პროდუქტები დიეტისათვის – ქერი (ბურღულეული)
ქერის ბურღულის კალორია – 313 კკალ
ქერის გლიკემიური ინდექსი – 45-60
საკვები ღირებულება
- ცილები – 10 გრ.
- ცხიმები – 1.3გრ.
- ნახშირწყლები – 65.4გრ.
- საკვები უჯრედისი – 8.1გრ
- წყალი – 14გრ
- მონო- და დისახარიდები – 1.1გრ
- სახამებელი – 63.8გრ
- ნაჯერი ცხიმის მჟავები – 0.4გრ
ქერის ფაფის (წყლით) კალორია – 76 კკალ
- ცილები – 2.3 გრ.
- ცხიმები – 0.3გრ.
- ნახშირწყლები – 15.7გრ.
ქერის ფაფის (რძით) კალორია – 111 კკალ
- ცილები – 3,6 გრ.
- ცხიმები – 2.0 გრ.
- ნახშირწყლები – 19.8 გრ.
- 1 ჭიქა 250 მგრ. = 180 გრ (563,4 კკალ)
- 1 ჭიქა 200 მგრ. = 145 გრ (453,9 კკალ)
- სუფრის კოვზი („თავით”) = 20 გრ (62,6 კკალ)
- ჩაის კოვზი („თავით”) = 6 გრ (18,8 კკალ)
სასარგებლო თვისებები
ქერის მარცვალი შეიცავს ვიტამინ A-ს, B ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინს, ვიტამინებს D, E, PP.
ქერი შეიცავს მიკროელემენტების ფართო სპექტრს. პირველ რიგში ფოსფორს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის და ტვინის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ქერი ასევე შეიცავს სილიციუმის, ქრომის, ფტორის, ბორის და თუთიის ბიოლოგიურად მნიშვნელოვან რაოდენობას.
ქერი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, მარგანეცით და რკინით. ამიტომ, ასაკოვანი ადამიანებისათვის ის ნებისმიერ წამალზე უფრო აუცილებელი და სასარგებლოა. ქერის მარცვალი შეიცავს სპილენძს, ნიკელს, მოლიბდენს, მაგნიუმს, იოდს, ბრომს, კობალტს, სტრონციუმს და სხვ. ქერი 65% ნელა ათვსებადი ნახშირწყლებისგან შედგება. ქერის მარცვალის 5-6% უჯრედისია, რომელიც აუცილებელია ჩვენი კუჭ-ნაწლავისათვის. უჯრედისი ახდენს საჭმლის გადამუშავების პროცესის ნორმალიზებას და გამოაქვს დაშლის მავნე პროდუქტები.
ვიტამინები
- ვიტამინი PP – 2,7 მგრ
- ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,27 მგრ
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,08 მგრ
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,54 მგრ
- ვიტამინი B9 (ფოლიუმი) 32 მკგრ
- ვიტამინი E – 1,5 მგრ
- ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 4,7 მგრ
მაკროელემენტები
- კალციუმი – 80 მგრ
- მაგნიუმი – 50 მგრ
- ნატრიუმი – 15 მგრ
- კალიუმი – 205 მგრ
- ფოსფორი – 343 მგრ
- გოგირდი – 81 მგრ
მიკროელემენტები
- რკინა – 1,8 მგრ
- თუთია – 1,09 მგრ
- სპილენძი – 370 მკგრ
- მარგანეცი – 0,76 მგრ
- ფტორი – 90 მკგრ
- მოლიბდენი – 13 მკგრ
- კობალტი – 2,1 მკგრ
ქერი შეიცავს 10%-ზე მეტ ცილას, რომელიც თავისი საკვები ღირებულებით აჭარბებს ხორბლისას. მცენარეული ცილა, განსხვავებით ცხოველურისა, ორგანიზმის მიერ თითქმის 100%-ით აითვისება.
ქერის ბურღული მაღალკალორიულია და საკმაოდ გემრიელი. თანამედროვე დიეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ ქერის ფაფის და ქერის ბურღულისგან დამზადებული სუპების ხშირად ჩართვას ჭარბწონიანი ადამიანების რაციონში, ასევე ნაწლავების დაავადების და შეკრულობის პრობლემების დროს.
საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო, ქერის ფაფა სხვა ფაფებისაგან განსხვავებით უფრო ნელა აითვისება, ისე რომ არ ახდენს სისხლში შაქრის დონის აწევას, დიდი ხნის განმავლობაში დანაყრების გრძნობას ქმნის, რაც ხელს უწყობს ჭარბი წონისგან გათავისუფლებას.
ქერის ფაფა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასუფთავებას.
ქერი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მის ნახარშს აქვს შემამსუბუქებელი, სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და გამაჯანსაღებელი თვისებები. ქერი გამოიყენება დიაბეტის მკურნალობის, შესუსტებული მხედველობის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ის ამცირებს ართრიტის და რევმატიულ ტკივილებს.