იოგა ჯანმრთელობისათვის, ასანები – მისალმება მზესთან
იოგას სისტემით რეგულარული ვარჯიში სასიკეთოდ მოქმედებს ჰორმონალურ და ვეგეტატიურ სისტემაზე, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას. იოგა ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკლებას და სულიერი წონასწორობის მიღწევას.
იოგას მთავარი მიზნები
იოგაში წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია, ვინც სიზარმაცეს დაძლევს. ასაკს, სიმაღლეს, წონას, ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა: გააზრებული დატვირთვა და შეუპოვარი მეცადინეობა ყველა პრობლემას დაძლევს.
მედიტაციის და ასანების, ანუ პოზების საშუალებით, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა სფეროებზე მოქმედებენ, იოგა ადამიანს საკუთარი სხეულის, გონების და გრძნობების მართვას ასწავლის. მისი მიზანია სხეულის ისე გავარჯიშება, რომ ნებისმიერ, ყველაზე რთულ ასანებშიც კი თავს კომფორტულად გრძნობდეთ და შეგეძლოთ მედიტაცია.
იოგას კლასიკური პრაქტიკა შედგება რვა თანამიმდევრული საფეხურისგან: ასანების შესრულებიდან დაწყებული სუნთქვის ტექნიკის და ექსტაზის მდგომარეობით დასრულებული, როცა ადამიანი სრულ ჰარმონაში მოდის სამყაროსთან. დღესდღეისობით არსებობს იოგას სხვადასხვა სკოლები, მაგალითად პაუერ იოგა, რომელიც აქცენტს ფიზიკურ ვარჯიშებზე აკეთებს, იყენებენ სპორტულ კლუბებში და სექციებში. არის სკოლები, რომელიც მიმართულია სულიერი ასპექტების სწავლებაზე (ასტრალ იოგა, კაუზალ იოგა).
იოგას ასანები
სანკრისტულიდან თარგმანში „ასანა“ – არის უძრავი და მოხერხებული პოზაა, როდესაც ხდება შინაგანი კონცენტრაცია. ენერგიის და ფიზიოლოგიური პროცესების მართვა ორგანიზმში ხორციელდება სხეულის დაჭიმვის, შეკუმშვის და დაძავის საშუალებით.
ამბობენ, რომ იოგას ვარჯიშისთვის საკმარისია წიგნები და სავარჯიშო საფენი, თუმცა ძველინდური მეცნიერების შეცნობაში მაინც უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მასწავლებელი, ანუ გურუ. ის უხსნის მოსწავლეს იოგას საფეხურებს, რომლიდან ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასანების სწორი შესრულებაა. ადამიანმა თავისი ფიქრები ისე უნდა მიმართოს, რომ ისინი არა ხელს უშლიდნენ, არამედ ეხმარებოდნენ სხეულის მოდუნებაში, რომელიც ეწინააღმდეგება მის შეუჩვეველ მდგომარეობას. თანდათან სწავლობთ თქვენი სხეულის მართვას, რაც პირველ ეტაპზე წარმოუდგენლად რთული გეჩვენებოდათ.
ძველი წყაროების მიხედვით აურაცხელი რაოდენობის ასანები არსებობს. მათ განასხვავებენ სხეულზე მოქმედების (გაჭიმვითი, დაგრეხილი, ძალოვანი, გადმოტრიალებული, კომბინირებული) და გონებაზე (მედიტაციური, რომელიც იოგას მაღალი საფეხურებისთვის ამზადებს და თერაპიული, რომელსაც აქვს ფსიქო- და ფიზიოთერაპიული ეფექტი) ზემოქმედების ტიპის მიხედვით. პირველი ასანა, რომელსაც სწავლების საწყის ეტაპზე გადიან, არის ტადასანა. საწყისი მდგომარეობა: დადექით სწორედ, ფეხები და ქუსლები შეაერთეთ, ხელები ტანის გასწვრივ თავისუფლადაა ჩამოშვებული. აუცილებელის სხეულის ცენტრზე კონცენტრირება (წერტილი რომელიც ჭიპის ოდნავ ქვევითაა განლაგებული) და თანაბრად გადაანაწილოთ მთელი სხეულის წონა ტერფებზე. მიუხედავად პოზის ერთი შეხედვით სიმარტივისა, ბევრისთვის არც ისე ადვილია მისი შესრულება: ხუთი წუთის განმავლობაში სწორედ დგომა, რწევის გარეშე საკმაოდ რთულია.
კიდევ ერთი ასანა, რომელსაც პირველ ეტაპზე ასწავლიან, ეს არის – შავასანა, რომელსაც მკვდარ პოზას უწოდებენ. მოსწავლეები წვებიან იატაკზე და ადუნებენ ყველა კუნთს. არც შავასანას შესრულებაა ადვილი. ბევრი შეცდომით მიიჩნევს მას, როგორც ჩვეულებრივ მოდუნებას ფიზიკური დატვირთვების შემდეგ და უბრალოდ იძინებენ გაკვეთილის ბოლოს. მენტალური თვალსაზრისით შავასანა ერთერთი ყველაზე რთული ასანაა იოგას პოზებში. აქ არა მხოლოდ კუნთების მოდუნებაა საჭირო, არამედ ყველა ფიქრის დათრგუნვა, სრულად გადართვა საკუთარი შეგრძნებების გააზრებაზე.
ერთერთი ყველაზე პოპულარული კომპლექსების ასანაა – სურია ნამასკარი (მზის მისალმება). ძველ ინდურ ხელნაწერებში აღწერილი ამ კომპლექსის შესრულების ტექნიკა, საკმაოდ განსხვავდება დღევანდელობაში მიღებული თანამიმდევრობისაგან. ინდურ მითოლოგიაში მზის ღმერთს სურიას ეთაყვანებოდნენ როგორც ჯანმრთელობის და უკვდავების სიმბოლოს.
კომპლექსი სრულდება როგორც მთლიანი უწყვეტი ვარჯიში. ყველა მომდევნო პოზა წინას საპირისპიროა. ინდურ ტექსტებში წერდნენ, რომ მოსწავლე, რომელიც ასრულებს ამ კომპლექსს, ელოდება ყველა ავადმყოფობისაგან განკურნებას, მათ შორის სიყვითლის და კეთრისგან. თანამედროვე ადამიანების უმეტესობა, რომლებიც იოგას მისდევენ, ასანებს განიხილავენ როგორც განსაკუთრებულ თერაპიულ ვარჯიშებს და მხოლოდ ცოტა სწვდება მის ღრმა აზრს, რომელსაც ყველაზე კარგად თავად იოგები ხსნიან.
იოგა ეს არაა მხოლოდ კუნთები, აქ სხეული ემორჩილება გონებას და არა პირიქით. თანამედროვე ფსიქოლოგების კვლევებმა აჩვენა, რომ სახის მიმიკის მცირე ცვლილებებიც კი თავისდა უნებლიედ ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. იოგაში კი ასანები სუნთქვის ტექნიკასთან ერთად ადამიანის თვით განწყობაზე მოქმედებს.
„როგორც კი საკუთარ თავში ფაქიზი აღთქმის უნარს ვიპოვით, შინაგანი სრულყოფის გრძნობა გაგვიჩნდება, მასთან ერთად კი სრული კმაყოფილების განცდა… გავხდებით უფრო მშვიდი, სავსე, დაკმაყოფილებული და გულწრფელი. აღარ გაგვიჩნდება აუცილებელი მოთხოვნილება მხარდაჭერა და შექება მივიღოთ გარე სამყაროდან, რადგან ენერგეტიკულად თავად ვიქნებით სრულყოფილი, საკუთარ მე-ში შინაგანად ჩაღრმავებული.“
წიგნიდან „თვითშემეცნების იოგა“