პროდუქტები დიეტისათვის – ლობიო (პარკოსნები)

ლობიოს მარცვლის (მშრალი) კალორიულობა – 298 კკალ

გლიკემიური ინდექსი – 35

საკვები ღირებულება

  • ცილები  – 21 გრ
  • ცხიმები – 2 გრ
  • ნახშირწყლები – 47 გრ
  • საკვები უჯრედისი – 12,4 გრ
  • წყალი – 14 გრ
  • მონო და დისაქარიდები – 3,2 გრ
  • სახამებელი – 43,8 გრ
  • ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,2 გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 2,1მგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,5მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,18მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 1,2მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,9 მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 90მკგრ
  • ვიტამინი E – 0,6 მგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 6,4 მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 150 მგრ
  • მაგნიუმი – 103მგრ
  • ნატრიუმი – 40 მგრ
  • კალიუმი – 1100 მგრ
  • ფოსფორი – 480 მგრ
  • ქლორი – 58 მგრ
  • გოგირდი – 159 მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 5,9 მგრ
  • თუთია – 3,21 მგრ
  • იოდი – 12,1 მკგრ
  • სპილენძი – 580 მკგრ
  • მარგანეცი – 1,34 მგრ
  • სელენი – 24,9 მკგრ
  • ქრომი – 10 მკგრ
  • ფტორი – 44 მკგრ
  • მოლიბდენი – 39,4 მკგრ
  • ბორი – 490 მკგრ
  • ვანადიუმი – 190 მკგრ
  • სილიციუმი – 92 მგრ
  • კობალტი – 18,7 მკგრ
  • ალუმინიუმი – 640 მკგრ
  • ნიკელი – 173,2 მკგრ
  • ტიტანი – 150 მკგრ
  • ჭიქა 250 მლ = 220 გრ (655,6 კკალ)
  • ჭიქა 200 მლ = 175 გრ (521,5 კკალ)

მოხარშული ლობიოს კალორია – 123 კკალ

  • ცილები  – 7.8 გრ
  • ცხიმები – 0.5 გრ
  • ნახშირწყლები – 21.5 გრ

პარკოსანი ლობიოს კალორია – 24 კკალ

  • ცილები – 2.0 გრ
  • ცხიმები – 0.2 გრ
  • ნახშირწყლები – 3.6 გრ
სასარგებლო თვისებები

ლობიო შეიცავს 25%-მდე ცილას, რომელიც საკვები ღირებულებით ხორცის ზოგიერთ სახეობასაც აჭარბებს. ლობიოს ცილა  ორგანიზმის მიერ 70-80%-ით აითვისება. ლობიო შეიცავს კალიუმს, კალციუმს, გოგირდს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ვიტამინებს В1, В2, В3, В6, С, Е, К и РР, ასევე შეუცვლელ ამინომჟავებს.

ლობიოში შემავალი გოგირდი, სასიკეთოდ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ინფექციებზე, რევმატიზმზე, კანის დაავადებებზე, ბრონქების ავადმყოფობაზე.

რკინა ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას, უჯრედებთან ჟანგბადის ნაკადის მიწოდებას, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ.

ლობიოს გამოყენება რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის დროს, თირკმელის კენჭის დაავადების, ჰიპერტონიის, პიელონეფრიტის, გულის რიტმის დაავადებების დროს. ლობიო ზრდის იმუნიტეტს კუჭ-ნაწლავის ინფექციების და გრიპის მიმართაც კი.

ლობიოში შემავალი თუთია, ორგანიზმში ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზებას ახდენს. სპილენძი ადრენალინის და ჰემოგლობინის გამომუშავების აქტივიზაციას (სინთეზი) ამაღლებს.

დიეტოლოგების რეკომენდაციით ლობიო კვირაში 1-2-ჯერ უნდა ჩავრთოთ რაციონში და მას დიეტურ და სამკურნალო პროდუქტად თვლიან.

ლობიოს მარცვლებში არსებული არგინინი, მონაწილეობს აზოტური ცვლის პროცესებში, ახდენს რა ნივთიერებათა ცვლაზე ინსულინისმაგვარ მოქმედებას, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და სასიკეთოდ მოქმედებს შაქრის დიაბეტზე.

ანტიბაქტერიული თვისებების გამო, ლობიოსგან მომზადებული კერძები ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აფერხებს კბილის ქვების წარმოქმნას.

ლობიოს მოხმარება სასარგებლოა ტუბერკულიოზის დროსაც.

მწვანე ლობიოს შარდმდენი ეფექტი აქვს, არეგულირებს მარილების ცვლას ორგანიზმში, ხელს უწყობს მათ გახსნას და ქვების დაშლას ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან.

ლობიო აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, ხოლო მისი ანტიმიკრობული თვისება ხსნის ღვიძლში ანთებით პროცესებს.

კონსერვირებული სახით ლობიო ინარჩუნებს სასარგებლო თვისებების მნიშვნელოვან ნაწილს.

წითელი ლობიო – უჯრედისით მდიდარი წყაროა. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით ყოველდღიურად საჭიროა 20-40გრ უჯრედისის მიღება, ხოლო მშრალ წითელ ლობიოში ის 25 გრამია.

ნეგატიური თვისებები

ხარშვამდე ლობიოს არასაკმარისი დალბობის შემთხვევაში იწვევს მუცლის შებერვას. დალბობა აჩქარებს მომზადების პროცესს, ასევე გამოიდევნება ის ნივთიერებები, რომლებიც ქმნიან მონელების პრობლემებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *