ანანასის დიეტა (2, 3, 5 დღიანი ვარიანტები)
პროდუქტები დიეტისათვის: ანანასი
ანანასის 2 დღიანი განტვირთვის დიეტა
ამ დიეტის მიმდინარეობის დროს იყენებენ მხოლოდ ანანასს. სადღეღამისო ნორმა შეადგენს 1,5-2 კგ. ანანასს. დღის ნორმას (მაგ: 1 ანანასი) 4-5 ნაწილად ყოფენ და ამ პატარა პორციებად ჭამენ დღის განმავლობაში.
ანანასის 2 დღიანი დიეტით იკლებენ 1,5-2 კილოგრამს
ანანასის 3 დღიანი განტვირთვის დიეტა
ეს დიეტაც ყოველდღიურად 1,5 კილოგრამი ანანასის მიღებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ანანასის პორციებთან (4-5 პორცია დღეში) ერთად საჭიროა დღეში 100 გრამი უცხიმო ხორცის და 50 გრამი უცხიმო ხაჭოს დამატება.
ანანასის 3 დღიანი დიეტით იკლებენ 2-2,5 კილოგრამს
ანანასის 5 დღიანი დიეტა
ამ 5 დღიანი დიეტის განმავლობაში საუზმე შედგება 100 გრამი ანანასის და ნახევარი მოხარშული ქათმის კვერცხისგან (ან ჭვავის პურის პატარა ნაჭერი; შეიძლება მონაცვლეობაც – ერთი დღე კვერცხი, მეორე დღე პური), ჩაი (მწვანე ან შავი) უშაქროდ.
სადილი და ვახშამი განსხვავებული იქნება ამ 5 დღის განმავლობაში
1 დღე:
სადილი: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი, 50 გრამი უცხიმო ხაჭო, 100 გრამი ანანასი. შეიძლება 2 ჭვავის ხლებცის დამატებაც.
ვახშამი: 2 მოხარშული კარტოფილი, 100 გრამი ანანასი, უშაქრო მწვანე ჩაი.
2 დღე:
სადილი: ნიახურის სუპი, 150 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 100 გრამი ანანასი. უშაქრო მწვანე ჩაი და თხელი ჭვავის პური.
ვახშამი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, 100 გრამი ანანასი.
3 დღე:
სადილი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, 2 ჭვავის ხლებცი, 100 გრამი ქათმის ხორცი, 100 გრამი ანანასი, მწვანე ჩაი.
ვახშამი: 2 ჭვავის ხლებცი, 1 მოხარშული კარტოფილი, 100 გრამი ანანასი.
4 დღე:
სადილი: 1 მოხარშული კარტოფილი, ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, 100 გრამი ანანასი.
ვახშამი: ნიახურის სუპი, 100 გრამი ანანასი.
5 დღე:
სადილი: 2 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი, ბოსტნეულის სალათა, 100 გრამი ანანასი. უშაქრო ჩაი (მწვანე ან შავი).
ვახშამი: 1 სუფრის კოვზი მოხარშული წიწიბურა, 100 გრამი ანანასი.