პროდუქტები დიეტისათვის – რძე (რძის პროდუქტები)

რძის (3,2%) საკვები ღირებულება – 58 კკალ

  • ცილა – 2.8 გრ.
  • ცხიმი – 3.2 გრ.
  • ნახშირწყლები – 4.7 გრ.

რძის (2,5%) საკვები ღირებულება – 52 კკალ

  • ცილა -2.8 გრ.
  • ცხიმი – 2.5 გრ.
  • ნახშირწყლები – 4.7 გრ.

რძის (1,5%) საკვები ღირებულება – 43 კკალ

  • ცილა – 2.9 გრ.
  • ცხიმი – 1.5 გრ.
  • ნახშირწყლები – 4.7 გრ.

რძის (0%) საკვები ღირებულება – 31 კკალ

  • ცილა – 3 გრ.
  • ცხიმი – 0.5 გრ.
  • ნახშირწყლები – 4.7 გრ.

გლიკემიური ინდექსი (საშუალო) – 30

ვიტამინები

  • ვიტამინი A – 0,02  მგრ
  • ვიტამინი PP – 0,1  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,01  მგრ
  • ვიტამინი A – 22  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,04  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,15  მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,4  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიქოსინი) – 0,05  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 5  მკგრ
  • ვიტამინი B12 (კობალამინი) – 0,4  მკგრ
  • ვიტამინი C – 1,3  მგრ
  • ვიტამინი D – 0,05  მკგრ
  • ვიტამინი H (ბიოტინი) – 3,2  მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 0,8  მგრ
  • ხოლინი – 23,6  მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 120  მგრ
  • მაგნიუმი – 14  მგრ
  • ნატრიუმი – 50  მგრ
  • კალიუმი – 146  მგრ
  • ფოსფორი – 90  მგრ
  • ქლორი – 110  მგრ
  • გოგირდი – 29  მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 0,1  მკგრ
  • თუთია – 0,4  მგრ
  • იოდი – 9  მკგრ
  • სპილენძი – 12  მკგრ
  • მარგანეცი – 0,006  მგრ
  • სელენი – 2  მკგრ
  • ქრომი – 2  მკგრ
  • ფტორი – 20  მკგრ
  • მოლიბდენი – 5  მკგრ
  • კობალტი – 0,8  მკგრ
  • ალუმინიუმი – 50  მკგრ
  • კალა – 13  მკგრ
  • სტრონციუმი – 17  მკგრ
  • 1 ჭიქა 250 მლ = 250 გრ (150 კკალ)
  • 1 ჭიქა 200 მლ = 200 გრ (120 კკალ)
  • სუფრის კოვზი = 18 გრ (10,8 კკალ)
  • ჩაის კოვზი = 5 გრ (3 კკალ)

სპეციალისტები დიდი ხანია დაობენ რძის სასარგებლო და მავნე თვისებებზე. თუმცა ის ჯერჯერობით ერთერთი ყველაზე პოპულარული სასმელი პროდუქტია ბევრ ქვეყანაში მისი მდიდარი შემადგენლობის – ცხიმების, სრულფასოვანი ცილების, ვიტამინების და მიკროელემენტების გამო, რომელიც მასში მოიპოვება.

სასარგებლო თვისებები

რძე კალციუმის წყაროა, ასევე D ვიტამინის, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებისათვის და ზრდისათვის.

რძე მდიდარია A ვიტამინით და ფოსფორით, რომლებიც მნიშვნელოვანი ელემენტებია მხედველობისათვის, ნივთიერებათა ნორმალური ცვლისათვის, თავის ტვინის მუშაობისთვის; B ჯგუფის ვიტამინები, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რომლებიც აუცილებელია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა ნორმალური ფუნქციონირებათვის; მისი ვიტამინები უზრუნველყოფენ იმუნური, ჰორმონალური, ორგანიზმის რეპროდუქტიულ ფუნქციას.

გარდა საკვები ღირებულებისა, რძეს გაუვნებელყოფის თვისებაც ახასიათებს –  ის ახდენს ცვლის პროცესების შედეგად დაგროვილი ან გარედან მოხვედრილი ტოქსინების ნეიტრალიზებას. ამის გამო, რძე არამარტო სასარგებლო პროდუქტი, არამედ შხამსაწინააღმდეგო წამალიცაა – ანტიდოტი.

რძე შეიცავს სასარგებლო ცილას, რომელსაც ადვილად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი.

რძე შეიცავს ცხიმს, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ვისთვისაა სასარგებლო:

ვისაც ოსტეოპოროზი აქვს – რძე მდიდარია კალციუმით, რომელიც 97%-ით აითვისება. ამის გამო რძე ნომერი პირველი პროდუქტია ოსტეოპოროზის დროს – ავადმყოფობა, რომელიც ხასიათდება ძვლების მტვრევადობით, კალციუმის შემცირების გამო.

გაციების დროს – რძის ცილა ადვილად აითვისება, ხორცის ცილისგან განსხვავებით. ინფექციებთან საბრძოლველად კი საჭიროა იმუნოგლობულინი, რომელიც ცილისგან ყალიბდება.

ჰიპერტონიის დროს – რძე მსუბუქი შარდმდენი ეფექტი აქვს, რითაც ამცირებს წნევას.

უძილობის დროს – რძეში შემავალი ამინომჟავები – ტრიპტოფანს და ფენილალანინს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება და მცირე ძილისმომგვრელი ეფექტი აქვთ. ამიტომ 200 მგრ რძის დალევა სასარგებლოა ძილამდე 1 საათით ადრე.

გულძმარვის დროს – რძე ამცირებს კუჭის წვენის მჟავნიანობას.

ავიტამინოზის დროს – ძროხის რძე შეიცავს 20-ზე მეტ ვიტამინს. მასში მოიპოვება დიდი რაოდენობით დეფიციტური B2 (რიბოფლავინი) ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ცვლისთვის: ცხიმებს და ნახშირწყლებს გარდაქმნის ენერგიად, ასევე აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

სპორტსმენთათვის – რძე ბუნებრივი ანაბოლიკია. მისი დალევიდან ნახევარი საათის შემდეგ ის ამაღლებს ორგანიზმში ცილების წარმოქმნის პროცესს. ამიტომ, მისი ვარჯიშის შემდეგ დალევა ზრდის კუნთოვან მასას.

ვისთვის არ შეიძლება:

ლაქტაზის დეფიციტის დროს – ადამიანთა 15%-ს ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტი აქვს, რომელიც რძის შაქარს ლაქტოზად გადაამუშავებს. ლაქტაზის დეფიციტის დროს რძის მიღება ინტენსიურ აირწარმოქმნას, დიარეასა და მუცლის ტკივილს იწვევს.

ალერგიის დროს – რძის ანტიგენ “A”-ს შეუძლია ძლიერი ალერგიული რეაქციის გამოწვევა. ასეთ შემთხვევაში ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ რძის გამოყენებისას და ალერგიის პირველივე ნიშნებისას (გულისრევა, მეტეორიზმი, გამონაყარი, ბრონქიალური ასთმის შეტევა) შეწყვიტონ მისი მიღება.

კალცინოზისკენ მიდრეკილების შემთხვევაში – ქსოვილებში და ორგანოებში კალციუმის მარილების დაგროვების დროს, თუ ასეთი მიდრეკილება არსებობს, რძე ხელს შეუწყობს თირკმელებში ქვების გაჩენას.

55 წელს ზევით ასაკოვან ადამიანებში – რძე შეიცავს მირისტინის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დაგროვებას იწვევს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ათეროსკლეროზის განვითარებაში. ამიტომ 55 წლის ზევით რძის მოხმარება უმჯობესია შეიზღუდოს.

იხ. ასევე: რძე ბოდიბილდინგში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *