ფეხის ვარჯიშები – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?
ფეხებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები უამრავია და ასევე უამრავს აქვს რეკომენდაციები, რომ ის საუკეთესოა, კარგ შედეგს იძლევა, ფორმაში მოყავს ფეხები და ა.შ. თუმცა ფეხის ვარჯიშებს, ბევრი ქალი მაინც ფრთხილად ეკიდება, რადგან აქვთ, ან ნეგატიური გამოცდილება. ან ვერ მიიღეს სასურველი შედეგი.
რა ნეგატიურ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ? – ის, რომ რჩევა არ შეიძლება უნივერსალური იყოს, მაშინ, როდესაც ყველა ქალს სხვადასხვა აღნაგობა აქვს, სხვადასხვა სიმაღლე, ფეხის ფორმა. ასევე სხვადასხვა ქალი, სხვადასხვა რამეს გულისხმობს კარგ შედეგში და სხვადასხვა მიზნები აქვს.
ამიტომ უნდა დავკონკრეტდეთ, როცა ვსაუბრობთ კარგ შედეგზე და ვისთვისაა ეს შედეგი განკუთვნილი.
დღეს ფეხების საუკეთესო ვარჯიშად ჩაჯდომებია აღიარებული. ჩაჯდომები მართლაც კარგია ფეხის კუნთების ტონუსში მოსაყვანად, მოშვებული კუნთის გასამაგრებლად, თუმცა ჩაჯდომები სხვადასხვანაირად შეიძლება შესრულდეს – სხვადასხვა წონებით, წონების გარეშე, მცირე ან დიდი რაოდენობით და ა.შ. რაც სხვადასხვა შედეგს გვაძლევს, მით უმეტეს, როცა ყველა ქალს ერთი და იგივე აღნაგობა არა აქვს და ერთი და იგივე ფეხის ფორმა.
ხშირია ასეთი შეცდომა – გოგონა, რომელიც არც ისე მაღალია, აქვს ე.წ. მსხლის აღნაგობა, იწყებს უამრავი ჩაჯდომების გაკეთებას დიდი სიმძიმეებით, ამატებს ტრენაჟორებზე ფეხების სიმძიმით აწევის ვარჯიშს, მაქსიმალურად ტვირთავს ფეხებს და არც თუ ისე სასურველ შედეგს იღებს. ნაცვლად ლამაზი თხელი ფეხებისა, ფეხები დაკუნთულ და მსხვილ ფორმას იღებს. ფუჭდება სიარულის მანერა, უხეში და მოუქნელი ხდება. შედეგად კი ვიღებთ ვარჯიშით იმედგაცრუებას. დიახ, ის მცირე კუნთის მოხაზულობაც კი, რომელიც არანაირად არ აფუჭებს მაღალი თხელი აღნაგობის ქალურ ფეხს, სხვა ტიპის აღნაგობის შემთხვევაში, შეიძლება არც ისე ლამაზად გამოიყურებოდეს.
ამიტომ, ფეხის ვარჯიშებს სანამ დაიწყებდეთ, გაითვალისწინეთ თქვენი აღნაგობა და რა მიზნებს ისახავთ. მართალია საუბარი ჩაჯდომების ნეგატიური გამოცდილებით დავიწყე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩაჯდომებს უნდა ერიდოთ.
ჩემი რჩევა მოდით ასე ჩამოვაყალიბოთ, ძალიან მარტივი და გასაგები რომ იყოს:
დიახ, გააკეთეთ ჩაჯდომები!
თუმცა თუ არ ხართ მაღალი, გაქვთ მსხლისმაგვარი აღნაგობა, ანუ ქვედა ნაწილი ისედაც ფართოა, თქვენი ფეხის კუნთები გენეტიკურად ისედაც დიდი და ძლიერია – დიდი რაოდენობით და სიმძიმეებით ჩაჯდომებს ერიდეთ. სულ ოდნავ გამოწეულმა კუნთმაც კი, ფეხს შეიძლება მსხვილი ვიზუალური შეხედულება მისცეს. გააკეთეთ მცირე რაოდენობით და სიმძიმეების გარეშე, ან მსუბუქი წონებით.
თუ მაღლი ხართ და თხელი აღნაგობა გაქვთ, ფეხის კუნთები არც ისე განვითრებულია, მაშინ შეგიძლია თამამად ივარჯიშოთ ჩაჯდომებით და სიმძიმეებითაც, მით უმეტეს რომ კუნთების შიში შეიძლება არც გქონდეთ. იგივე ეხება, ვისაც ზედა ნაწილი, მხრები, მკერდი უფრო განიერი აქვს, ხოლო ფეხები კი ნაკლებად მიდრეკილია ცხიმის დაგროვებისკენ და მუდამ გამხდარი აქვს მთლიან პროპორციაში.
ახლა კი პრაქტიკული ნაწილი, როგორ ვავარჯიშოთ ფეხები ისე, რომ არ დაგვეკუნთოს, მაგრამ მოვიდეს ტონუსში, კუნთები შეიკრას მოცულობის გამსხვილების გარეშე და ცელულიტიც შემცირდეს.
წარმოგიდგენთ 5 დატესტილ საუკეთესო ვარჯიშს, რომელიც ფორმაში მოიყვანს თქვენს ფეხებს და საჯდომის დუნდულა კუნთებს: