ჰორმონების გავლენა ცხიმის გადანაწილებაზე
ეს არ არის პირველი და ალბათ, არც უკანასკნელი თემა ფიტნი.გე-ზე, რომელიც პრობლემურ ზონებს ეხება. ამიტომ, თავს აღარ შეგაწყენთ მისი ზოგადი მიმოხილვით და პირდაპირ პრობლემური ზონების “პრობლემის” კიდევ ერთ გამომწვევ მიზეზზე ვისაუბრებ. პრობლემური ზონების განლაგება პირდაპირ კავშირშია აღნაგობის ტიპთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნაგობა ეს უკვე შედეგია პრობლემური ზონების განლაგების, მაგრამ არა მიზეზი. მიზეზი – ჰორმონებია!
ცნობილია, რომ ჰორმონები წარმოადგენენ ჭარბწონიანობის, სიმსუქნის, ცხიმის ფენების ზრდის მიზეზს, ისინი აფერხებენ წონაში კლებასაც, გარდა ამისა, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები საით გადანაწილდება ზედმეტი ცხიმი, სხეულის რომელ ნაწილებში.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაგალითად ქალებს, რომლებსაც ოდნავ მეტი აქვთ მამაკაცური ჰორმონები, ვიდრე ქალთა სქესის დანარჩენ ნაწილს, სუქდებიან “მამაკაცურად” – ცხიმი ძირითადად სხეულის ზედა ნაწილში უგროვდებათ ან, არც თუ იშვიათად მუცელზე. ასე ხდება პირიქითაც, ქალებს რომლებსაც შედარებით მაღალი ესტროგენის (ქალური ჰორმონი) დონე აქვთ, იმატებენ დუნდულებზე და თეძოებზე, ანუ “ქალურ” ადგილებში უფრო მეტად.
ჰორმონების გავლენა პრობლემურ ზონებზე (ქალი):
ტრიცეპსი – ინსულინის მაღალი დონე და დეჰიდროეპიანდროსტერონის (DHEA) დაბალი დონე;
მკერდი – ესტროგენის მაღალი დონე;
ზურგი – ტესტოსტერონის და/ან ინსულინის მაღალი დონე;
“Love handles” (წელის ხაზი) – სისხლში შაქრის და ინსულინის დისბალანსი;
მუცელი – დაბალი/მაღალი ესტროგენის დონე, ტესტოსტერონის მაღალი დონე, კორტიზოლის მაღალი დონე, ინსულინის მაღალი დონე, ზრდის ჰორმონის დაბალი დონე;
თეძოები, დუნდულები – მაღალი ესტროგენი, დაბალი პროგესტერონის დონე;
ბარძაყები – ზრდის ჰორმონის დაბალი დონე.
ჰორმონების გავლენა პრობლემურ ზონებზე (კაცი):
ტრიცეპსი – ინსულინის მაღალი დონე და დეჰიდროეპიანდროსტერონის (DHEA) დაბალი დონე;
მკერდი – ესტროგენის მაღალი დონე (ხშირად თან ახლავს მომატებულ ინსულინს და ტესტოსტერონის დაბალ დონეს);
ზურგი – ინსულინის მაღალი დონე;
“Love handles” (წელის ხაზი) – სისხლში შაქრის და ინსულინის დისბალანსი;
მუცელი – მაღალი ესტროგენის დონე, ტესტოსტერონის დაბალი დონე, კორტიზოლის მაღალი დონე, ინსულინის მაღალი დონე, ზრდის ჰორმონის დაბალი დონე;
თეძოები, დუნდულები – მაღალი ესტროგენის დონე;
ბარძაყები – ზრდის ჰორმონის დაბალი დონე.
სხვა თემები პრობლემური ზონების შესახებ იხილეთ აქ: პრობლემური ზონები