პროდუქტები დიეტისათვის – ქათმის კვერცხი
მოხარშული კვერცხის კალორია – 158,7 კკალ
საკვები ღირებულება
- ცილები – 12,828 გრ
- ცხიმები – 11,616 გრ
- ნახშირწყლები – 0,707 გრ
- წყალი – 73,35 გრ
- ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 3 გრ
- ქოლესტერინი – 575,76 გრ
- მონო და დისაქარიდები – 0,707 გრ
ვიტამინები
- ვიტამინი A – 0,253 მგრ
- ვიტამინი PP – 0,192 მგრ
- ვიტამინი E – 2 მგრ
- ბეტა-კაროტინი – 0,061 მგრ
- ვიტამინი A – 262,6 მკგრ
- ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,071 მგრ
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,444 მგრ
- ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 1,313 მგრ
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,141 მგრ
- ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 7,071 მკგრ
- ვიტამინი B12 (კობალამინი) – 0,525 მკგრ
- ვიტამინი D – 2,222 მკგრ
- ვიტამინი E – 0,606 მგრ
- ვიტამინი H (ბიოტინი) – 20,404 მკგრ
- ვიტამინი К – 0,3 მკგრ
- ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 2,3214 მგრ
- ხოლინი – 253,54 მგრ
მაკროელემენტები
- კალციუმი – 55,56 მგრ
- მაგნიუმი – 12,12 მგრ
- ნატრიუმი – 135,35 მგრ
- კალიუმი – 141,41 მგრ
- ფოსფორი – 193,9 მგრ
- ქლორი – 157,58 მგრ
- გოგირდი – 177,78 მგრ
მიკროელემენტები
- რკინა – 2,525 მგრ
- თუთია – 1,1212 მგრ
- იოდი – 20,2 მკგრ
- სპილენძი – 83,84 მკგრ
- მარგანეცი – 0,0293 მგრ
- სელენი – 32,02 მკგრ
- ქრომი – 4,04 მკგრ
- ფტორი – 55,56 მკგრ
- მოლიბდენი – 6,061 მკგრ
- კობალტი – 10,101 მკგრ
კვერცხის ცილის კალორია – 44,4 კკალ
- ცილები – 11,1 გრ
- წყალი – 87,3 გრ
კვერცხის გულის კალორია – 358 კკალ
- ცილები – 16,2 გრ
- ცხიმები – 30,87 გრ
- ნახშირწყლები – 1,78 გრ
სასარგებლო თვისებები
ქათმის კვერცხი ერთადერთი პროდუქტია, რომელის 97-98% ათვისებაც ორგანიზმის მიერ ხდება და ფაქტიურად არ ტოვებს შლაკებს კუჭ-ნაწლავში.
ქათმის კვერცხი მდიდარია ცილებით, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის განვითარებისათვის და სწორი ფუნქციონირებისათვის.
კვერცხი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა ამინომჟავებს, მიკრო და მაკროელემენტებს – კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ქლორს, გოგირდს, რკინას, თუთიას, იოდს, სპილენძს, მარგანეცს, ქრომს, ფტორს, მოლიბდენს, ბორს კობალტს. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით (В1, В2, В3, В6, В9, В12), ასევე შეიცავს Е, С, D, А, Н, РР, К ვიტამინებს.
კვერცხის გული D ვიტამინის წყაროა. ეს ვიტამინი განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის, ვინც ცოტა დროს ატარებს მზეზე (D ვიტამინი სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში მზის სხივების მოქმედებით). D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში, რომელიც ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის გაძლიერებას. გარდა ამისა, კვერცხის გული შეიცავს რკინას, რომელიც ხელს უწყობს დაღლილობასთან და ცუდ განწყობასთან ბრძოლას, ასევე აფერხებს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. კვერცხის გული შეიცავს ლეციტინს, რომელიც აუცილებელია ღვიძლის და სანაღვლე გზების მუშაობის ნორმალიზებისათვის. ლეციტინი ასევე წარმოადგენს სკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც კვებავს ტვინს და აუმჯობესებს მეხსიერებას. ლუტეინი, რომელსაც კვერცხის გული შეიცავს, თავიდან აგარიდებთ მხედველობის პრობლემებს.
კვერცხის გული შეიცავს ხოლინს, რომელიც ამცირებს სარძევე ჯირკვლების კიბოს რისკს, სიმსივნის წარმოქმნის რისკი 24%-ით მცირდება. ამიტომ ონკოლოგები სიმსივნის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდაციას უწევენ ქალებს ყოველდღიურად 2-3 კვერცხის გამოყენებას.
არანაკლებ სასარგებლოა კვერცხის ცილა, რომელიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.
მთლიანობაში კვერცხი შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას და უზრუნველყოფს ორგანიზმს მათი დღიური ნორმის 25%-ით. თუმცა ყველა ღირსებასთან ერთად, არაა საჭირო გადავაჭარბოთ მათი მოხმარების ნორმას, რადგან ჭარბი ცილა, რომელსაც ორგანიზმი იღებს, საშიშია თირკმელებისათვის – ის მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და მავნებელია ჯანმრთელობისათვის.
კვერცხი წარმოადგენს ნიაცინის წყაროს, რომელიც აუცილებელია ტვინის კვებისთვის და სასქესო ჰორმონების ჩამოყალიბებისათვის.
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9), რომელიც მოიპოვება კვერცხში, აუცილებელია ქალებისათვის ორსულობის პერიოდში, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის და დეფექტების თავიდან ასაცილებლად. კალოფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მჟავა აუმჯობესებს სპერმატოზოიდების ხარისხს, ამიტომ ეს პროდუქტი მამაკაცებისათვისაც სასარგებლოა. D ვიტამინის რაოდენობით კვერცხი მხოლოდ თევზის ქონს ჩამორჩება.
კვერცხი სასარგებლოა სისხლის წარმოქმნისთვის. კვერცხში არსებული ნივთიერებები ხელს უშლის კატარაქტის ჩამოყალიბებას, იცავს თვალის ნერვს, ამცირებს გარემოს მავნე ზემოქმედებას. კვერცხი აძლიერებს ძვლებს და სახსრებს, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას. ამაღლებს გონებრივი შრომის ნაყოფიერებას. კვერცხის ცილას აქვს ყველაზე მაღალი საკვები ღირებულება.
ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ საუზმეზე 2 მოხარშული კვერცხი ზედმეტი კილოგრამებისაგან დაგიცავთ. ცდების შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც საუზმეზე კვერცხს მიირთმევდნენ, უფრო სწრაფად ხდებოდნენ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ პროტეინები რომლებსაც კვერცხი შეიცავს, ადამიანს სწრაფად ანაყრებს, უქრობს შიმშილის გრძნობას და მადას ამცირებს.
კვერცხის ნაჭუჭი დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს შეიცავს – ფტორი, სპილენძი, რკინა, მარგანეცი, მოლიბდენი, ფოსფორი, გოგირდი, თუთია, სილიციუმი – სულ 27 ელემენტს. ერთი კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს 2გრ. კალციუმს (კალციუმის უკეთესი ათვისება ორგანიზმის მიერ ლიმონის მჟავასთან ერთად ხდება). კვერცხის ნაჭუჭს შემდეგნაირად ამზადებენ: კვერცხი კარგად ირეცხება თბილ წყალში. ათავისუფლებენ ცილისგან და გულისგან, ისევ რეცხავენ და 5 წუთით მდუღარე წყალში დებენ. გამომშრალ ნაჭუჭს ფქვავენ (შეიძლება ყავის საფქვავშიც) და ის მზადაა მოხმარებისათვის. მოზრდილებისთვის დოზირება განისაზღვრება დღეში 3 გრამამდე ასაკის მიხედვით. კვერცხის ნაჭუჭის კურსის ჩატარება შეიძლება წელიწადში ორჯერ, 15-20 დღიანი ხანგრძლივობით.
სახიფათო თვისებები
გასათვალისწინებელია, რომ კვერცხი ამცირებს „კარგი“ ქოლესტერინის დონეს და ამაღლებს „ცუდ“ ქოლესტერინს, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ამის თავიდან აცილება შეიძლება ანტიოქსიდანტების გამოყენების საშუალებით. პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავენ: შავი ქლიავი, ქიშმიში, ფინიკი, მაყვალი, მარწყვი, ჟოლო, ქლიავი, ფორთოხალი, ალუბალი, შტოში, წითელი ყურძენი, კომბოსტო, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, წითელი წიწაკა, ხახვი, მწვანე ჩაი, მშრალი წითელი ღვინო, ბარდისებრი კულტურები.
ჰარვარდის სკოლის ექიმების განცხადებით, კვირაში 7 ცალი ან მეტი რაოდენობით კვერცხის გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელობისათვის და საშუალო ასაკის მამაკაცებში სიკვდილიანობის რისკს 23%-ით ზრდის. ასევე რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან დიაბეტით დაავადებულები, რომელთა მიერ დიდი რაოდენობით კვერცხის მიღება ინფარქტის და ინსულტის საფრთხეს 2-ჯერ ზრდის.