პროდუქტები დიეტისათვის – მაწონი, კეფირი, იოგურტი (რძის პროდუქტები)
მაწონის (ძროხის) საკვები ღირებულება – 54 კკალ
- ცილები – 2.8 გრ
- ცხიმები – 3.2 გრ
- ნახშირწყლები – 3.6 გრ
ვიტამინები
- ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 0.1 მგრ
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0.1 მგრ
- ვიტამინი A – 32.2 მკგრ
- ბეტა-კაროტინი – 13.7 მგრ
მინერალები
- რკინა – 0.1 მგრ
- ფოსფორი – 87.8 მგრ
- კალიუმი – 143.3 მგრ
- ნატრიუმი – 48.9 მგრ
- მაგნიუმი – 13.6 მგრ
- კალციუმი – 117.5 მგრ
- 1 ჩაის კოვზი – 5 გრ
- 1 სუფრის კოვზი – 18 გრ
- 1 ჭიქა – 250 გრ
სასარგებლო თვისებები
მაწონი კავკასიური წარმოშობის უნიკალური რძემჟავა პროდუქტია. თავად დასახელება მაწონი – ქართულია. ლეგენდის მიხედვით, მისი მომზადების რეცეპტი დიდი ხანი არ იყო ცნობილი, რადგან ის კავკასიელი ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო იყო. მაწონი თავისი შემადგენლობით ახლოსაა იოგურტთან, თუმცა უფრო მკვეთრი გემო აქვს.
მაწვნის მსგავსად რძემჟავა პროდუქტებს მიეკუთვნება კეფირი და იოგურტი. მათ დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგია განასხვავებთ. თუმცა ჩვენთან იმპორტირებული იოგურტი თემულ დამუშავებას გადის და მასში სასარგებლო თვისებებზე მეტად კალორიები ჭარბობს. კალორიულობა ამ სამ პროდუქტს დაახლოებით მსგავსი აქვთ, ცოტა მეტი ქარხნული იოგურტის შემთხვევაში, რომელსაც დამატკბობლები და ხილი აქვთ დამატებული. უფრო ზუსტ ინფორმაციას ქარხნული წარმოების შემთხვევაში მათ შეფუთვაზე ნახავთ.
რძემჟავა პროდუქტები ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ისინი შეიცავენ ადვილად ათვისებად ცილებს, მდიდარია კალციუმით, მიკროელემენტებით და ვიტამინებით, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდის და განვითარების პერიოდში.
მაწონი კარგად აქრობს შიმშილის და წყურვილის გრძნობას. მაწონი ათლეტებისათვისაც ღირებული პროდუქტია – მის შემადგენლობაში შემავალ ცილები ქსოვილებზე ანაბოლურ ეფექტს ახდენენ და ხელს უწყობენ კუნთოვანი ქსოვილების ზრდას. 1 ჭიქა მაწონი სასარგებლოა ძილის წინაც: ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს მშვიდ ძილს. ეს პროდუქტი შეუცვლელია დიეტის ან განტვირთვის დღეებში, რადგან ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და ტოქსინების გამოდევნას.
მაწონი ორგანიზმის მიერ აითვისება უკეთ, ვიდრე რძე. ის მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით, ცილებით, D, A და B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალებით – ფოსფორით, მაგნიუმით და კალციუმით. რძემჟავა მიკროორგანიზმები, რომლითაც მდიდარია მაწონი, კარგად თრგუნავს კუჭ-ნაწლავის პათოგენურ მიკროფლორას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამიტომ მათ ხშირად „ახალგაზრდობის ბაქტერიებს“ უწოდებენ. მაწონის შემადგენლობაში არსებული შემადედებელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ისეთი ორგანოების მუშაობას, როგორიცაა თირკმელები და ღვიძლი, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.
უკუჩვენებები
მაწვნის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია სასურველია მაღალჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს, ასევე პანკრეატიტის, კუჭის წყლულის, ჰეპატიტის, ნაღვლის ბუშტის დაავადების და ეროზიული გასტრიტის შემთხვევაში.