მგრ
  • ნიკელი – 10,1  მკგრ
  • ტიტანი – 33  მკგრ

წიწიბურა რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის, ღვიძლის დავადების, ჰიპრტონიის, სხვადასხვა წარმოშობის შეშუპების დროს. წიწიბურას ფოთლების და ყვავილებისგან დამზადებული პრეპარატები ამცირებენ სისხლძარღვების სიმყიფეს და შეღწევადობას, აჩქარებენ ჭრილობების შეხორცებას, სასიკეთოდ მოქმედებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. წიწიბურას მოქმედების ასეთ ფართო სპექტრს მეცნიერები არა მარტო მდიდარი ქიმიური შემადგენლობით ხსნიან, არამედ მის ყვავილებსა და ფოთლებში რუტინის (ვიტამინი P) შემცველობით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიწიბურა ეკოლოგიურად სუფთა მცენარეა, ნაკლებად პრეტენზიული ნიადაგის მიმართ, ის ქიმიური განოყიერების გარეშე მოყავთ. ის არ უფრთხის სარეველებს, თავად ავიწროვებს მათ მინდვრიდან, ამიტომ მისი გამოზრდის დროს არ გამოიყენებენ პესტიციდებს.

სასურველია ნედლი ბურღულის გამოყენება და არა მოხალულის ან შებოლილის, რადგან თერმული დამუშავება სპობს იმ სასარგებლო ნივთიერებებს, რითაც მდიდარია მწვანე წიწიბურას ბურღული. ნედლი წიწიბურა ძალიან სასარგებლოა სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადებების, რევმატიზმის და ართრიტის დროს. მწვანე წიწიბურას მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის, შლაკების და მძიმე მეტალების იონების გამოდევნას, რომელთაც ბავშვობიდან ვიღებთ პროფილაქტიკური აცრების დროს.

ლიმონის, ვაშლის მჟავა, რომლითაც წიწიბურა მდიდარია, საკვების ათვისების კატალიზატორს წარმოადგენენ. წიწიბურას ბურღული შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას.

წიწიბურა როგორც სისხლისწარმოქმნის მასტიმულირებელი გამოიყენება ანემიის, ლეიკემიის, ასევე ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების და ჰიპერტონიის მკურნალობის დროს. ის ამაღლებს კუნთოვან ძალას და ამტანობას.

წიწიბურა რეკომენდირებულია კუჭქვეშა ჯირკვლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. ის კარგი საშუალებაა გულძმარვის წინააღმდეგ (ნედლ მარცვალს ღეჭავენ). იყენებენ ორგანიზმში ცვლის პროცესების დარღვევის, სიმსუქნის, შაქრის დიაბეტის დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *