დაბალკალორიული და დიეტური სალათები 10 წუთში
დაბალკალორიული, დიეტური და ვეგეტარიანული სალათის რეცეპტები, რომლებიც შეგიძლია გამოიყენოთ დიეტის დროს. 10 წუთი საკმარისია მოსამზადებლად, რომ ინგრედიენტები დაჭრათ და შეურიოთ.
- კომბოსტოს დაბალკალორიული სალათა:
✅ წითელი კომბოსტო – 650 გრ.
✅ თეთრი კომბოსტო – 650 გრ.
✅ ხახვი – 1ც (80გრ)
✅ მწვანე ხახვი – 15 გრ.
✅ სტაფილო – 1ც (80გრ)
✅ ბულგარული წიწაკა – ნახევარი (50გრ)
✅ კამა – 40გრ.
✅ მცენარეული ზეთი – 3 ს/კ
✅ ძმარი – 1 ჩ/კ
მარილი გემოვნებით
ინგრედიენტები დავჭრათ და შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ ზეთი და ძმარი, დავამატოთ მარილი გემოვნებით.
📌 სრული წონა 1633 გრ. – სულ 980 კალორია
- ცილა – 16 გრ.
- ცხიმი – 65 გრ.
- ნახშირწყლები – 114 გრ.
📌100 გრამზე – 60 კალორია
- ცილა – 1 გრ.
- ცხიმი – 4გრ.
- ნახშირწყლები – 7გრ.
- კომბოსტოს და სიმინდის სალათი
✅ პეკინური კომბოსტო – 1ც. (400 გრ.)
✅ კონსერვირებული სიმინდი – 400 გრ.
✅ სტაფილო – 1ც. (80 გრ.)
✅ მწვანე ხახვი – 40 გრ.
✅ ნიორი – 2კბილი (10გრ.)
✅ მწვანილი (ქინძი, ოხრახუში) – 60 გრ.
✅ ლიმონის წვენი – 2ს/კ
✅ მცენარეული ზეთი – 4 ს/კ
✅ მარილი გემოვნებით
ინგრედიენტები დავჭრათ და შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ ზეთი და დავამატოთ მარილი გემოვნებით.
სრული წონა 1070 გრ. – სულ 942 კალორია
- ცილა – 23 გრ.
- ცხიმი – 47 გრ.
- ნახშირწყლები – 100 გრ.
📌 100 გრამზე – 88 კალორია
- ცილა – 2 გრ.
- ცხიმი – 4 გრ.
- ნახშირწყლები – 9 გრ.
- ლაფშა ბოსტნეულით
✅ ლაფშა ან წვრილი მაკარონი – 200 გრ
✅ ყაბაყი – 150 გრ.
✅ პომიდორი – 1ც. (100 გრ.)
✅ ბადრიჯანი – 150 გრ.
✅ ხახვი – 100 გრ.
✅ ბულგარული წიწაკა – 100 გრ.
✅ ლიმონის წვენი – გემოვნებით
✅ მარილი, პილპილი, ნიორი, სუნელები – გემოვნებით
ლაფშა ან მაკარონი მოვხარშოთ წინასწარ. ბოსტნეული დავჭრათ და ან გამოვაცხოთ ღუმელში, ან ტაფაზე დავასხათ ცოტა წყალი და მოვშუშოთ ცხიმის გარეშე. ინგრედიენტები შევურიოთ და დავამატოთ გემოვნებით მარილი, პილპილი, ნიორი და სუნელები.
📌 სრული წონა 836 გრ. – სულ 435 კალორია
- ცილა – 17 გრ.
- ცხიმი – 8 გრ.
- ნახშირწყლები – 75 გრ.
📌 100 გრამზე – 52 კალორია
- ცილა – 2 გრ.
- ცხიმი – 1 გრ.
- ნახშირწყლები – 9 გრ.
ჩვენი დიეტამანია და რეცეპტების ჯგუფი, შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/groups/224349634781179/