როგორ დავიწყოთ სირბილი? – მოყვარული მორბენლის თეა სუბელიანის რჩევები
როგორ დავიწყოთ სირბილი, რჩევები მოყვარული მორბენლებისთვის
ჩემს შესახებ:
მე ვარ თეა სუბელიანი, პროფესიით ექიმი და საოპერო მომღეღალი.
ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ვიყო მუდამ კარგ ფორმაში, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ამაში მეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გამოიხატება ფიზიკურ აქტივობაში (იოგა, ზუმბა, ბევრი სიარული) და სწორ კვებაში.
როდის დავიწყე სირბილი:
სირბილი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა რამდენიმე წლის წინ, როდესდაც პირველად მივიღე მონაწილეობა ნახევარმარათონში, სადაც 21 კმ უბრალოდ გავისეირნე. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი შესაძლებლობები უნდა გამეზარდა, რაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად მოხდა. ვცდილობდი გარბენებში მიმეღო მონაწილეობა ჩემი ტემპით, რაც უკვე სირბილისადმი ინტერესს მიღვიძებდა. ამან გამოიწვია ის, რომ სირბილი ჩემთვის იქცა დასვენების ერთერთ საუკეთესო საშუალებად. მან საგრძნობლად გააუმჯობესა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საერთოდ დამავიწყა ბრონხული ასთმის არსებობა, რომელიც მთელი ცხოვრება მიქმნიდა პრობლემებს, მომიწესრიგა ძილი და რაც ყველაზე მთავარია, განწყობა მაქვს ყოველთვის პოზიტიური.
რა არის სირბილი შენთვის:
სირბილი არის აქტიური მედიტაცია, დასვენების და ფიქრის საუკეთესო საშუალება, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობას, აქვს ანტიკარცენოგენული და სხვა მრავალი დაავადების პროფილაქტიკური მოქმედება და რაც მთავარია ნამდვილი ანტიდეპრესანტია. მინიმუმ 20 წუთი გარბენის შემდეგ ადამიანს აქვს ბედნიერების შეგრძნება, რადგან ტვინში მატულობს სეროტონინის და დოფამინის (ბედნიერების ჰორმონი) კონცენტრაცია.
ირბინეთ იმისთვის რომ იყოთ ბედნიერები, ირბინეთ რამდენიც გსიამოვნებთ!
დანარჩენი რჩევები კი იხილეთ ვიდეოში: