პროდუქტები დიეტისათვის – ქათმის კვერცხი

მოხარშული კვერცხის კალორია – 158,7 კკალ

საკვები ღირებულება

  • ცილები – 12,828  გრ
  • ცხიმები – 11,616  გრ
  • ნახშირწყლები – 0,707  გრ
  • წყალი – 73,35  გრ
  • ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 3  გრ
  • ქოლესტერინი – 575,76  გრ
  • მონო და დისაქარიდები – 0,707  გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი A – 0,253  მგრ
  • ვიტამინი PP – 0,192  მგრ
  • ვიტამინი E – 2  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,061  მგრ
  • ვიტამინი A – 262,6  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,071  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,444  მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 1,313  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,141  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 7,071  მკგრ
  • ვიტამინი B12 (კობალამინი) – 0,525  მკგრ
  • ვიტამინი D – 2,222  მკგრ
  • ვიტამინი E – 0,606  მგრ
  • ვიტამინი H (ბიოტინი) – 20,404  მკგრ
  • ვიტამინი К – 0,3  მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 2,3214  მგრ
  • ხოლინი – 253,54  მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 55,56  მგრ
  • მაგნიუმი – 12,12  მგრ
  • ნატრიუმი – 135,35  მგრ
  • კალიუმი – 141,41  მგრ
  • ფოსფორი – 193,9  მგრ
  • ქლორი – 157,58  მგრ
  • გოგირდი – 177,78  მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 2,525  მგრ
  • თუთია – 1,1212  მგრ
  • იოდი – 20,2  მკგრ
  • სპილენძი – 83,84  მკგრ
  • მარგანეცი – 0,0293  მგრ
  • სელენი – 32,02  მკგრ
  • ქრომი – 4,04  მკგრ
  • ფტორი – 55,56  მკგრ
  • მოლიბდენი – 6,061  მკგრ
  • კობალტი – 10,101  მკგრ

კვერცხის ცილის კალორია –  44,4 კკალ

  • ცილები – 11,1  გრ
  • წყალი – 87,3  გრ

კვერცხის გულის კალორია –  358 კკალ

  • ცილები – 16,2  გრ
  • ცხიმები – 30,87  გრ
  • ნახშირწყლები – 1,78  გრ
სასარგებლო თვისებები

ქათმის კვერცხი ერთადერთი პროდუქტია, რომელის 97-98% ათვისებაც ორგანიზმის მიერ  ხდება და ფაქტიურად არ ტოვებს შლაკებს კუჭ-ნაწლავში.

ქათმის კვერცხი მდიდარია ცილებით, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის განვითარებისათვის და სწორი ფუნქციონირებისათვის.

კვერცხი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა ამინომჟავებს, მიკრო და მაკროელემენტებს – კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ქლორს, გოგირდს, რკინას, თუთიას, იოდს, სპილენძს, მარგანეცს, ქრომს, ფტორს, მოლიბდენს, ბორს კობალტს. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით (В1, В2, В3, В6, В9, В12), ასევე შეიცავს Е, С, D, А, Н, РР, К ვიტამინებს.

კვერცხის გული D ვიტამინის წყაროა. ეს ვიტამინი განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვინც ცოტა დროს ატარებს მზეზე (D ვიტამინი სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში მზის სხივების მოქმედებით). D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში, რომელიც ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის გაძლიერებას. გარდა ამისა, კვერცხის გული შეიცავს რკინას, რომელიც ხელს უწყობს დაღლილობასთან და ცუდ განწყობასთან ბრძოლას, ასევე აფერხებს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. კვერცხის გული შეიცავს ლეციტინს, რომელიც აუცილებელია ღვიძლის და სანაღვლე გზების მუშაობის ნორმალიზებისათვის. ლეციტინი ასევე წარმოადგენს სკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც კვებავს ტვინს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ლუტეინი, რომელსაც კვერცხის გული შეიცავს, თავიდან აგარიდებთ მხედველობის პრობლემებს.

კვერცხის გული შეიცავს ხოლინს, რომელიც ამცირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს, სიმსივნის წარმოქმნის რისკი 24%-ით მცირდება. ამიტომ ონკოლოგები სიმსივნის  პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდაციას უწევენ ქალებს ყოველდღიურად 2-3 კვერცხის გამოყენებას.

არანაკლებ სასარგებლოა კვერცხის ცილა, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.

მთლიანობაში კვერცხი შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას და უზრუნველყოფს ორგანიზმს მათი დღიური ნორმის 25%-ით. თუმცა ყველა ღირსებასთან ერთად, არაა საჭირო გადავაჭარბოთ მათი მოხმარების ნორმას, რადგან ჭარბი ცილა, რომელსაც ორგანიზმი იღებს, საშიშია თირკმელებისათვის – ის მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და მავნებელია ჯანმრთელობისათვის.

კვერცხი წარმოადგენს ნიაცინის წყაროს, რომელიც აუცილებელია ტვინის კვებისთვის და სასქესო ჰორმონების ჩამოყალიბებისათვის.

ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9), რომელიც მოიპოვება კვერცხში, აუცილებელია ქალებისათვის ორსულობის პერიოდში, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის და დეფექტების თავიდან ასაცილებლად. კალოფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მჟავა აუმჯობესებს სპერმატოზოიდების ხარისხს, ამიტომ ეს პროდუქტი მამაკაცებისათვისაც სასარგებლოა. D ვიტამინის რაოდენობით კვერცხი მხოლოდ თევზის ქონს ჩამორჩება.

კვერცხი სასარგებლოა სისხლის წარმოქმნისთვის. კვერცხში არსებული ნივთიერებები ხელს უშლის კატარაქტის ჩამოყალიბებას, იცავს თვალის ნერვს, ამცირებს გარემოს მავნე ზემოქმედებას. კვერცხი აძლიერებს ძვლებს და სახსრებს, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას. ამაღლებს გონებრივი შრომის ნაყოფიერებას. კვერცხის ცილას აქვს ყველაზე მაღალი საკვები ღირებულება.

ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ საუზმეზე 2 მოხარშული კვერცხი ზედმეტი კილოგრამებისაგან დაგიცავთ. ცდების შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც საუზმეზე კვერცხს მიირთმევდნენ, უფრო სწრაფად ხდებოდნენ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ პროტეინები რომლებსაც კვერცხი შეიცავს, ადამიანს სწრაფად ანაყრებს, უქრობს შიმშილის გრძნობას და მადას ამცირებს.

კვერცხის ნაჭუჭი დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს შეიცავს – ფტორი, სპილენძი, რკინა, მარგანეცი, მოლიბდენი, ფოსფორი, გოგირდი, თუთია, სილიციუმი – სულ 27 ელემენტს. ერთი კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს 2გრ. კალციუმს (კალციუმის უკეთესი ათვისება ორგანიზმის მიერ ლიმონის მჟავასთან ერთად ხდება). კვერცხის ნაჭუჭს შემდეგნაირად ამზადებენ: კვერცხი კარგად ირეცხება თბილ წყალში. ათავისუფლებენ ცილისგან და გულისგან, ისევ რეცხავენ და 5 წუთით მდუღარე წყალში დებენ. გამომშრალ ნაჭუჭს ფქვავენ (შეიძლება ყავის საფქვავშიც) და ის მზადაა მოხმარებისათვის. მოზრდილებისთვის დოზირება განისაზღვრება დღეში 3 გრამამდე ასაკის მიხედვით. კვერცხის ნაჭუჭის კურსის ჩატარება შეიძლება წელიწადში ორჯერ, 15-20 დღიანი ხანგრძლივობით.

 სახიფათო თვისებები

გასათვალისწინებელია, რომ კვერცხი ამცირებს „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და ამაღლებს „ცუდ“ ქოლესტერინს, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ამის თავიდან აცილება შეიძლება ანტიოქსიდანტების გამოყენების საშუალებით. პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავენ: შავი ქლიავი, ქიშმიში, ფინიკი, მაყვალი, მარწყვი, ჟოლო,  ქლიავი, ფორთოხალი, ალუბალი, შტოში, წითელი ყურძენი, კომბოსტო, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, წითელი წიწაკა, ხახვი, მწვანე ჩაი, მშრალი წითელი ღვინო, ბარდისებრი კულტურები.

ჰარვარდის სკოლის ექიმების განცხადებით, კვირაში 7 ცალი ან მეტი რაოდენობით კვერცხის გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელობისათვის და საშუალო ასაკის მამაკაცებში სიკვდილიანობის რისკს 23%-ით ზრდის. ასევე რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან დიაბეტით დაავადებულები, რომელთა მიერ დიდი რაოდენობით კვერცხის მიღება ინფარქტის და ინსულტის საფრთხეს 2-ჯერ ზრდის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *