ჯანსაღი რეცეპტები – შოკოლადის კექსი

გემრიელი და ჯანსაღი რეცეპტები – შოკოლადის კექსი შვრიის ფანტელით

ინგრედიენტები:
  • 3 კვერცხი
  • 200 გრ ხაჭო
  • 200 გრ შვრიის ფანტელი
  • 100 გრ გახეხილი შავი შოკოლადი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • ნახევარი ჭიქა წყალი

სულ 100 გრამში – 85 კალორია, აქედან:

  • ნახშირწყლები – 27 გრ.
  • ცილები – 12 გრ.
  • ცხიმები – 10 გრ.
მომზადების წესი:

ვიღებთ კვერცხს, შვრიის ფანტესლს და ხაჭოს. ვურევთ ერთმანეთში და ვამატებთ ცოტა წყალს, რომ კარგად გაითქვიფოს, შემდეგ ვუმატებთ შოკოლადს და ვანილს.

ვურევთ და ვამატებთ შვრიის ფანტელს ცოტ-ცოტას, იქამდე სანამ არ გამკვრივდება როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შემდეგ ვიღებთ და ვაკეთებთ პატარა გუნდებს, რომლებსაც ვათავსებთ ღუმელში ან გრილში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *