10 საუკეთესო ვარჯიშების ვიდეოარხი youtube-ზე
….. როცა ფიტნესი სრულიად უფასო და ადვილად ხელმისაწვდომია.
ფიტნესი დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და მეტ ადგილს იკავებს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ფიტნეს-კლუბების მომრავლებასთან ერთად საკმაოდ პოპულარული გახდა ვარჯიშების ვიდეოების გავრცელება ინტერნეტში, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისთვის, ვისაც აქვს ვარჯიშის სურვილი, მაგრამ დროს ან საშუალებას ვერ პოულობს დარბაზში სასიარულოდ, საკმაოდ კარგი და მოხერხებული გამოსავალია. ვიდეოებს ავრცელებენ, როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებიც ვარჯიშების დემონსტრირებასთან ერთად, კარგ ინსტრუქციებს და სასარგებლო რჩევა-დარიგებებს აძლევენ მაყურებელს. არსებობს არხები, რომლებმაც უკვე დიდი პოპულარულობა მოიპოვეს ინტერნეტ სივრცეში და საკმაოდ დიდი აუდიტორია და მიმდევრები გაუჩნდათ.
გთავაზობთ 10 ყველაზე პოპულარულ ვიდეო არხებს youtube-ზე.
1.BODYROCK.TV
ამ სიას ჩემი ფავორიტი არხით დავიწყებ. თუ ვარჯიში გაინტერესებს, შეუძლებელია პირველივე შეხედვისთანავე არ მიგიზიდოს ზუზანას (Zuzana) ცოცხალმა და კრეატიულმა ვიდეოებმა. ეს არის მოკლე, მაგრამ მაღალინტენსიური ვარჯიშები, რომელსაც ზუზანა თავისი მეგობრის ფრედის საშუალებით ქმნის. ზუზანას ენერგია ადვილად გადამდებია და ხშირად სახალისო საყურებელიცაა, როგორ ქმნის სახლის პირობებში მცირე სავარჯიშო მოწყობილობებს. ერთ-ერთ ვიდეოში მახსოვს, ორი სკამის და იატაკის საწმენდი ჯოხისგან უცებ როგორ ააწყო მინი “ტრენაჟორი” აზიდვებისათვის. ნახეთ და თქვენც აუცილებლად შეგიყვარდებათ Bodyrock.tv არხი.
2. FRUGAL FITNESS TV
მაიკლ შიმერი მამაკაცების ფიტნესზეა ორიენტირებული. მისი არხი Frugal Fitness TV გთავაზობთ სახლში გასაკეთებელი ვარჯიშების ფართო არჩევანს მინიმალური მოწყობილობების გამოყენების საშუალებით.
3. POP PILATES
მოგწონთ პილატესი, მაგრამ არ გაქვთ თანხა ძვირადღირებული კლუბებისთვის? ქესი ჰო თავის არხზე Blogilates გთავაზობთ მოკლე, თავისუფლად ხელმისაწვდომ ვიდეოებს პილატესში, რომლებიც შეგიძლიათ ან მხოლოდ კონკრეტული პრობლემური ზონებისთვის გააკეთოთ, ან შეადგინოთ სრული კომპლექტი მთელი სხეულისათვის. ქესის საკმაოდ სახალისო და პროფესიონალური სტილი აქვს.
4. LONGEVITY CLUBS
ფიტნესი ცოლ-ქმარ სტივ და ბონი პფისტერებისთვის მთელი ცხოვრებაა, ამ სიმპატიურ წყვილს ეკუთვნის Longevity Clubs კალიფორნიაში. სტივი ტვ რეალითი შოუს მწვრთნელი და ფიტნეს კომენტატორია. ამ არხზე შეძლებთ მათი უფასო ვარჯიშების ნახვას და გამოყენებას თქვენს ყოველდღიურ კომპლექსებში.
5. MYOMY FITNESS
MyOMy Fitness “სახლის ექსტრემალურ ფიტნესს” გვთავაზობს, ის გირებს და ძალოვან ტრენინგს მიმართავს სხეულის გასაძლიერებლად და ცხიმის წვისათვის. რა ღირს? მხოლოდ თქვენი ოფლის ღვრის ფასი.
6. SCOTT HERMAN FITNESS
Scott Herman’s არაჩვეულებრივად პოპულარული YouTube არხი, სერიოზულ რჩევებს და საკმაოდ დატვირთულ აქტიურ ძალოვან ვარჯიშებს გვთავაზობს. თუ ეძებთ მოტივაციას და გსურთ მოსინჯოთ სიახლე მამაკაცების ფიტნესში, აქ თქვენ ფართო არჩევანი გექნებათ.
7. ANGRY TRAINER FITNESS
ალფონსო მორეტს მოფერებით Angry Trainer -საც ეძახიან. მის YouTube არხზე ვნახავთ არა მხოლოდ ალფონსოს უფასო ფიტნეს-გაკვეთილებს და უამრავ ვარჯიშს ფეხების და ხელებისათვის, არამედ საკმაოდ ფასეულ რჩევებსაც მივიღებთ (და სხვათაშორის, ის არც ისე ბრაზიანი და მყვირალაა).
8. JENNY FORD FITNESS
თუ გიყვართ ფიტნესის ისეთი სახეობები, როგორიცაა ზუმბა ან სტეპ-აერობიკა, მაგრამ ვერ ახერხებთ სპორტულ კლუბში სიარულს, მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ Jenny Ford -ის სრულმეტრაჟიანი, პროფესიონალური განათების ფონზე გადაღებული კარდიო ვარჯიშებით.
9. TURBULENCE TRAINING
კრეიგ ბალლანტაინი ფიტნესის სფეროს პირველი პროფესიონალია, ვინც ცხიმის წვისათვის მაღალინტენსიური ვარჯიშის მომხრეა. ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ მისი Turbulence Training ვიდეოები მოკლე ინტერვალური ვარჯიშების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე ვარჯიშის კომბინაცია შეადგინოთ ან დაამატოთ თქვენი ვარჯიშების კომპლექსს ცხიმის წვის დონის ასამაღლებლად.
10. DIET.COM
Diet.com დასახელებული იყო როგორც YouTube’s-ს ნომერი პირველი არხი ჯანმრთელობის და ფიტნესის შესახებ. ამ არხზე თავმოყრილი ათასობით ვიდეო ყველაფერს მოიცავს ჯანმრთელი კვებიდან დაწყებული ვარჯიშით დამთავრებული, აქ აუცილებლად იპოვით თქვენთვის აინტერესო თემას.