მომღერალი ნიკა ლაზარიაშვილი – როგორ ვივარჯიშოთ დარბაზის გარეთ
ნიკა ლაზარიაშვილი – 28 წლის, მომღერალი, ფიტნეს-ინსტრუქტორი.
ჩემს შესახებ:
ბავშვობიდან ენერგიული, მოძრავი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი.
ჩემი გაჩერება მხოლოდ ლოგინს შეეძლო, სადაც მეძინა …)))
რაც შეეხება სიმღერას და სპორტულ ცხოვრებას:
– სიმღერა 10 თვის ვიყავი, რომ დავიწყე და დღემდე არ გავჩერებულვარ. 12 წლის ვიყავი, როდესაც ფოლკლორით დავინტერესდი და ერთ-ერთ ანსამბლში მოვხვდი. ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ამ მრავალხმიანი სიმღერის სტილმა. შემდეგ რაღაც ახლის ძიებაში, სრულიად შემთხვევით, თანამედროვე სიმღერის შესწავლა დავიწყე და ამ ყველაფრის სინთეზით ვარ დღევანდელი „ნიკა ლაზარიაშვილი“.
– სპორტი ფეხბურთით დავიწყე 1 კლასში, ანუ 6 წლის ასაკში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ ჩემმა ფეხბურთმა გადაინაცვლა კედელზე მედლებად და სიგელებად, შემდეგ კი დავიდა ჰობის დონეზე. თუ რატომ უჭირავს ჩემი ცხოვრების, ასე ვთქვათ დიდი ნაწილი ვარჯიშს და რატომ დავიწყე აქტიური სპორტული ცხოვრება, შევეცდები ეს ყველაფერი ძალიან მოკლედ ვთქვა.
უკვე ავღნიშნე, რომ ძალიან ენერგიული და მოუსვენარი ვიყავი, და ეს ულევი ენერგიის მოზღვავება სადღაც უნდა წამეღო. თავდაპირველად ამ ენერგიის ხარჯვა დავიწყე სპორტ-დარბაზში, რამაც გარკვეულ პერიოდში ისეთი შედეგი მომცა, რომ სარკეს არ ვუჯერებდი (რა თქმა უნდა ინდივიდუალური შესაძლებლობებით და არა წელში გაწყვეტით). რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო ნაკლები ძალისხმევა მჭირდებოდა და მეტი შედეგი მქონდა (ამით იმის თქმა მინდა, რომ თავიდან ყველაფრის დაწყება რთულია). შემდეგ ამ სფეროში მეტად კომპეტენტურმა და გათვითცნობიერებულმა ადამიანებმა უფრო დამაინტერესეს და ბიძგი მომცეს, თავად შემესწავლა სწორად ვარჯიში და შემეტანა წვლილი იმ ადამიანების განვითარებაში ვისაც ვარჯიში უნდა, ან ეზარება, ან უჭირს ფიზიკურად და ა.შ.
ვარჯიში მეხმარება ნეგატიური ენერგიის გამოყოფაში, რომ ვიყო ჯანმრთელი, რომ ვაზროვნებდე ჯანსაღად, რომ ვიყო ენერგიული, რომ ვიყო ელასტიური, რომ არ ვიყო ზარმაცი და ბოლოს გამოვიყურებოდე ისე, როგორც მინდა და მეცვას ის, რაც მინდა!
წარმატებებს გისურვებთ! <3
როგორ ვარჯიშობს ლევან ლაზარიაშვილი და მისი რჩევები კი ვიდეოში: