როგორ არ ვიშიმშილოთ დიეტის დროს?
– როგორ არ ვიშიმშილოთ დიეტის დროს❓
– პასუხი პოსტშია – უნდა შეცვალოთ თქვენი შეხედულებები დიეტის და წონის კლების შესახებ❗
როგორ❓❓❓
მოკლედ, უმეტესობას ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, აქვს არასწორი შეხედულებები კვების და ვარჯიშის შესახებ და ამის გამო ბევრი წარუმატებელი შედეგის გამოცდილებაც.
განვიხილოთ ეს არასწორი შეხედულებები:
✅ იმისათვის, რომ დაიკლო წონა, აუცილებელია შიმშილი და უგემურად ჭამა – ეს არასწორი წარმოდგენაა. შეიძლება ჭამოთ გემრიელად, საკმარისი რაოდენობით და დაიკლოთ. სხვათა შორის ჩემი შედგენილი კვების დროს, ბევრი აღნიშნავს, რომ დადგენილ ნორმასაც ვერ ერევა და საერთოდ არ აქვს შიმშილის გრძნობა.
✅ როგორ მოვახერხოთ, რომ არ ვიშიმშილოთ, საკმარისად და გემრიელად ვჭამოთ და თან დავიკლოთ? ამისათვის აუცილებელია გონივრულად დავითვალოთ ჩვენს რაციონში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების პროპორციები (ანუ არა მხოლოდ კალორიები, როგორც ბევრი აკეთებს). რაციონი აუცილებლად ითვლება – გრამებით❗ არანაირი ჭიქა, ხელის გული, მუჭით ან რამე მსგავსი მიახლოებით ხერხით❗ მხოლოდ გრამების კალკულაციით შეიძლება პროგნოზირებადი შედეგის მიღება.
✅ თუ თქვენ ამოირჩევთ რომელიმე წონის კლების პროგრამას და თქვენ დიეტას არ გიდგენენ გრამებში გათვლილი რაციონით, თქვენი სიმაღლის, წონის, ასაკის და მიზნების შესაბამისად – მზად იყავით, შედეგი არაპროგნოზირებადი იქნება. რადგან ერთი და იგივე ჯანსაღი საკვები შეიძლება ჭამოთ როგორც წონის დასაკლებად, ისე წონის შესანარჩუნებლად ან მასის მოსამატებლად. თუ არ გინდათ შიმშილი დიეტის დროს – არ უნდა დაიზაროთ საკვების აწონვა❗
✅ სანამ წონის კლების ეტაპზე ხართ, თქვენ დაგჭირდებათ მაქსიმალური კონცენტრაცია თქვენს რაციონზე❗ თქვენ ზუსტად უნდა მისდიოთ დადგენილ კვების რეჟიმს❗ დიეტური კვების დროს ფანტაზიას თუ ჩართავთ, დაშვებული პროდუქტებით ძალიან გემრიელი კერძების მომზადებაც შეგიძლიათ. ჩემი პროგრამის მანძილზე ისეთი არაჩვეულებრივი კულინარიული შედევრები დაუდიათ, თვალი რომ გაგექცეოდათ და მადაზე მოგიყვანდათ.
✅ უმეტეს შემთხვევაში წონა ბრუნდება მხოლოდ ერთი მიზეზით: დიეტას და სწორ კვებას მხოლოდ გარკვეული დროის ეტაპის საჭიროებად თვლიან და მისი გაწყვეტის შემდეგ თავს „იშვებენ“. ფაქტია – უკონტროლო კვებას, დიდი რაოდენობით ტკბილეულს, ცომეულს, გაზიან და ალკოჰოლურ სასმელს, ვერაფერი ვერ აღუდგება! წონა ისევ დაიწყებს მატებას❗ მაშ როგორ მოვიქცეთ, რომ აღარ მოვიმატოთ? დიეტის დროს შეძენილი კვებითი ჩვევების ნაწილი აუცილებლად უნდა დატოვოთ თქვენი ცხოვრების ნაწილად – საკმარისი რაოდენობის ბოსტნეული, თევზეული, ხორცი, მარცვლოვნები, უჯრედისით მდიდარი საკვები, ხაჭო, კვერცხი და ა.შ. ეს თქვენი კვების ძირითადი ნაწილი უნდა იყოს. ეს თუ ასე იქნება, მაშინ 1 ნაჭერი ტორტი ან ხაჭაპური, პერიოდულად საზეიმო სუფრები, სასმელი – ვერაფერს ვერ დააკლებს თქვენს წონას.
✅ ვიტამინი D – საქართველოში ამ ვიტამინის დეფიციტი ბევრს აღენიშნება. D ვიტამინის დეფიციტი კი წონის კლებას ხელს უშლის. მისი კომპენსირება დანამატის საშუალებით შეიძლება.
სად შეიძლება D ვიტამინის შეძენა ამაზონზე ხარისხიანად და ბიუჯეტურად? იხილეთ, საუკეთესო ვარიანტები:
0b361g
v7o6vq