პროდუქტები დიეტისათვის – ბრინჯი (ბურღულეული)
ბრინჯის კალორია – 333 კკალ
ბრინჯის გლიკემიური ინდექსი – 50 (გაუსუფთავებელი); 70 (გასუფთავებული)
საკვები ღირებულება
- ცილები – 7 გრ
- ცხიმები – 1 გრ
- ნახშირწყლები – 74 გრ
- საკვები უჯრედისი – 3 გრ
- წყალი – 14 გრ
- მონო და დისაქარიდები – 0,7 გრ
- სახამებელი – 72,9 გრ
- ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,3 გრ
- არანაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,51 გრ
ვიტამინები
- ვიტამინი PP – 1,6 მგრ
- ვიტამინი E – 0,45 მგრ
- ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,08 მგრ
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,04 მგრ
- ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,4 მგრ
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,2 მგრ
- ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 19 მკგრ
- ვიტამინი E (ТЭ) – 0,4 მგრ
- ვიტამინი H (ბიოტინი) – 3,5 მკგრ
- ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 3,3 მგრ
- ხოლინი – 78 მგრ
მაკროელემენტები
- კალციუმი – 8 მგრ
- მაგნიუმი – 50 მგრ
- ნატრიუმი – 12 მგრ
- კალიუმი – 100 მგრ
- ფოსფორი – 150 მგრ
- ქლორი – 25 მგრ
- გოგირდი – 46 მგრ
მიკროელემენტები
- რკინა – 1 მგრ
- თუთია – 1,42 მგრ
- იოდი – 1,4 მკგრ
- სპილენძი – 250 მკგრ
- მარგანეცი – 1,25 მგრ
- სელენი – 15,1 მკგრ
- ქრომი – 1,7 მკგრ
- ფტორი – 50 მკგრ
- მოლიბდენი – 3,4 მკგრ
- ბორი – 120 მკგრ
- სილიციუმი – 100 მგრ
- კობალტი – 1 მკგრ
- ნიკელი – 2,7 მკგრ
წყალში მოხარშული ბრინჯის კალორია – 78 კკალ
- ცილები – 1,5 გრ
- ცხიმები – 0,15 გრ
- ნახშირწყლები – 17,4 გრ
რძეში მოხარშული ბრინჯის კალორია – 97 კკალ
- ცილები – 2,5 გრ
- ცხიმები – 3,1 გრ
- ნახშირწყლები – 16 გრ
- 1 ჭიქა 250 მლ = 230 გრ (765,9 კკალ)
- 1 ჭიქა200 მლ = 185 გრ (616,1 კკალ)
- სუფრის კოვზი („თავით“) = 25 გრ (83,3 კკალ)
- ჩაის კოვზი („თავით“) = 8 გრ (26,6 კკალ)
სასარგებლო თვისებები
ბრინჯი მნიშვნელოვანი წყაროა B ჯგუფის ვიტამინების: B1 (ტიამინი), B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი), B6, PP, კაროტინის, E ვიტამინის, რომლებიც ნერვული სისტემის გაჯანსაღებას უწყობენ ხელს და სასიკეთოდ მოქმედებენ კანის, თმების და ფრჩხილების მდგომარეობაზე. ბრინჯი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს: კალიუმი, ფოსფორი, თუთია, რკინა, იოდი და სელენი. ბრინჯი რთულ ნახშირწყლებს შეიცავს, ამიტომ ის ნოყიერია, არც ისე მაღალკალორიეული და ხელს უწყობს წონაში კლებას.
ბრინჯის შემადგენლობაში შედის 8 ამინომჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ახალი უჯრედების შესაქმნელად ესაჭიროება. ბრინჯის მარცვლის 7-8% ცილებისგან შედგება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბრინჯი, სხვა მარცვლეულისგან განსხვავებით არ შეიცავს გლუტენს – მცენარეულ ცილას, რომელსაც ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ბრინჯი შეიცავს ლეციტინს – ტვინის მოქმედების აქტივატორს, ოლიგოსახარიდს, რომელიც აღადგენს კუჭნაწლავს და გამა-ამინოზეთოვან მჟავას, რომელიც წარმოადენს სისხლის წნევის სტაბილიზატორს. ბრინჯი შეიცავს საკმაო კალიუმს, რომელიც ორგანიზმში სხვა საკვები პროდუქტებიდან მოხვედრილი მარილის მოქმედების ნეიტრალიზებას ახდენს.
ბრინჯი სასარგებლოა მათთვის, ვინც ცდილობს ზედმეტი კილოგრამები არ მოიმატოს ან პირიქით დაიკლოს, რადგან ის არ აღაგზნებს კუჭის სეკრეციას და თითქმის არ შეიცავს მარილს. ბევრი დიეტოლოგი რეკომენდაციას უწევს ბრინჯის განტვირთვის დღეების გაკეთებას. თუმცა ყურადღებით უნდა იყოთ და ბრინჯის მიღების დროს ზომიერება დაიცვათ, რადგან ბრინჯი ძალიან ცოტა ნატრიუმს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს სითხის დაკარგვისაგან იცავს.
ბრინჯი, განსაკუთრებით კი გაუსუფთავებელი, ყავისფერი ბრინჯი, აქტიური ნივთიერებების ფართო სპექტრს შეიცავს, რომელიც იდეალურ საშუალებას წარმოადგენს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის და შლაკების გამოსადევნად. ბრინჯის 50% შეადგენს სახამებელი, რომელიც ადვილად ათვისებადია და ენერგიის წყაროს წარმოადგენს. ბრინჯი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავების მოქმედებას. მარილის ნაკლები შემცველობის გამო ბრინჯი რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებების დროს, ასევე წონაში კლებისას.
რაც უფრო მეტადაა გადამუშავებული ბრინჯის მარცვალი, მით ნაკლებია მასში ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. თეთრ ბრინჯს გავლილი აქვს გასუფთავების ყველა სტადია. ის შედარებით ღარიბია ვიტამინებით და მიკროელემენტებით, თუმცა წარმოადგენს ბრინჯის ყველაზე გავრცელებულ სახეობას, რომელსაც მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ კულინარიაში.
გამარჯობა. რაღაც მაინტერესებს: ბრინჯის კალორია 333 რომ წერია, ხოლო შემდეგ – წყალში მოხარშული ბრინჯისა – 78.
რეალურად თუკი კალორიებს ვითვლი და 200 გრამ წყალში მოხარშულ, უმარილო და უცხიმო ბრინჯს ვჭამ, 156 კალორია უნდა ვიანგარიშო? 333 რისი მომცემი ციფრია?
გმადლობ.
მოხარშულის კალორია უნდა იანგარიშო.