რძე ბოდიბილდინგში – მისი ანაბოლური ფუნქცია

იყო დრო, როცა რძე ძალოვან სპორტსმენებს თანამედროვე სპორტულ კვებას უცვლიდა. მას კუნთოვანი ძალის ზრდის ძლიერ სტიმულატორად თვლიდნენ. თუმცა, ამის გაგონებაზე შეიძლება თანამედროვე „ქიმიურ“ ბოდიბილდერებს ქედმაღლურად გაეღიმოთ. მართლაც რა აქვს საერთო ექსტრემალურ სპორტულ რეკორდებს და უბრალო ძროხის რძეს? ის მართლა ეხმარება კუნთების ზრდას?

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში რამდენიმე თავგზა ამბნევი წინააღმდეგობაა, მაინც ფაქტია, რომ იმ პერიოდის ძალოვანი რეკორდები ჯერჯერობით დაუძლეველია და მაშინდელი ათლეტების სიცოცხლის ხანგრძლივობაც შედარებით მეტი იყო. ჯორჯ ჰაკენშმიდტმა უზრუნველად იცოცხლა 89 წლამდე, ხოო არმანდ ტანი სიცოცხლის ბოლომდე (90 წელი) ინტერესით ესწრებოდა კულტურისტების კონკურსებს. რაც შეეხება თანამედროვე „ფარმაკოლოგიურ“ ეპოქას, იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებიც უკვე 40 წლის ათლეტებს აწუხებთ, საკმაოდ გრძელია, დაწყებული ადრეული ინფარქტებიდან ონკოლოგიური დაავადებებით დამთავრებული.

თუმცა დავუბრუნდეთ რძეს. დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბარია იმ რძეზე, რომელიც სუპერმარკეტების თაროებზე არ მოიპოვება – ახალმოწველილ რძეზე!

რძის სახეები

მრეწველობა აწარმოებს პასტერიზებულ და სტერილიზებულ რძეს.

პასტერიზება – მარტივად რომ ვთქვათ, წარმოადგენს რძის გაცხელებას. ამგვარად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ნადგურდება მავნე მიკროორგანიზმები (თუმცა არა ყველა), რომელიც შეიძლება მასში არსებობდეს და რძეს შენახვის ვადა უგრძელდება. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით იმავდროულად იკარგება ბევრი ბიოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც სასარგებლოა ორგანიზმისათვის.

თუმცა პასტერიზებული რძე მაინც სასარგებლო რჩება ჯანმრთელობისათვის, რადგან ის თითქმის არ აზიანებს რძის ცილას, კონკრეტულად შრატს და კაზეინს. პასტერიზებულ რძეში ორივე ტიპის ცილა იმ ბუნებრივ თანაფარდობაში რჩება, როგორიც ახალმოწველილ რძეში – 20:80. ამასთან ცილები სინერგულად მოქმედებენ და აუმჯობესებენ ერთობლივ ათვისებას. ამ მიზეზის გამო, ვარჯიშის შემდეგ შრატის მიღება უმჯობესია „ნელ“ კაზეინთან ერთად. „გრძელმოქმედებიანი“ კაზეინი ნაცვლად შენელებისა, პირიქით ასტიმულირებს მნიშვნელოვანი ამინომჟავების ათვისებას, რომლებიც გავლენას ახდენენ კუნთებში ცილების სინთეზზე.

სტერილიზაცია – რძის უფრო საფუძვლიანი თერმული დამუშავებაა, როცა მას 130-140 გრადუსამდე აცხელებენ. ამ ტემპერატურაზე ყველა მიკრობი იღუპება. რძის შენახვის ვადა რამდენიმე თვემდე იზრდება, თუმცა ასეთ რძეში სარგებელი მინიმალური რჩება. ის შეიძლება წყალში გახსნილ რამდენიმე კოვზ მშრალ რძეს შეადარო. ცოცხალი ორგანიზმები მასში აღარ არსებობენ.

საუკეთესო რძე, თუ გაქვთ საშუალება იშოვოთ – ეს ახალმოწველილი რძეა. თუ შეძლებთ ძალოვან ტრენინგთან ერთად ახალმოწველილი რძე სვათ ლიტრობით, მაშინვე შეამჩნევთ როგორ დაჩქარდება ძალის და კუნთოვანი მასის ზრდა. იმავდროულად, გაიზრდება ზოგადი ჯანმრთელობის დონეც, რომლის გარეშეც არ არსებობს არც ძალოვანი და არც სხვა სპორტული რეკორდები.

რაში მდგომარეობს ახალმოწველილი რძის საიდუმლო? როგორც მეცნიერება ადგენს, ის შეიცავს იმუნიტეტის გამაძლიერებელ „ცოცხალ“ იმუნოგლობულინებს, ბუნებრივ ანტიტოქსინებს, ასევე განსაკუთრებულ შენაერთებს, რომლებსაც ციტოკინები ეწოდებათ. აღნიშნული ციტოკინები წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში და ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს. აქედან ერთი ფუნქცია უნიკალურია –  ისინი ღეროვანი უჯრედების გენეტიკურ აპარატში ერევიან და აიძულებენ მათ კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნას.

როგორც ცნობილია, ღეროვანი უჯრედები ზურგის ტვინში ყალიბდებიან და არ აქვთ საკუთარი „სახე“. სისხლთან ერთად ისინი „მოგზაურობენ“ ორგანიზმში და საჭიროების მიხედვით გარდაიქმნებიან ამა თუ იმ ქსოვილის უჯრედებად.

ვარჯიშის დროს კუნთოვანი ქსოვილების ბოჭკოები წყდება. მათი აღდგენა ღეროვანი უჯრედებით ხდება, რომლებიც თავის მხრივ ციტოკინებით იმართებიან.

რძის დუღილის დროს ციტოკინების უმეტესობა იშლება. ახალმოწველილი რძის სმის დრო კი ორგანიზმში ციტოკინების რაოდენობა იზრდება, ამიტომ კუნთების ზრდის ტემპი მატულობს.

დღესდღეისობით მეცნიერებამ აღმოაჩნა რამდენიმე ათეული ციტოკინი, თუმცა მათ ზუსტი ფუნქციის დადგენა შეუძლებელია, მათი როლი უნივერსალურია. ისინი ხშირად ცვლიან ერთმანეთს ან მოქმედებენ შეთანხმებულად. თუმცა ამერიკელმა მეცნიერებმა დაუჯერებელი რამ შეძლეს. ძუძუმწოვრების სარძევე ჯირკვლების ხსენიდან, რომელიც მშობიარობის შემდეგ პირველ კვირას ჩნდება, მათ გამოყვეს ციტოკინები, რომლებიც ახდენენ ცილოვანი სინთეზის სტიმულირებას. სწორედ ამ ციტოკინების არსებობით იხსნება ახალშობილის სწრაფი ზრდა. თუ ამ ციტოკინებს ორგანიზმში შევიყვანთ, ჩვენ კუნთოვანი მასის ფანტასტიურ ზრდას მივიღებთ. ციტოკინების თაგვებზე გამოყენებამ მათი ფიიკური ზომების ორჯერ ზრდა გამოიწვია!

საინტერესოა, რომ ეს კვლევები ინიცირებული იქნა ცნობილი კომპანიის «МЕТ-Rx» მმართველის სკოტ კონელის მიერ, სპეციალურად კულტურისტებისათვის. პრეპარატი, რომელმაც მიიღო დასახელება „პრო-გენეკსი“, უახლოეს მომავალში ადამიანებზე გამოიცდება. როგორც კონელი გვპირდება, ის დაასრულებს სპორტში სტეროიდების ხანას, მაგრამ დაიწყება აქამდე წარმოუდგენელი კუნთოვანი მასის მონსტრების ერა.

რძეს ბოდიბილდინგში აქვს კიდევ ერთი დადებითი თვისება. როგორც წესი, კალორიული კვება ანაბოლური ჰორმონების სეკრეციას იწვევს, მათ შორის ინსულინისაც. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ინსულინი მიღებული ნახშირწყლების ნაწილს აუცილებლად კანქვეშა ცხიმად აქცევს, რაც მისი ბუნებრივი ფუნქციითაა განპირობებული – შექმნას საავარიო საწვავის მარაგი ორგანიზმში. ხოლო რძეს შეუძლია ინსულინის ამ ფუნქციის დაბლოკვა. ასე რომ თუ კუნთოვანი მასის ზრდის დროს თუ რძეს დალევთ ნაკლებ ცხიმს დააგროვებთ.

რაც შეეხება რძეს და რძის პროდუქტების ხარისხს, თუ გაქვთ არჩევანის საშუალება, უპირატესობა მიანიჭეთ თხის რძეს. ის ყველა მაჩვენებლით უსწრებს ძროხის რძეს და უკეთ აითვისება.

რძის აუტანლობა

სპორტსმენთა გარკვეულ ნაწილს ლაქტოზაზე (რძის შაქარი) ალერგია აღენიშნება, ან რძის გადამამუშავებელი ფერმენტის ნაკლებობა ან არარსებობა. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია კეფირის, იოგურტის დალევა ან ხაჭოს და ყველის ჭამა, ანუ იმ რძის პროდუქტების, რომლებშიც ლაქტოზა ამოღებულია სამრეწველო გადამუშავების პროცესის შედეგად. ამ პროდუქტების მოხმარებით შეიძლება იგივე ეფექტის მიღება, როგორც დღეში 2-3 ლიტრი რძის დალევით.

სხვათა შორის, თუ რძე კუჭში სხვა საკვებთან ერთად ხვდება, მაშინ ლაქტოზის აუტანლობა ნაკლებ პრობლემას ქმნის. ამიტომ კუნთოვანი მასის ზრდის პერიოდში შეეცადეთ ჩვეულებრივ საკვებს 1-2 ჭიქა რძე დააყოლოთ. ასეთი სახით ის უკეთ აითვისება და კუნთოვანი ზრდაც წარმატებულად მოხდება.

როგორ მივიღოთ

მოუხდელი რძე (250გრ) – 146 კკალ

  • ცილა – 8გრ.
  • ნახშირწყლები – 11გრ.
  • ცხიმი – 8 გრ.

როგორ მივიღოთ: პერიოდულად, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ, შრატის ცილის დამატებით

დაბალცხიმიანი რძე 2% (250გრ) – 122 კკალ

  • ცილა – 8გრ.
  • ნახშირწყლები – 11გრ.
  • ცხიმი – 5 გრ.

დაბალცხიმიანი რძე 1% (250გრ) – 102 კკალ

  • ცილა – 8გრ.
  • ნახშირწყლები – 11გრ.
  • ცხიმი – 2 გრ.

უცხიმო რძე 0% (250გრ) – 83 კკალ

  • ცილა – 8გრ.
  • ნახშირწყლები – 11გრ.
  • ცხიმი – 0 გრ.

როგორ მივიღოთ: ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ, შრატის ცილის დამატებით; ვარჯიშის შემდეგ დაუმატეთ შოკოლადის სიროპიც

იხ. ასევე: პროდუქტები დიეტისათვის – რძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *