რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მეოთხე ეტაპი
ატკინსის დიეტა 4 ეტაპისაგან შედგება: შესავალი პირველი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას; დიეტის ძირითადი, მეორე ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მესამე ეტაპი – მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი.
ატკინსის დიეტის მეოთხე ეტაპი:
ატკინსის დიეტის მეოთხე ეტაპზე თქვენ უნდა მიაღწიოთ სასურველ წონას და ფორმებს და შეძლოთ მიღებული შედეგების შენარჩუნება. ამ ეტაპზე აგრძელებთ დაბალნახშირწყლოვან კვებას, რომელიც უნდა დაიცვათ მთელი ცხოვრების მანძილზე. ატკინსის დიეტა მოითხოვს, რომ ნახშირწყლების მოხმარების ნორმა, რომელიც წინა ეტაპზე დავადგინეთ, მუდამ დავიცვათ.
ატკინსის დიეტის მთავარი მიზანია შეინარჩუნოთ მიღწეული წონა. შეეცადეთ, რომ წონაში არ მოიმატოთ 2-3კგ.-ზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნდით წონაში კლების წინა ეტაპებს.
ატკინსის დიეტის მეოთხე ეტაპზე, აუცილებელია შეარჩიოთ პროდუქტები მაქსიმალურად ნატურალური და სასარგებლო. მთავარი ყურადღება ცილებს და ცხიმებს უნდა მიექცეს. ნახშირწყლოვანი პროდუქტებიდან ამოირჩიეთ ისინი, რომლებსაც უფრო მეტი სარგებელი გააჩნიათ: ხილი, ბოსტნეული, კენკროვნები და ჩირეული, მარცვლოვანი და გაღვივებული მარცვლოვნები, თხილეული და რძის პროდუქტები. წინა ეტაპების დროს გაირკვა, რომელი პროდუქტები მოქმედებენ თქვენზე უარყოფითად, იწვევენ წონის დაგროვებას და წყლის შეკავებას. მოერიდეთ ასეთ პროდუქტებს, გათავისუფლდით არასასურველი კვებითი ჩვევებისაგან.
განსაკუთრებულ ყურადღებას ატკინსი უთმობს ფიზიკურ ვარჯიშებს. ის აღნიშნავს სპორტული აქტიურობის მნიშვნელობას ყველა ასაკში. დაბალნახშირწყლოვანი დიეტები ზრდიან ენერგიის დონეს, ამიტომ ვარჯიში სიამოვნებას და სიხარულს მოგანიჭებთ.
სრულყოფილი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია ვიტამინების კომპლექსების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება. მთლიანობაში კი, ექიმი ატკინსი გვარწმუნებს რომ მისი დიეტის საშუალებით გავიუმჯობესებთ მდგომარეობას და სისხლის მაჩვენებლებს, ამასთან ერთად კი შევინარჩუნებთ კარგ აღნაგობას და ჯანმრთელობას ხანგრძლივი წლების მანძილზე.
იხ. ასევე:
რობერტ ატკინსის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა
რობერტ ატკინსის დიეტა – პირველი ეტაპი
რობერტ ატკინსის დიეტა – მეორე ეტაპი
რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მესამე ეტაპი