იოგა ჯანმრთელობისათვის – კუნდალინი იოგა

კუნდალინი იოგა – ეს არის ერთერთი მიმდინარეობა იოგაში, სადაც მთავარ როლს სუნთქვითი ტექნიკა ასრულებს. კუნდალინი იოგას მიზანია ენერგიის მძლავრი ნაკადის, კუნდალინის გამოღვიძება, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს და მიძინებულია.

კუნდალინი იოგას წარმოშობა - 

როგორი სახითაც მას დღეს ვიცნობთ, დასავლეთ სამყაროს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იოგი ბხაჯანიმ (1929-2004) გააცნო. თავის ლექციებში იოგი ბხაჯანი გადმოსცემდა, თუ როგორ შეუძლია კუნდალინი-იოგას ადამიანში მიძინებული სულიერი ენერგიის გამოღვიძება, რომელიც გველის მსგავსად დახვეულია სადღაც გავის ძვლის მიდამოებში. ღვთიურ ცნობიერებასთან შესარწყმელად (ესაა ამ პრაქტიკის მიზანი), იოგამ უნდა გამოაღვიძოს ენერგია და მიმართოს ის ზევით ცენტრალური ენერგეტიკული არხისაკენ – ხერხემლის სვეტისკენ. ამ მიმარულებით ვარჯიშს დღეში რამდენიმე წუთს თუ დაუთმობთ, შეძლებთ ცხოვრებაში წონასწორობის და ჰარმონიის მიღწევას.

იოგას სხვა გავრცელებული სახეებისაგან განსხვავებით, კუნდალინი-იოგაში თითქმის არ გამოიყენება ჰათჰა-იოგას კლასიკური ასანები. თუმცა, როგორც მასწავლებლები ირწმუნებიან, კუნდალინი-იოგა შედეგებს სწრაფად იძლევა, რასაც ჰათჰა-იოგაში წლები სჭირდება.

კუნდალინი-იოგას პრაქტიკა აგებულია კრიიებზე,  ერთმანეთთან ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშებით დაკავშირებულ ნაკრებზე და მანტრით თანმხლებ მედიტაციებზე. თითოეული კრიიას შესრულებაზე გამოყოფილია ზუსტად განსაზღვრული დრო. ითვლება, რომ კუნდალინი იოგა უკვე შესამჩნევ ეფექტს ვარჯიშის მეოთხე თვეზე იძლევა.

კუნდალინი-იოგა ნარკოდამოკიდებულებისაგან განსაკურნებელ ეფექტურ მეთოდად ითვლება. ვარჯიშის დროს, როცა საჭიროა ჰაერის ინტენსიური შესუნთქვა-ამოსუნთქვა, სისხლში ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონები) დიდი რაოდენობით გამოყოფა ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოტიკებისაგან ან ალკოჰოლისაგან მკურნალობის დროს.

თუმცა კუნდალინი-იოგას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანის მოტანაც შეუძლია, განსაკუთრებით არამყარი ფსიქიკის ადამიანებისათვის. სუნთქვითი ვარჯიშების შესრულების დროს არის ფარული სერიოზული დაავადებების, მაგალითად ეპილეფსიის გამწვავების საფრთხე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვარჯიშების გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ დაწყება. როგორც იოგი ბხაჯანი ამბობდა: „სხეულის მოქნილობა და სხვადასხვა პოზების მიღების უნარი ადამიანს იოგად რომ აქცევდეს, მაშინ ცირკის აკრობატები იქნებოდნენ საუკეთესო იოგები.

იოგი ბხაჯანმა აშში-ში დაარსა საქველმოქმედო ფონდი „ჯანმრთელობა, ბედნიერება, დალოცვა“ – ორგანიზაცია, სადაც ასწავლიდნენ იოგას.

იოგი ბხაჯანი: იოგას პრაქტიკის 22 ძირითადი ფორმა არსებობს და ყოველ მათგანში აქცენტი გაკეთებულია ერთი მთლიანის ამა თუ იმ ასპექტზე. ზოგი აქცენტს აკეთებს სხეულის ფორმის გამოყენებაზე, ისე როგორც ჰათჰა იოგაში, სხვები ხაზს უსვავენ ხმის გამოყენებას, როგორც მანტრა იოგაშია, ან ვიზუალური ფორმაზე, როგორც იანტრა იოგაშია. ამ სიტუაციის აღსაწერად კარგი მაგალითია ბრილიანტი. პრაქტიკის სხვადასხვა ფორმები მის წახნაგებს შეგვიძლია შევადაროთ. ბრილიანტი მშვენიერია. ზოგი წახნაგი დახვეწილია ისე, რომ შუქი გარდატყდება მასზე დაცემისას, იპყრობს თქვენს ყურადღებას და ახალ განზომილებას გიხსნით თვალწინ. კუნდალინი იოგა – ეს ბრილიანტია. თუ მას რომელიმე მხრიდან შეხედავთ – დაინახავთ წახნაგს. თუ შეეცდებით შეიცნოთ მთელი კრისტალი ამ კონკრეტული წახნაგის მეშვეობით, წარუმატებლობა გელოდებათ, თქვენი აღთქმა ზედაპირული და არასრული იქნება“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *