წონის ბლოკატორი – ესტროგენის ჭარბი რაოდენობა

წონის ბლოკატორი – ესტროგენის დისბალანსი

ესტროგენი არის ქალური ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. ესტროგენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ქალის ჯანმრთელობა, მისი განწყობა-ხასიათი,  სილამაზე, აღნაგობა, სექსუალობა. როცა ესტროგენი ნორმაშია, მას ხავერდოვანი კანი აქვს, ნაზი და სასიამოვნო ხმა, ლამაზი ღიმილი და ხალასი ემოციები.

ესტროგენი მამაკაცებსაც აქვთ, თუმცა გაცილებით მცირე რაოდენობით.

ესტროგენის დონე გარკვეულ მიზეზთა გამო შეიძლება მოიმატოს ან დაიკლოს, თუმცა ნებისმიერი სახის დისბალანსი საკმაო დისკომფორტს უქმნის ქალის ორგანიზმს.

მაღალი ესტროგენი

ესტროგენის ჭარბი რაოდენობა შეიძლება ჰქონდეს როგორც ქალს, ასევე კაცსაც. ესტროგენი განაგრძობს საკვერცხეებში გამომუშვებას, მენოპაუზის დადგომის შემდეგაც.

თუ თქვენ ტესტოსტერონის დაბალი დონე გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ესტროგენის კონცენტრაცია სავარაუდოდ აჭარბებს ნორმას.

ესტროგენი, ისევე როგორც სხვა ჰორმონები, პასუხისმგებლები არიან თქვენ რეაქციაზე, როცა იღებთ საკვებს ან სვავთ სითხეს. ესტროგენია მიზეზი, რის გამოც ქალები, კაცებისაგან განსხვავებით უფრო რთულად იკლებენ წონას ასაკის მატებასთან ერთად.

მაღალი ესტროგენის დონის ნიშნებია:

  • წონა მატულობს, დიეტის შემთხვევაშიც კი;
  • პერიოდული ტკივილები მუცლის არის ქვეშ;
  • გამონაყარი სახეზე;
  • თმების ცვენა;
  • პერიოდულად მაღალი არტერიული წნევა;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • სარძევე ჯირკვლების გაუხეშება ან ზედმეტი მგრძნობელობა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა – საჭმლის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს გულისრევა ან ღებინება;
  • კუჭნაწლავის მუშაობის დარღვევა – შეკრულობა ან დიარეა;
  • ძილის დარღვევა;
  • ფსიქოემოციური ფონის მერყეობა, ხასიათის ცვლილება.

როგორ დავარეგულიროთ და შევამციროთ ესტროგენის ნორმა?

ესტროგენის დონის ქვევით ჩასაწევად, რეკომენდირებულია დღეში ნახევარი კილო ბოსტნეულის მიღება. ბოსტნეულის ბოჭკო დაგეხმარებათ გამოდევნოთ ესტროგენი, რათა ის არ ცირკულირებდეს თქვენს სხეულში და ხელს არ უწყობდეს ჭარბი წონის დაგროვებას.

გარდა ამისა, ბოსტნეულის ხარჯზე შეამცირეთ ხორცი თქვენს რაციონში. გასული საუკუნის მანძილზე სამრეწველო სოფლის მეურნეობისა და კულტურის განვითარებაში მომხდარმა სწრაფმა ცვლილებებმა წინ გაუსწრო ჩვენი გენების ახალ სიტუაციაში ადაპტირებას. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი დნმ ჯერ არ არის ადაპტირებული თანამედროვე ხორცზე, ხოლო წითელი ხორცის გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს ესტროგენის დონის ზრდა.

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ხორცი საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან, მაგრამ არის მიზეზები, რის გამოც უნდა შევამციროთ მისი მოხმარება. პალეო დიეტა (ნაკლები გადამუშავებული ხელოვნური საკვები, მეტი ხორცეული, კვერცხი და ა.შ.) სასარგებლოა ზოგიერთი ქალებისათვის, თუმცა ის უკეთეს შედეგებს იძლევა მამაკაცებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *