გრეიპფრუტის დიეტა
არსებობს სხვადასხვა გრეიფრუტის დიეტა, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო წესი აქვთ – ყოველი ჭამის წინ საჭიროა ნახევარი გრეიპფრუტის ჭამა. ქვევით მოცემული დიეტა თავის დროზე პოპ-ვარსკვლავ მადონას დაეხმარა წონაში კლებაში. დიეტა გრძელდება 7 დღე და მკაცრად შეზღუდულია 7 საათის მერე კვება. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ დაბალკალორიული დიეტაა (800 კკალ) და არაა რეკომენდირებული მისი უფრო ხანგრძლივად დაცვა.
ამ დიეტის დროს უარი უნდა თქვათ მარილზე და სხვა საკმაზებზე. ხორცი დასაშვებია უცხიმო, შეიძლება მხოლოდ საკუთარ წვენში კონსერვირებული თევზის გამოყენება.
მწვავე შიმშილის გრძნობის შემთხვევაში შეიძლება 1 ჭიქა კეფირის დალევა, ოღონდ არა ძილის წინ. შეიძლება ვაშლის ან ფორთოხლის ჭამა და დღეში ერთხელ 1 ჩ/კ თაფლი მწვანე ჩაისთან ერთად.
ამ დიეტით ერთი კვირის განმავლობაში 3-4 კილოგრამის მოკლებაა შესაძლებელი.
დიეტის მენიუ:
1 დღე
საუზმე: გრეიპფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ნაჭერი უცხიმო შაშხი 25 გრამი, უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი: 1 გრეიპფრუტი, 250 გრამი ბოსტნეულის სალათი (ნებისმიერ ბოსტნეული, გარდა კარტოფილის და სიმინდის) ლიმონით და მწვანილით შეკმაზული, ყავა ან ჩაი.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული (ან გრილზე შემწვარი) უცხიმო ხორცი, 200 გრამი მწვანე სალათი ლიმონის წვენით, თაფლიანი ჩაი.
2 დღე
საუზმე: გრეიპფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი: 1 გრეიპფრუტი, 50 გრამი ყველი 20-30% ცხიმიანობის ან უცხიმო ხაჭო.
ვახშამი: 200 გრამი თევზი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული), დიდი პორცია ბოსტნეულის სალათა (კიტრი, კომბოსტო, ბროკოლი, სალათის ფურცლები, წიწაკა და ა.შ.) შეკმაზული 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენით და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთით, 20 გრ. შავი პური.
3 დღე
საუზმე: გრეიპფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ჩაის კოვზი შვრიის ფაფა ან მიუსლი 1 ჩაის კოვზ ქიშმიშთან ერთად, 2-3 დაქუცმაცებულ თხილეულთან (გარდა არაქისისა) და 4 ჩ/კ უცხიმო იოგურტი ან რძე.
სადილი: 1 გრეიპფრუტი, 1 ჭიქა ბოსტნეულის სუპი ან ბულიონი 2 სუხართან ერთად.
ვახშამი: 200 გრამი ქათმის თეთრი ხორცი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული), 2 ჩაშუშული პომიდორი, ძილის წინ ნახევარი გრეიფრუტი.
4 დღე
საუზმე: 1 ჭიქა ტომატის წვენი, 1 მოხარშული კვერცხი, ჩაი ლიმონით.
სადილი: 1 გრეიპფრუტი, სალათის დიდი პორცია მომზადებული სტაფილოსგან ან მწვანე ბოსტნეულისგან და შეკმაზული ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით, პურის ნაჭერი და ტოსტი.
ვახშამი: 400 გრამი მოხარშული ან ჩაშუშული ბოსტნეული (ყაბაყი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ნიახური), ჩაი; ძილის წინ – გრეიფრუტი ან მისი წვენი.
5 დღე
საუზმე: ხილის სალათა ვაშლის, გრეიპფრუტის და ფორთოხლისაგან, ყავა ან ჩაი ლიმონით.
სადილი: 1 დიდი ორთქლზე გამომცხვარი კარტოფილი, 200 გრამი სალათი მწვანე ბოსტნეულისგან ან კომბოსტოსგან.
ვახშამი: 200 გრამი უცხიმო ძროხის ხორცი ან 250 გრამი ქათმის თეთრი ხორცი ან 250 გრამი თევზის ფილე, ტომატის წვენი ან მოშუშული პომიდორი; ძილის წინ – გრეიპფრუტი ან წვენი.
6 და 7 დღე
ნებისმიერი მენიუს არჩევა შეგიძლიათ წინა დღეებიდან
იხილეთ ასევე მსგავსი თემა: დიეტური პროდუქტები – გრეიპფრუტი