დუკანის დიეტის რეცეპტები – ღუმელში შემწვარი ქათმის ფილე

ღუმელში შემწვარი ქათმის ფილე

ინგრედიენტები:

2 ცალი ქათმის ფილე

1 ცალი ლიმონის წვენი

1 ც ხახვი

2 ც ნიორი

1.5 ჩ/კ ტომატ-პასტა (დასაშვებია მეორე ფაზაში)

უშაქრო მდოგვი (დასაშვებია მეორე ფაზაში)

სანელებლები: პაპრიკა, სვანური მარილი,პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

მოვამზადოთ მარინადი – აურიეთ ერთმანეთში ლიმონის წვენი, პაპრიკა, სვანური მარილი, პილპილი და მარილი, იმ შემთხვევაში თუ მეორე ფაზაში ხართ შეგიძლიათ დაუმატოთ მდოგვი და ტომატ-პასტა, თუ პირველ ფაზაში ხართ, ეს ინგრედიენტებს არ იყენებთ. ჩაყარეთ მსხვილ რგოლებად დაჭრილი ხახვი და 2 ცალი შუაზე გაჭრილი ნიორი.

ქათმის ფილე დაჭერით დაახლოებით 5-6 სმ კუბებად, ჩააწყვეთ ჯამში და დაასხით მარინადი. დატოვეთ 30 წუთი.

ამოიღეთ ჯამიდან ხახვი და ნიორი. ქათამი თავის წვენთან ერთად მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, თავზე დააფარეთ ფოლგა (ალუმინის ქაღალდი) და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე. როცა ქათამი დარბილდება (დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ), ჭურჭელს მოხსენით ფოლგა. თუ ღუმელს გრილი აქვს, ჩაურთეთ. ვაცდით სანამ წვენს მთლიანად არ დაიშრობს და ზემოდან არ დაიბრაწება.

თუ მეორე ფაზაზე ხართ, ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი,ხახვი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

 

თუ გიჭირთ დამოუკიდებლად მომზადება, “კაცი ვიცი მე კუხნაში” ვიდეო სერია თქვენს დასახმარებლად მზადაა:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *