ქართველი StrongMan ჭაბუკა ჭიღლაძე ევროპის დასაპყრობად ემზადება
როგორ ემზადება ქართველი სტრონგმენი ჭაბუკა ჭიღლაძე Arnold Strongman Classic Europe ჩემპიონატისთვის, რა შანსია, რომ ევროპის ყველაზე ძლიერი მამაკაცი ქართველი გახდეს და მისი რჩევები ძალოვანი სპორტის მოყვარულებს.
პირველი ნაბიჯები და რთული არჩევანი:
ყოველთვის მხიბლავდა ძალა და ძალისმიერი სპორტი, განსაკუთრებით კი მძიმე ათლეტიზმი და მსუბუქი ათლეტიზმის რამდენიმე მიმდევრობა. ჩემი ძმა და მამაჩემი მძიმე ათლეტიზმით იყვნენ დაკავებულები და ყოველთვის დავყვებოდი დარბაზში, როცა პატარა ვიყავი. ასაკის ცვლილებასთან ერთად მივხვდი, რომ მეც მინდოდა ძალისმიერი სპორტით დავკავებულიყავი. ჩემი ოჯახის წევრები ხვდებოდნენ, რამდენად მძიმე და რთულ გზას ვირჩევდი და მირჩიეს, რომ რაიმე მსუბუქი სპორტს გავყოლიდი. ყველანირი დაშლის და რჩევების მიუხედავად ეს გზა ავირჩიე.
შეჯიბრებები და გამარჯვებები:
საკმაოდ ადრეულ ასაკში – 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამოვედი სამჭიდში საქართველოს ჩემპიონატზე და რეკორდებით და ჩემპიონობით დავასრულე შეჯიბრი.
20 წლის გავხდი აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონი უძლიერეს მამაკაცთა შორის.
21 წლის ასაკში იუნიორებს შორის გავხდი მსოფლიო ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში.
22 წლის მადრიდის გრანპრის პირიზიორი გავხდი იუნიორებს შორის ძალისმიერ სამჭიდში.
IPF ის ვერსიით დოპინგ-კონტროლში მსოფლიო რეკორდი დავამყარე წარმატებასთან ერთად.
ჩემ კარიერას ყოველთვის თან სდევდა ტრამვები.
ეხლა 23 წლის ვარ და მინდა არნოლდ კლასიკის მსოფლიო ჩემპიონი გავხდე უძლიერეს მამაკაცთა შორის და გავხდე პროფესიონალი, რაც ჩემთვის უდიდესი წარმატება იქნება. სულ რამოდენიმე ადამიანია მსოფლიოში თითზე დასათვლელი, რომელებმაც ამ ასაკში მოახერხეს პროფესიონალებში გადასვლა და მინდა მეც, მათ შორის ერთერთი ვიყო.
Arnold Strongman Classic Europe
2017 წლის 23 სექტემბერს გაიმართება Arnold Strongman Classic Europe, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ჩვენი სპორტსმენები საქართველოს ღირსებას და სახელს დაიცავენ 2 წონით კატეგორიაში – 105კგ. და 105+კგ.
შეჯიბრი საკმაოდ დაძაბული და რთული იქნება. სირთულეს ჩემი ტრამვა კიდევ უფრო მიმატებს. 2 თვის წინ strongman open change – ის პირველ ეტაპზე აქილევსის მყესი გავიწყვიტე და მყესი დღემდე არ შეხორცებულა ბოლომდე. მიუხედავად ტრამვისა, მომზადება 1 ივლისს დავიწყე და 23 სექტემბერს საკუთარი ფორმის პიკი უნდა ვაჩვენო წესით. Arnold Strongman Classic Europe არის ერთერთი გადასალახი ბარიერი ჩემს კარიერაში, რომ მოვხვდე არნოლდ კლასიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყოველ წელს ამერიკის სხვადასხვა შტატებში იმართება. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც ტელევიზორში ამ შეჯიბრს ვუყურებდი. დღემდე ამ სპორტში ყველაზე დიდი შეჯიბრი არნოლდ კლასიკია და ყოველთვის იყო ჩემთვის ოცნება ამ შეჯიბრზე მოხვედრა. დღეს კი პრიზიორობის ერთერთი კანდიდატი ვარ რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით. სპორტსმენისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა ხედავ რომ შრომა გიფასდება. დღეს საქართველოში არც თუ ისე პოპულარულია სპორტის ეს სახეობა, მაგრამ ფედერაციის დამფუძნებლები ყველანაირად ცდილობენ, რომ სპორტსმენებს შრომა დაუფასდეთ.
დანარჩენი კი, თუ როგორ ემზადება ქართველი სტრონგმენი ევროპისათვის და მისი რჩევები, იხილეთ ვიდეოში: