ჯანსაღი რეცეპტები – შოკოლადის კექსი
გემრიელი და ჯანსაღი რეცეპტები – შოკოლადის კექსი შვრიის ფანტელით
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 200 გრ ხაჭო
- 200 გრ შვრიის ფანტელი
- 100 გრ გახეხილი შავი შოკოლადი
- 1 პაკეტი ვანილი
- ნახევარი ჭიქა წყალი
სულ 100 გრამში – 85 კალორია, აქედან:
- ნახშირწყლები – 27 გრ.
- ცილები – 12 გრ.
- ცხიმები – 10 გრ.
მომზადების წესი:
ვიღებთ კვერცხს, შვრიის ფანტესლს და ხაჭოს. ვურევთ ერთმანეთში და ვამატებთ ცოტა წყალს, რომ კარგად გაითქვიფოს, შემდეგ ვუმატებთ შოკოლადს და ვანილს.
ვურევთ და ვამატებთ შვრიის ფანტელს ცოტ-ცოტას, იქამდე სანამ არ გამკვრივდება როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. შემდეგ ვიღებთ და ვაკეთებთ პატარა გუნდებს, რომლებსაც ვათავსებთ ღუმელში ან გრილში.