პროდუქტები დიეტისათვის – კიტრი
კიტრის საკვები ღირებულება – 14 კკალ
გლიკემიური ინდექსი – 20
- ცილები – 0,8 გრ
- ცხიმები – 0,1 გრ
- ნახშირწყლები – 2,5 გრ
- საკვები უჯრედისი -1 გრ
- ორგანული მჟავები – 0,1 გრ
- წყალი – 95 გრ
- მონო და დისაქარიდები – 2,4 გრ
- სახამებელი – 0,1 გრ
ვიტამინები
- ვიტამინი PP – 0,2 მგრ
- ბეტა-კაროტინი – 0,06 მგრ
- ვიტამინი A – 10 მკგრ
- ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,03 მგრ
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,04 მგრ
- ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,3 მგრ
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,04 მგრ
- ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 4 მკგრ
- ვიტამინი C – 10 მგრ
- ვიტამინი E – 0,1 მგრ
- ვიტამინი H (ბიოტინი) – 0,9 მკგრ
- ვიტამინი К – 16,4 მკგრ
- ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 0,3 მგრ
- ხოლინი – 6 მგრ
მაკროელემენტები
- კალციუმი – 23 მგრ
- მაგნიუმი – 14 მგრ
- ნატრიუმი – 8 მგრ
- კალიუმი – 141 მგრ
- ფოსფორი – 42 მგრ
- ქლორი – 25 მგრ
მიკროელემენტები
- რკინა – 0,6 მგრ
- თუთია – 0,215 მგრ
- იოდი – 3 მკგრ
- სპილენძი – 100 მკგრ
- მარგანეცი – 0,18 მგრ
- სელენი – 0,3 მკგრ
- ქრომი – 6 მკგრ
- ფტორი – 17 მკგრ
- მოლიბდენი – 1 მკგრ
- კობალტი – 1 მკგრ
- ალუმინიუმი – 425 მკგრ
მჟავე კიტრის კალორია – 11 კკალ
- ცილები – 0,8 გრ
- ცხიმები – 0,1 გრ
- ნახშირწყლები – 1,7 გრ
სასრგებლო თვისებები
კიტრი – 95% წყლისაგან შედგება და შეიცავს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ძალიან მცირე რაოდენობას. კიტრი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ცხოველური ცილების ათვისებას, ამიტომ სასარგებლოა ხორცის კერძის და კიტრის სალათის შეთავსება. კიტრი შეიცავს ვიტამინებს – A, B1, B2, P, პროვიტამინ A-ს, ფერმენტებს, მინერალურ ნოვთიერებებს (ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა). მინერალური მარილებიდან ყველაზე მეტს კალიუმს შეიცავს. კიტრის უჯრედისი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას.
ცოცხალი კიტრის ჩართვა რაციონში რეკომენდირებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების, ღვიძლის დაავადებები და სიმსუქნე. კიტრს აქვს ნაღვლისმდენი, შარდმდენი და სასაქმებელის ეფექტი.
ტუტოვანი მარილების რაოდენობით კიტრი მხოლოდ შავ ბოლოკს ჩამორჩება. ეს მარილები ანეიტრალებენ მჟავე შენაერთებს, რომლებსაც ბევრი საკვები პროდუქტები შეიცავენ და არღვევენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, იწვევენ ნაადრევ დაბერებას, ღვიძლში და თირკმელებში კრისტალური შენაერთების (ქვების) დალექვას. კიტრს ადამიანის ორგანიზმის სანიტარს უწოდებენ მჟავე შენაერთების ნეიტრალიზების უნარის გამო.
კიტრი იოდის შესანიშნავი წყაროა, მისი ისეთი შენაერთის სახით, რომელიც ორგანიზმის მიერ ადვილად აითვისება.
იმის გამო, რომ კიტრში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების უმნიშვნელო რაოდენობაა, წონის მატებისათვის არანაირ რისკს ის არ წარმოადგენს. ცოცხალი კიტრი წონაში კლებაში დაგეხმარებათ, რადგან ის აფერხებს ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. თუ კიტრს ზედ ცივ წყალს ან რძეს დავაყოლებთ, კუჭ-ნაწლავის კარგად და სწრაფად გაწმენდაა შესაძლებელი.