დუკანის დიეტის რეცეპტები – ხაჭოს ბლინები
ინგრედიენტები:
კვერცხი – 1 ცალი
შვრიის ქატო – 1 ჭიქა
რძე – 3 სუფრის კოვზი
ხაჭო – 150 გრამი
მარილი – 1/8 სუფრის კოვზი
მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი და რძე, დაუმატეთ მარილი და შვრიის ქატო. მარილი ასევე დაამატეთ ხაჭოსაც.
გახურებულ ტაფაზე დავასხათ ცომი და შევწვათ ორივე მხრიდან. ამ რაოდენობის ცომისგან ვიღებთ 2 პატარა ბლინს. ბლინებში შევახვიოთ ხაჭო.
გემრიელად მიირთვით!